მისი თქმით, სულ ნოემბერ–დეკემბრის განმავლობაში ჰოსპიტალიზებული იყო 1750 ადამიანი, თუმცა აბსოლუტური უმრავლესობა ამ ადამიანებისა განიკურნა და ისინი ყველა კარგად გრძნობენ თავს. აღნიშნული ვირუსით ადამიანების გარდაცვალების მხოლოდ 4 შემთხვევა დაფიქსირდა, ვინაიდან, ავადმყოფებმა დროზე არ მიმართეს სამედიცინო დაწესებულებას.
კვიტაშვილის ინფორმაციით, ნოემბერ–დეკემბრის განმავლობაში, სხვადასხვა რესპირატორული დაავადებებით მიმართა სულ 45000 ადამიანმა და აქედან ლეტალურად დასრულდა მხოლოდ ზემოთ აღნიშნული 4 შემთხვევა. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველოში არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებულ რაოდენობაზე მეტი როგორც ტამიფლუ, ასევე რელენზა.
მისი ინფორმაციით, სულ ტამიფლუს დოზა შეადგენს 146000–ს, ხოლო რელენზას დოზა 35000–ია. მან ასევე აღნიშნა, რომ აღნიშნული ვირუსის თვითმკურნალობა დაუშვებელია. ასევე დაუშვებელია ტამიფლუსა და რელენზას პრევენციის მიზნით მიღებაც. ამიტომ მან მოუწოდა მოსახლეობას, რომ დამახასიათებელი სიმპტომების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართონ ექიმს. მისივე ინფორმაციით, ბოლო 2-3 დღის განმავლობაში შემცირდა სასწრაფოს გამოძახების შემთხვევები, რაც კარგი ნიშანია.
საინფორმაციო სააგენტო"ინტერპრესნიუსი"
















