“შემცირდეს ინტერნეტის ფასები, და გაიზარდოს სიჩქარე,”-ამ სახელწოდებით „ფეისბუქში“ მომხმარებლებმა სპეციალური გვერდი ოქტომბერში შექმნეს. მაშინ ითქვა, რომ სარჩელის შესატანად 10 ათასი მხარდამჭერია საჭირო, თუმცა, სპეციალურ გვერდზე უკვე 15 ათასამდე ადამიანია გაერთიანებული.
საქართველოში ინტერნეტის ფასი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი, ხოლო სიჩქარე ყველაზე დაბალია. ჩვენთან ინტერნეტ–პაკეტების ფასი საშუალოდ 20 ლარიდან იწყება, ხოლო ინტერნეტის სიჩქარის მაქსიმუმი წამში 10 მეგაბიტია. შედარებისთვის: იაპონიაში, 1 მეგაბიტი ინტერნეტი 27 ცენტი ღირს და იქ მომხმარებელს 61 მეგაბიტამდე სიჩქარის ინტერნეტის მიღებაც შეუძლია.
რადიო "კომერსანტი" FM 95.5















