განახლდა:07:02:38 AM GMT

>>> საქართველო ჯანდაცვა ”მენეჯერი ვადაგასულ პრეპარატებს მასაღებინებდა”
ბანერი

”მენეჯერი ვადაგასულ პრეპარატებს მასაღებინებდა”

ელ-ფოსტა ბეჭდვა
წაკითხულია 1369 ჯერ   
ტექსტის ზომა Larger Font Smaller Font

აფთიაქში წამლის ყიდვისას ძალიან ცოტა მომხმარებელი აკვირდება მედიკამენტის ვადას. პრეპარატის ვარგისიანობის შემოწმება კი აუცილებელია, საქართველოში ვადაგასული წამლების ჩამოწერა სხვადასხვა აფთიაქში სხვადასხვაგვარად ხდება. არსებობს კონტროლის განსხვავებული მექანიზმებიც. დიდ ფარმაცევტულ კომპანიებს შედარებით მოწესრიგებული აქვთ უვარგისი პრეპარატების ჩამოწერა-განადგურება.

მცირეხნიანი დაკვირვების შედეგად აღმოვაჩინე, რომ აფთიაქიდან გამოსული მომხმარებელის აბსოლუტური უმრავლესობა არ ამოწმებს მედიკამენტის ვადას. ძალიან ცოტაა ისეთი მყიდველი, ვინც ყიდვისას პრეპარატის ვარგისიანობას აკვირდება.

”საერთოდ ყოველთვის ვუყურებ ვადას. ძალიან იშვიათად შეიძლება დამავიწყდეს შემოწმება. ასე არამარტო მედიკამენტების, არამედ სხვა პროდუქტების ყიდვის დროსაც ვიქცევი, იმის შემდეგ, რაც რამდენჯერმე ნაყიდი პროდუქტის უკან დაბრუნება მომიხდა ვადაგასულობის გამო. ვფიქრობ, თავის დაზღვევის მიზნით, ყოველთვის უნდა შეამოწმო ვადა”, - აღნიშნა აფთიაქიდან გამოსულმა ანა წიკლაურმა.

25 წლის ფარმაცევტი (ვინაობის გამხელა არ ისურვა) კი ქალაქ ქობულეთში, ერთ-ერთ აფთიაქში მუშაობდა. მან ნახევარწლიანი მუშაობის შემდეგ გადაწყვიტა აფთიაქიდან წამოსვლა. ამის მიზეზი ერთი მხრივ, ძალიან დაბალი ხელფასი იყო, ხოლო, მეორე მხრივ, ის, რომ მას აფთიაქის ხელმძღვანელობა ვადაგასული პრეპარატების გასაღებას ავალებდა.

”ერთხელ ერთი ახალგაზრდა კაცი შემოვიდა, ფეხმძიმე მეუღლისთვის საკმაოდ ძვირადღირებული წამალი უნდოდა, ჩვენმა მენეჯერმა კი მაიძულა ვადაგასული მედიკამენტი მიმეცა მისთვის. შეიძლება უარყოფითად არც ემოქმედა იმ წამალს ქალზე, მაგრამ დადებითი ეფექტი რომ არ ექნებოდა, ეს ნამდვილად ვიცი. ამ ამბავმა ჩემზე ძალიან იმოქმედა. ასე ძალიან ბევრ პრეპარატს ვყიდდით”, - ამბობს ფარმაცევტი.

როგორც მან აღნიშნა, ძირითადად ისეთ პრეპარატებს აყალბებდნენ, რომლებიც ბოთლში იყო ჩასხმული, თუმცა, ფირფიტებში მოთავსებულის გასაღებასაც ახერხებდნენ:

”ბოთლის შემთხვევაში ეტიკეტის იმ ნაწილს აჭრიდნენ, სადაც ვადა იყო მითითებული. ხოლო ფირფიტაში მოთავსებულ წამლებს ყრიდნენ სატაბლეტე პარკში. ვინაიდან ფირფიტაზეა პრეპარატის ვადა მითითებული, მყიდველი ვერ ხვდებოდა მის ვადაგასულობას”.

ამ აფთიაქში ზედამხევდელობის სამსახური დადიოდა, თუმცა, ფარმაცევტის თქმით, უფროსმა ყოველთვის იცოდა, თუ როდის მოვიდოდნენ ისინი, ამიტომ ”მომზადებული” ხვდებოდა.

აღნიშნულ აფთიაქში ჩემი წყაროს მუშაობის პერიოდში მომხმარებელი არასოდეს მისულა წამლის ვადაგასულობის პრეტენზიით: ”მომხმარებელი ალბათ ვერც ხვდებოდა წამლის უვარგისობას”, - აღნიშნა მან.

