ცენტრის ხელმძღვანელი ზაზა სინაურიძე აცხადებს, რომ უცხოელების მართვაში შესვლა დამატებითი ინვესტირების მიზნით გადაწყდა. მისივე თქმით, ბრიტანელების შესვლის შემდეგ საავადმყოფო არამარტო სტატუსს შეინარჩუნებს, არამედ მისი მომსახურების პროფილიც გაფართოვდება.
ინფორმაცია ღუდუშაურის ცენტრში ბრიტანელების შესვლის თაობაზე ჯერ კიდევ ერთი წლის წინ გავავრცელეთ. სინაურიძე არ უარყოფს, რომ მენეჯმენტის გადაცემის საკითხი დროში გაიწელა. თუმცა, ამის მიზეზად დოკუმენტაციის შესწავლას და შესაბამისი აუდიტის ჩატარებისთვის საჭირო დროს ასახელებს. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის 100%-იანი წილის მფლობელი სახელმწიფოა.
შეგახსენებთ: გუშინ ჟორდანიას სახელობის კლინიკის შენობა გაიყიდა, და გასაყიდად ე.წ. არამიანცის საავადმყოფო გამოვიდა.
რადიო "კომერსანტი"FM 95,5















