საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატები მუშაობენ, რათა ვაჭრობის სფეროში შემდგომი თანამშრომლობის გზები განსაზღვრონ, განაცხადა აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა 1 თებერვალს ვაშინგტონში პრეზიდენტ სააკაშვილთან ორმხრივ შეხვედრამდე.
![]()
კლინტონი სააკაშვილს შეხვდა
ობამა-სააკაშვილის შეხვედრა თეთრ სახლში
აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ უთხრა თავის ქართველ კოლეგას 30 იანვარს თეთრ სახლში გამართული შეხვედრის შემდეგ, რომ საქართველო თავის რეგიონში დემოკრატიის მოდელია და რომ ის ახლა ელის საქართველოში „სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების“ ჩატარებას,
მმართველი პარტიის დაკვეთით განხორციელებული კვლევის შედეგები
მმართველი პარტიის დაკვეთით იანვრის შუა რიცხვებში განხორციელებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, სავარაუდოდ, პარლამენტი ორპარტიული იქნება იმ შემთხვევაში არჩევნები რომ დღეს ჩატარდებოდეს, სადაც ნაციონალურ მოძრაობას დიდი უპირატესობა ექნება ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბიძინა ივანიშვილის ჯერ კიდევ შესაქმნელ პარტიასთან „ქართული ოცნებასთან“ შედარებით.
ახალი შეთანხმება საარჩევნო სისტემაზე
- პარლამენტის წევრთა რაოდენობა აღარ გაიზრდება;
- 150–წევრიან პარლამენტში 73 მაჟორიტარი და 77 პარტიული სიით არჩეული დეპუტატი იქნება;
- საკონსტიტუციო უმრავლესობა 3/4–ით განისაზღვრება;
- 5%–იან ბარიერგადალახული პარტია ფრაქციის შესაქმნელად საჭირო 6 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი.
მომავალ პარლამენტში დეპუტატების საერთო რაოდენობის გაზრდის გეგმაზე უარის თქმის შემდეგ, მმართველი პარტია და ზოგიერთი ოპოზიციური პარტია შეთანხმდნენ 19 დეკემბერს, რომ მაჟორიტარ დეპუტატებს და პარტიული სიით არჩეულ დეპუტატებს შორის მანდატების გადანაწილება უმნიშვნელოდ შეცვალონ.
ვენეციის კომისიის საარჩევნო რეკომენდაციები
ვენეციის კომისიამ 1 დეკემბერს საქართველოს ახალი საარჩევნო კოდექსის პროექტთან დაკავშირებით საკუთარი რეკომენდაციები გამოაქვეყნა. პროექტი მმართველმა პარტიამ სექტემბერში გამოაქვეყნა.
სააკაშვილი შავი ზღვის სანაპიროზე „ახალი დიდი ქალაქის“ აშენებას გეგმავს
პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა 4 დეკემბერს, რომ შავი ზღვის სანაპიროზე, სეპარატისტულ აფხაზეთთან ახლოს, თბილისის შემდეგ „მეორე დიდი ქალაქი“ აშენდება, რომელიც დაკარგული ტერიტორიების დაბრუბნების „მყარი საფუძველი“ გახდება.
საქართველოს მეამბოხე რეგიონებში თურქეთის დახმარების იმედი აქვს
ოფიციალური პირების განცხადების თანახმად, საქართველო ცდილობს ითანამშრომლოს თურქეთთან იმ სამოქმედო გეგმის განხორციელებაში, რომლის მიზანი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობასთან სოციალური კონტაქტების დამყარებაა.
კანონმდებლები ცდილობენ განსაზღვრონ ის, თუ სად მთავრდება პოლიტიკა და იწყება ბიზნესი
მმართველობის რესპუბლიკური ფორმის გაჩენის დღიდან, ხალხის რჩეულებს ისეთ ცდუნებასთან უწევთ ბრძოლა, როგორიცაა, მისცენ თუ არა კერძო ფინანსურ ინტერესებს მათ გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენის საშუალება. ამას ვერც საქართველომ აარიდა თავი.
საქართველომ და რუსეთმა ხელი მოაწერეს სავაჭრო შეთანხმებას
მოსკოვი – საქართველომ და რუსეთმა ოთხშაბათს ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც საბოლოოდ უხსნის გზას რუსეთის გაწევრიანებას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში. ამ ხელმოწერით დასრულდა ორ ქვეყანას შორის ცხრა თვიანი, ხშირად ხისტი მოლაპარაკებები რუსეთ-საქართველოს საზღვრებზე სავაჭრო ნაკადის მონიტორინგის ირგვლივ.
მეტი სტატიები...
გვერდი 1 დან 24


პოლიტიკა















