23 იანვრიდან საქართველოს ტერიტორიაზე მაუწყებლობას ახალი თანამგზავრული ოპერატორი „მაგთისატი“ დაიწყებს. ის სატელეკომუნიკაციო კომპანია „მაგთიკომისა“ და SES-ის ერთობლივი მუშაობის შედეგად შეიქმნა. „მაგთისატი“ საქართველოში პირველი DTH (DIRECT-TO-HOME) ტელევიზიის პლატფორმას წარმოადგენს, რომელიც ASTRA თანამგზავრის მეშვეობით ამოქმედდება.
საქართველოში პირველი ციფრული სატელიტური ტელევიზია „მაგთისატი“ ამოქმედდება.
გაზეთები სააკაშვილს: "ნუ მოკლავთ პრესას!"
რამდენიმე მსხვილმა გაზეთმა ორშაბათს ლოზუნგის ტიპის მიმართვა გაავრცელა ქართულ და ინგლისურ ენებზე „პრეზიდენტო სააკაშვილო, ნუ მოკლავთ პრესას!“, თბილისის მერიის იმ გეგმის წინააღმდეგ, რომელიც დედაქალაქში ძველი ჯიხურების აღებას გულისხმობს.
მედიის წარმომადგენლები პრეზიდენტის რეზიდენციასთან საპროტესტო აქციას გამართავენ
საქართველოს პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციასთან პრესის გავრცელების ჯიხურების აღებას და "მაესტროსთან" დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს გააპროტესტებენ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პრესის ასოციაციის წარმომადგენელმა, გაზეთ "რეზონანსის" მთავარი რედაქტორის მოადგილემ, ელისო ჩაფიძემ განუცხადა.
"მაესტროს" ჟურნალისტები სახალხო დამცველს მათი საქმის შესწავლას სთხოვენ
ტელეკომპანია „მაესტროს“ ჟურნალისტებმა საქართველოს სახალხო დამცველს გიორგი ტუღუშს მოუწოდეს შეისწავლოს ის საქმე, რომლის დროსაც ტელეკომპანიის ირგვლივ მომხდარი დავის გამო ჟურნალისტებს მუშაობაში ხელი შეეშალათ.
"მაესტროს" მხარდასაჭერად დღეს სასტვენების აქცია გაიმართება
მედიაკლუბის ორგანიზებით, დღეს გაიმართება ტელეკომპანია "მაესტროს" მხარდამჭერი აქცია სახელწოდებით - "გამოდი". აქცია ტელეკომპანიასთან 15.00 საათზე დაიწყება.
ჯანსაღი კონკურენცია თუ თავისუფალი პრესის შეზღუდვა
სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე მოვლენები ვაშინგტონში ფართო განხილვის თემას წარმოადგენს.
საქართველოში გამომავალმა ყველაზე მსხვილი ბეჭდური მედიის წარმომადგენლებმა, 24-მა გაზეთმა და 10 ჟურნალმა, რომელთა გავრცელების ძირითადი არეალი თბილისია, დღეს ღია მიმართვა გაუგზავნა დიპლომატიურ კორპუსს და საერთაშორისო მედია ორგანიზაციებს. მიმართვაში კერძოდ ნათქვამია, რომ „თბილისის მერიის პროექტს, „მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა“ სინამდვილეში არაფერი არ აქვს საერთო მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებასა და სამუშაო ადგილების შექმნასთან. ის მიმართულია ბეჭდური მედიის გავრცელების არსებული სისტემის ნგრევისკენ და რეალურ საფრთხეს უქმნის თავისუფალ სიტყვას“.
ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნო "საზოგადოებრივი მაუწყებლის" მიმართ კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნო "საზოგადოებრივი მაუწყებლის" მიმართ კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს, რომელიც 1 ნოემბერს დაგეგმილ ბიზნესმენის პრესკონფერენციაზე შეთანხმებას შეეხება. განცხადების ტექსტს "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ: "24 ოქტომბერს, ბიძინა ივანიშვილის პრესმდივან ირაკლი ტრიპოლსკისა და "საზოგადოებრივი მაუწყებლი" ხელმძღვანელობას შორის შედგა შეთანხმება იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილის პირველი სატელევიზიო ეთერი "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირდაპირ ეთერში 2011 წლის 1-ელ ნოემბერს, 16:00 საათზე გაიმართება. შეთანხმდა, რომ ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენცია პირდაპირ ეთერში ტრანსლირებას საზოგადოებრივი მაუწყებელი 30-40 წუთის განმავლობაში განახორციელებდა. დღეს მედიაში ვრცელდება საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ხათუნა ბერძენიშვილის განცხადება. ბერძენიშვილი ამბობს, რომ პირდაპირ ეთერში ტრანსლირება შეწყდება მაშინ, როცა ის საინტერესო აღარ იქნება.
საზოგადოებრივი მაუწყებელი მზად არის ივანიშვილის პრესკონფერეცია პირდაპირი ეთერში გადასცეს
19 ოქტომბერს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა განაცხადა, რომ ის მზად არის პირდაპირ ეთერში გადასცეს ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენცია.
აქცია - "სოლიდარობა მედიაპალიტრას!"
კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" ინიციატივით დღეს გაიმართა აქცია სახელწოდებით - "სოლიდარობა "მედიაპალიტრას"! დღეს პირველ გვერდზე ასეთი წარწერით გამოვიდა თითქმის ყველა გაზეთი და ჟურნალი საქართველოს მასშტაბით.
მეტი სტატიები...
გვერდი 1 დან 4


მედია