როგორც ”საქართველოს კანონში წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ” წერია: ”ფალსიფიცირებული, ვადაგასული, გაუვარგისებული, არარეგისტრირებული საბაჟო წესების დარღვევით შემოტანილი სამკურნალო საშუალებები ექვემდებარება განადგურებას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული და დამტკიცებული წესის შესაბამისად”. ვადაგასული პრეპარატების ჩამოწერა ხდება კანონით გაწერილ პირობებში, ანუ ეს არ არის ფარმაცევტული კომპანიის ან პატარა აფთიაქის მიერ განსაზღვრული. პატარა აფთიაქებში აღმოჩნდა, რომ პრეპარატების ჩამოწერისა და განადგურების პრობლემა აქვთ.

”არავინ არ მოდის ჩამოსაწერად და რა ვქნათ, არც წასაღებად მოდიან. ამიტომ ჩვენ თვითონ ვახდენთ მათ ჩამოწერას. ახლაც ვათვალიერებ ვადაგასულ პრეპარატებს და ვყრი ნაგვის ურნაში. ჩვენ იმ ვადაგასულ პროდუქციის საფასურასაც ვიხდით. არა აქვს მნიშვნელობა, ჩვენ ვყიდით თუ არა. ანუ მოგება არ გვრჩება”, - აღნიშნა ცოტნე დადიანის №34–ში მდებარე კერძო აფთიაქის მენეჯერმა, ლუდა გაგუამ. კითხვაზე მიდიან თუ არა კონტროლის სამსახურიდან შესამოწმებლად, ლუდამ გვიპასუხა:

”მოდიან, ოღონდ ფარულად. მაგალითად გვქონდა შემთხვევა, როცა მოვიდა ორი ადამიანი, იყიდეს საკმაოდ დიდი რაოდენობის წამალი და მერე გამოაცხადეს, რომ კონტროლის სამსახურიდან იყვნენ. შეამოწმეს ალბათ და რომ არ გვქონდა ვადაგასული პრეპარატი, პრობლემაც არ შეგვქმნია”.

ხოლო რაც შეეხება ”ავერსის” აფთიაქებს, ვადაგასული პრეპარატების ჩამოწერას თვით ფილიალის მენეჯრები ახდენენ.

”ჩვენ თვითონ, აქ მომუშავე პერსონალთან ერთად ვახდენთ ჩამოწერას. ვამოწმებთ და ცალკე ვალაგებთ. შემდეგ მოდიან ცენტრალური ოფისიდან და გადააქვთ. ჩვენ „ავერსის“ ბაზიდან ვიღებთ წამლებს, რომლებიც შემოწმებული მოდის ჩვენამდე. აქ კონტროლი არ ხდება. არავინ არ მოდის შესამოწმებლად. ჩვენ თვითონ ვაკონტროლებთ, ანუ ეს ძირითადად მე, როგორც უფროსს მევალება, სადმე რაიმე არ გაიპაროს. ჩამოვწერთ და მიაქვთ, შემდეგ ისინი ანადგურებენ”, - თქვა „ავერსის“ ნაძლადევის ერთ-ერთი ფილიალის გამგემ, გია დანელიამ.

საერთოდ, სხვადასხვა პრეპარატის ჩამოწერა სხვადასხვა დროს ხდება. ზოგის ჩამოწერას ვადის გასვლამდე ერთი თვით ადრე ახდენენ, ზოგს ერთი კვირით ადრე და ა.შ.

როგორც ”ავერსიში” აღნიშნეს, ჩამოწერას ძირითადად თვეში ერთხელ აწარმოებენ.

”პსპ”-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, ნათია ხაბეიშვილმა კი აღნიშნა, რომ პრეპარატების ჩამოწერისათვის იქმნება სპეციალური კომისია, წინასწარ ცნობილია თუ ვინ შევა ამ კომისიაში. შემდეგ სად უნდა მოხდეს ვადაგასული პრეპარატების განადგურება.

”ყველა დიდი კომპანია ექვემბარება კანონს. კანონის მიხედვით ხდება სწორედ ჩამოწერა, ანუ თუ რომელია უკვე უვარგისი პრეპარატი, რამდენი ხნით ადრე უნდა მოხდეს ამა თუ იმ წამლის ჩამოწერა. ამასაც კანონი არეგულირებს.

პრეპარატების ჩამოწერა არ არის ყოველთვიური აუცილებელი პროცედურა, ანუ იმას ვგულისხმობ, რომ შეიძლება ერთი თვე ისე გავიდეს, რომ ამის საჭიროება არ იყოს. ჩვენ ყველა მედიკამენტი გვაქვს პროგრამაში შეყვანილი, ანუ პროგრამა თავისით გიჩვენებს თუ რომელ პრეპარატს გასდის ვადა”, - თქვა მან.

”პსპ”-ს ფილიალებში კონტროლს თითოეული აფთიაქის მენეჯმენტიც უწევს. ასევე, ხარისხის კონტროლის განყოფილებაც, რომელიც კომპანიის ერთ-ერთ განყოფილებას წარმოადგენს.

