მივმართავთ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ხელმძღვანელობას, არ დაარღვიოს შეთანხმება და მოახდინოს პრესკონფერენციის ტრანსლირება შეთანხმების შესაბამისად. დაე, საზოგადოებამ თავად გადაწყვიტოს, რა არის მათთვის საინტერესო და რა უინტერესო. მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს მოწმობს ისიც, რომ პრესკონფერენციაზე დასასწრებად აკრედიტაცია 200-მდე ჟურნალისტმა გაიარა", - ნათქვამია განცხადებაში.
"ინტერპრესნიუსი" "საზოგადოებრივი მაუწყებლის" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელს დაუკავშირდა. ხათუნა ბერძენიშვილმა აღნიშნა, რომ პრესკონფერენცია პირდაპირ ეთერში გადაიცემა იმდენი ხნის განმავლობაში, რამდენი ხანიც საინტერესო იქნება.
"ეს შესაძლოა, უფრო მეტი იყო, ვიდრე 30-40 წუთია, შესაძლოა, იყოს უფრო ნაკლებიც, ამას პრესკონფერენცია გვაჩვენებს", - განაცხადა ბერძენიშვილმა და სამწუხარო უწოდა იმ ფაქტს, რომ ივანიშვილის პრესსამდივნოს განცხადების შინაარსს მუდმივად სააგენტოების მეშვეობით იგებენ, როცა ბიზნესმენის წარმომადგენლებს შეუძლიათ პირდაპირ კონტაქტზე იყვნენ "საზოგადოებრივ მაუწყებელთან".
















