განახლდა:07:02:38 AM GMT

>>> საქართველო ჯანდაცვა ჯანდაცვის მინისტრი H1N1 ვირუსის გამო საზღვრების დაკეტვას და კარანტინის გამოცხადებას საჭიროდ არ მიიჩნევს
ბანერი

ჯანდაცვის მინისტრი H1N1 ვირუსის გამო საზღვრების დაკეტვას და კარანტინის გამოცხადებას საჭიროდ არ მიიჩნევს

ელ-ფოსტა ბეჭდვა
წაკითხულია 1590 ჯერ   
ტექსტის ზომა Larger Font Smaller Font

ჯანდაცვის მინისტრი H1N1 ვირუსის გამო საზღვრების დაკეტვას და კარანტინის გამოცხადებას საჭიროდ არ მიიჩნევს.

ჯანდაცვის მინისტრმა, ალექსანდრე კვიტაშვილმა კომენტარი გააკეთა პარლამენტარ ჯონდო ბაღათურიას განცხადებაზე, რომელმაც უკრაინასთან საკარანტინო რეჟიმის შემოღება მოითხოვა.

“ბაღათურია კი ექსპერტი არ არის და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ეპიდემიოლოგიის შესახებ განათლება არ აქვს",-აღნიშნა მინისტრმა. კვიტაშვილის თქმით, საზღვრების დაკეტვა და კარანტინის გამოცხადება ქვეყანაში ვირუსის გავრცელების პრობლემას ვერ მოაგვარებს, რადგან საქართველოში ოფიციალურად უკვე 65-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული და მომავალშიც მატებაა მოსალოდნელი.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქვეყანაში სამკურნალო პრეპარატების, ნიღბებისა და სხვა საჭირო საშუალებების მარაგი არსებობს. მან მოსახლეობას მოუწოდა, შეინარჩუნონ სიმშვიდე და არ აყვნენ პანიკას.

 

 

საინფორმაციო სააგენტო
"ინტერპრესნიუსი"
Share

დააკომენტარეთ




         

უსაფრთხოების კოდი
განახლება

ბანერი