„ჯიპისის“ აფთიაქებში ვადაგასული წამლების ჩამოწერა აფთიაქის მენეჯერის და ფარმაცევტის მიერ ხდება. ყოელდღიური შიდა აღწერების დროს, ისინი პრეპარატების ვადებს აკონტროლებენ. როგორც „ჯიპისის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი, ნინო დათიაშვილი ამბობს, აფთიაქს აქვს სპეციალური ჟურნალი, სადაც ყოველდღიურად ხდება აღრიცხვა მოკლევადიანი პრეპარატების. თითოეული ფილიალის კონტროლს კი სააფთიაქო ქსელის სათაო ოფისიდან ფარმაცევტ–აუდიტი ახორციელებს.

საქართველოს სავაჭრო–სამრეწველო პალატა, შპს „საქექსპერტიზა“ აწარმოებს ექსპერტიზას და ადასტურებს, რომ მედიკამენტი არის ვადაგასული, ან დაზიანებული და სარეალიზაციოდ მისი გამოყენება არ შეიძლება. ეს სანამ აფთიაქებში შევა. ამის შემდეგ, ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო და წამლის სააგენტო აკეთებს გასკვნას, რომ აღნიშნული პროდუქცია არ არის სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული. "ვადაგასული პრეპარატები იგზავნება ქიმიის ინსტიტუტში და ხდება მათი დაწვა სპეციალურ ღუმელში. ასე ხდება უვარგისი პრეპარატების განადგურება“, – აღნიშნა ნინო დათიაშვილმა.

როგორც ქიმიის ინსტიტუტში აღნიშნეს, ერთჯერადად მიაქვთ კომპანიებს ვადაგასული პრეპარატები, იხდიან გარკვეულ თანხას და შემდეგ იქ სპეციალურ ღუმელში წვავენ. ასეთი შემთხვევა წელიწადში საშუალოდ ორჯერ ხდება.

როგორც ვნახეთ, დიდი ფარმაცევტული კომპანიები შედარებით უფრო ახერხებენ ვადაგასული პრეპარატების დროულად ჩამოწერას და მათ მოწესრიგებას, ვიდრე პატარა აფთიაქები. იქ უფრო ხდება ხშირი კონტროლი და უვარგისი პრეპარატების განადგურება წესისა და რიგის მიხედვით. მყიდველების უმრავლესობა კი ყიდვისას არ ამოწმებს პრეპარატის ვადას. მომხმარებელსათვის უმჯობესი იქნება, თუ ისინი მედიკამენტის შეძენისას მის ვარგისიანობას დააკვირდებიან და წინასწარ თავს დაიზღვევენ.

Share

კომენტარები 

+1 # ხვიჩა 2010-05-29 03:39  
მოკლედ რასაც აქ ვწერ ცოტა ხანში ყველასათვის სადაო განსჯის საგანი გახდება. რაც შეეხება შემოწმება, ყველას გვეყოლება ნათესავი მეგობარი, ან მეზობელი, კითხეთ აბა ოდესმე ეს კომპანიები ვინმეს თუ შეუმოწმებია, როგორ ადასტურებთ, რომ მათ ქსელში არ არის ვადაგასული წამლები, როცა ამით არავინ არ დაინტერესებულა. დამიჯერეთ ხალხნო არ ენდოთ მაგ კომპანიებს, მათ სამჯავროზე მალე ცვენ გამოვიყანთ, ჩვენი შვილების ესეთ დღეში ჩაგდებისთვის. საუკეთესო სურვილებით და მომსავლის იმედით, უცნობი ნაცნობი. ბოდიშს გიხდით თუ აზრი ბოლომდე ვერ გადმოვეცი ციტირება
 
0 # ხვიჩა 2010-05-29 03:38  
შესაბამისად ეგენი წარმოადგენენ საქართველოში მონოპოლისტებს, რაც არც ერთ განივითარებულ ქვეყანაში არ არსებობს. ყველა მათი გამოშვებული მედიკამენტი არის ფარსიფიცირებული და უვარგისი, როგორ შეიძლება ქარხანამ წელიწადში 400 სახეობის მედიკამენტი დატესტოს და ქსელსი გაუშვას, პლიუს ამას არც ერთი მათგანს არ აქვს საერთოშორისო ინსტიტუტების მიერ მინიჭებული ხარისხის ცერთიფიკატი, თუმცა როგორ ექნება. ეგენი ემსახურებიან ქართველი ერის გადაშენებას, უვარგისი წამლის დალევა, ხო ორჯერ უფრო აზარალებს ჩვენ მოსახლეობას. ციტირება
 
0 # ხვიჩა 2010-05-29 03:37  
რასაც თქვენ აქ წერთ ეგ ემსახურება ავერსის პსპ-ს და ჯიპისი-ს პოპულარიზაციას, რაც თქვენი ნებაა, მაგრამ მე უფლება არ მაქვს არ გითხრათ რასაც ვფიქრობ. რთული მისახვედრი არ არის კომპანიას რომელსაც ქარხანა აქვს, საბითუმო ბაზა, საცალო ქსელი, სავადმყოფოები და რაც მთავარია ყველა ექიმი მოსყიდული ყავთ, ძნელია იყო ობიექტური. ციტირება
 
0 # დათო 2010-05-29 03:24  
 

დააკომენტარეთ




         

უსაფრთხოების კოდი
განახლება

ბანერი