განახლდა:07:02:38 AM GMT

>>> საქართველო ჯანდაცვა მართვის მოწმობის ასაღებად მოქალაქეებს ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმობა შსს-შიც შეეძლებათ
ბანერი

მართვის მოწმობის ასაღებად მოქალაქეებს ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმობა შსს-შიც შეეძლებათ

ელ-ფოსტა ბეჭდვა
წაკითხულია 1030 ჯერ   
ტექსტის ზომა Larger Font Smaller Font

მართვის მოწმობის ასაღებად მოქალაქეებს ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმობა შინაგან საქმეთა სამინისტროშიც შეეძლებათ.

ამასთან დაკავშირებით ცვლილება "საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ" კანონში შედის.

კანონპროექტის თანახმად, ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მიღებისთვის სავალდებულო აღარ იქნება ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელი ცნობის წარდგენა იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში გაივლის შსს მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ ჯანმრთელობის მდგომარეობის დამდგენ ტესტირებას.

შესაბამისად, მართვის უფლების აღებით დაინტერესებულ პირებს დამატებით აღარ მოუწევთ ჯანმრთელობის ცნობის აღებისთვის დაწესებული საფასურის გადახდა, რაც კანონპროექტის ავტორების აზრით, გარკვეულწილად მათ სახსრებს დაზოგავს.

კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები დეპუტატები ლაშა თორდია და ზვიად კუკავა არიან. კანონპროექტი საპარლამენტო კომიტეტებს ჯერჯერობით არ განუხილავთ.

საინფორმაციო სააგენტო
"ინტერპრესნიუსი"
Share

დააკომენტარეთ




         

უსაფრთხოების კოდი
განახლება

ბანერი