რუხაძის განმარტებითვე, რესპუბლიკურ საავადმყოფოში მთავრობას და ინვესტორს შორის შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებას ელოდებიან. ჯერ კიდევ მიმდინარე წლის თებერვალში ეკონომიკის სამინისტრო რესპუბლიკური საავადმყოფოს პრივატიზებას გეგმავდა და საავადმყოფოს საწყის ფასად 12 მილიონი დოლარი დასახელდა. თუმცა, რა ეტაპზე გადაწყდა პრივატიზაციაზე უარის თქმა და საავადმყოფოში მმართველი კომპანიის შეყვანა, ეკონომიკის სამინიტროში კონკრეტულ განმარტებებს ვერ იძლევიან. შეგახსენებთ: ორი დღის წინ ღუდუშაურის კლინიკის მართვაში ბრიტანული “მედი-ლინქსი” შევიდა და მასში 25 მილიონის ინვსტირებას გეგმავს.
რადიო "კომერსანტი"FM 95.5რესპუბლიკური საავადმყოფოს მართვაში კანადური კომპანია შედის
წაკითხულია 1332 ჯერ
საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს მართვაში კანადური „ინტერჰელს კანადა“ შედის. ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის მოადგილემ ირაკლი რუხაძემ განაცხადა. მისი თქმით, კანადურმა კომპანიამ კარგი პირობები წარმოადგინა, მათ შორის სერვისის და ტექნოლოგიების გაუმჯობესება, ასევე დამატებითი ინვესტიციების ჩადება.
Share
















