განახლდა:02:24:27 PM GMT

>>> საქართველო პოლიტიკა წაღვერში საერთაშორისო ახალგაზრდული ბანაკი მოეწყობა
ბანერი

წაღვერში საერთაშორისო ახალგაზრდული ბანაკი მოეწყობა

ელ-ფოსტა ბეჭდვა
წაკითხულია 350 ჯერ   
ტექსტის ზომა Larger Font Smaller Font

"საქართველოს ახალგაზრდა სოციალისტების" ორგანიზებით, 7-12 სექტემბერს, წაღვერში, დასასვენებელ კომპლექს "კეჩხობში" მოეწყობა საერთაშორისო ახალგაზრდული ბანაკი - "იფიქრე ახლებურად – იყავი სოციალისტი".

პროექტი ფრიდრიხ ებერტის ფონდის, გაერთიანებული სამეფოს ვესტმინსტერის ფონდის (Westminster Foundation for Democracy) და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით ტარდება. ერთი კვირის განმავლობაში ბანაკის ფარგლებში ჩატარდება სემინარები, დისკუსიები, შედგება სამუშაო შეხვედრები, ასევე დრო გართობასა და დასვენებას დაეთმება.

ბანაკში 200-მდე ახალგაზრდა სოციალისტი მონაწილეობს, მათ შორის როგორც ორგანიზაციის ქართველი წევრები, ასევე მისი პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ნორგვეგიიდან, გერმანიიდან, ავსტრიიდან, ჩრდილოეთ ირლანდიიდან, ლატვიიდან, მოწვეული ექსპერტები.

ბანაკის პოლიტიკური პროგრამის ჩამოყალიბება იმ მნიშვნელოვანი პრობლემების შესაბამისად განხორციელდა, რომელიც დღევანდელ საქართველოშია აქტუალური. პროგრამა ისეთ საკითხებს მოიცავს, როგორებიცაა კონფლიქტების მოგვარება, გენდერული თანასწორობა, სოციალური პრობლემატიკა, ახალგაზრდების ჩართულობა და მონაწილეობა, განათლება, გარემოს დაცვა, საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოება. ასევე გაიმართება იდეოლოგიური და პოლიტიკური დისკუსიები, რომლის შედეგადაც ჩამოყალიბდება ბანაკის პოლიტიკური დეკლარაცია.

ბანაკის ფარგლებში დებატებიც გაიმართება.

Share

დააკომენტარეთ




         

უსაფრთხოების კოდი
განახლება

ბანერი