განახლდა:07:02:38 AM GMT

>>> საქართველო მედია მედიის წარმომადგენლები პრეზიდენტის რეზიდენციასთან საპროტესტო აქციას გამართავენ
ბანერი

მედიის წარმომადგენლები პრეზიდენტის რეზიდენციასთან საპროტესტო აქციას გამართავენ

ელ-ფოსტა ბეჭდვა
წაკითხულია 399 ჯერ   
ტექსტის ზომა Larger Font Smaller Font

საქართველოს პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციასთან პრესის გავრცელების ჯიხურების აღებას და "მაესტროსთან" დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს გააპროტესტებენ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პრესის ასოციაციის წარმომადგენელმა, გაზეთ "რეზონანსის" მთავარი რედაქტორის მოადგილემ, ელისო ჩაფიძემ განუცხადა.

მისი თქმით, დღევანდელი აქციის მთავარი მოთხოვნები იქნება - შეწყდეს პრესის ჯიხურების წინააღმდეგ გამალებული ბრძოლა და "მაესტროს" შენობის "ოკუპაცია".

"აქციაზე მოვითხოვთ, რომ შეწყდეს პრესის ჯიხურების წინააღმდეგ გამალებული ბრძოლა, ხელისუფლებამ თავისუფალ მედიას არსებობის და საქმიანობის გაგრძელების საშუალება მისცეს. ასევე ჩვენი მოთხოვნაა, სახელმწიფო ჩაერიოს ნუცუბიძის #93-ში მდებარე "მაესტროს" შენობის ოკუპაციისგან გათავისუფლებაში", - განაცხადა ელისო ჩაფიძემ.

აქცია საქართველოს პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციასთან 15:00 საათზე დაიწყება.

საინფორმაციო სააგენტო
"ინტერპრესნიუსი"
Share

დააკომენტარეთ




         

უსაფრთხოების კოდი
განახლება

ბანერი