"ინტერპრესნიუსი" ორივე უწყებას დაუკავშირდა, თუმცა სამინისტროებში საქართველოს მოქალაქის ვინაობისა და მდგომარეობის შესახებ არაფერი იციან.
საერთაშორისო სამედიცინო კორპუსის კერძო თვითმფრინავს კონგოს აღმოსავლეთ ნაწილში შეიარაღებულმა პირებმა გუშინ ცეცხლი გაუხსნეს.
საერთაშორისო სამედიცინო კორპუსის წარმომადგენელთა განცხადებით, გაერო-ს სამშვიდობოებმა ვერ შეძლეს, დახმარებოდნენ თვითმფრინავის მგზავრებს – სამ ამერიკელს, ერთ ქართველსა და ორ კონგოელს, რომლებმაც ტყეს შეაფარეს თავი.
ამასთან, "ასოშეიტედ პრესის" ინფორმაციით, დაღუპულია ერთი კონგოელი ჯარისკაცი და ორი თავდამსხმელი. შემთხვევის დეტალებს გაერო-ს სამშვიდობო მისია იძიებს.
საინფორმაციო სააგენტო"ინტერპრესნიუსი"















