განახლდა:07:02:38 AM GMT

>>> საქართველო პოლიტიკა დაფუძნდა "საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი"
ბანერი

დაფუძნდა "საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი"

ელ-ფოსტა ბეჭდვა
წაკითხულია 763 ჯერ   
ტექსტის ზომა Larger Font Smaller Font

ექსპერტმა გია ხუხაშვილმა, ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა, კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ხმალაძემ და სოციოლოგმა იაგო კაჭკაჭიშვილმა "საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი" დააფუძნეს.

ინსტიტუტის მიზნებზე დამფუძნებლებმა განცხადება გაავრცელს, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ.

"დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე, ყველა ხელისუფლებამ სცადა, გაეტარებინა რეფორმები თანამედროვე ფასეულობათა ცივილიზებული სისტემის დამკვიდრების მიზნით. სამწუხაროდ, ეს მცდელობები უშედეგო აღმოჩნდა და მაქსიმუმი, რასაც ქვეყანამ დღეის მდგომარეობით მიაღწია, არის ფასადური დემოკრატია და ნომენკლატურული კაპიტალიზმი. ორ ათეულ წელზე მეტია, ქვეყანა ერთსა და იმავე მანკიერ წრეზე ტრიალებს და თანამედროვე საზოგადოების ისეთი მარტივი ტესტიც კი ვერ ჩააბარა, რასაც არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილება ჰქვია. დროა, ვისწავლოთ, თუნდაც საკუთარ შეცდომებზე. ყურადღებით გავაანალიზოთ გატარებული და მიმდინარე რეფორმები. ვიპოვოთ ის შეცდომები, რომელთა გამოც ლამის მუდმივად ვმარცხდებით საბჭოურ სისტემასთან ბრძოლაში და მათი გათვალისწინებით დავგეგმოთ მომავალი.

ჩვენი მიზანი არ არის კიდევ ერთი ახალი სტრატეგიული განვითარების გეგმისა თუ დოკუმენტის დაწერა _ უკვე უამრავი მსგავსი ტექსტია შექმნილი და დავიწყებული. ჩვენ არ გვსურს, კიდევ ერთი ამგვარი უსარგებლო ნაშრომის შეთხზვა. ჩვენი მიზანია, გამოვიკვლიოთ თანამედროვე ქართული საზოგადოების მისწრაფებები და წარმოდგენები, წუხილი და მოლოდინი. ჩვენ გვსურს, გამოვიკვლიოთ და შევისწავლოთ ჩვენი საზოგადოების მენტალობის ტიპი და ღირებულებათა (ფასეულობათა) სისტემა. განსაკუთრებული ყურადღება გვსურს მივაქციოთ ისეთ ღირებულებებსა თუ კატეგორიებს, როგორიცაა შრომა და შრომისადმი დამოკიდებულება, სიმდიდრე და სიღარიბე, დამოკიდებულება სიმდიდრისადმი და მდიდარი ადამიანისადმი (და – პირიქით); დამოკიდებულება სამართლისა და სამართლიანობისადმი, როგორ გვესმის სამართალი და ა.შ. ჩვენი აზრით, ასეთი სახის კვლევა ხელს შეგვიწყობს, დავინახოთ, განვითარების რა ეტაპზე იმყოფება თანამედროვე ქართული საზოგადოება, როგორი სახის რეფორმები სჭირდება მას და, რაც მთავარია, როგორი უნდა იყოს ამ რეფორმათა განხორციელების ტემპი, ვინაიდან რეფორმისადმი საზოგადოების მზაობა (ან – მოუმზადებლობა), როგორც წესი, მნიშვნელოვნად განაპირობებს მის წარმატებასა თუ წარუმატებლობას. ასეთი კვლევა შესაძლებლობას მოგვცემს, განისაზღვროს რეფორმების პრიორიტეტული მიმართულებები, მომზადდეს მეცნიერულად დასაბუთებული სათანადო პროგრამები და განისაზღვროს მათი განხორციელების გზები და ეტაპები. ამ მიზნით დავაფუძნეთ ეს ინსტიტუტი. ჩვენ მივმართეთ პოტენციურ დონორებს ამ, ჩვენი აზრით, მეტად საშური საქმის ხელშეწყობის თხოვნით. პირველი, ვინც ამ ინიციატივას გამოეხმაურა, გახლავთ ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც ინსტიტუტის ფინანსური მხარდაჭერის სურვილი გამოთქვა. იგი სრულად აცნობიერებს, რომ ინსტიტუტი არ უნდა განიცდიდეს რომელიმე პოლიტიკური პარტიის თუ ინტერესთა ჯგუფის ზეგავლენას, მისი შრომის შედეგი უნდა ეკუთვნოდეს მთელ ჩვენს საზოგადოებას და ის თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა იყოს საქართველოში მოქმედი ყველა პოლიტიკური ძალის, საზოგადოებრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციისთვის, საქართველოს ყველა დაინტერესებული მოქალაქისთვის. ამასთანავე, მან გამოთქვა ინსტიტუტთან აქტიური თანამშრომლობისა და დისკუსიებში მონაწილეობის სურვილი.

ინსტიტუტის საქმიანობა იქნება ღია, რაც მიიღწევა თემატური კონფერენციებისა და მრგვალი მაგიდების, საჯარო დისკუსიებისა და ინსტიტუტში შექმნილი ნაშრომების გამოქვეყნების მეშვეობით. სათანამშრომლოდ ვიწვევთ მეცნიერებს, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ლიდერებს, აგრეთვე პოტენციურ დონორებს. ვიმედოვნებთ, რომ ასეთი თანამშრომლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს დასახული მიზნის მიღწევას", - ნათქვამია ინსტიტუტის დამფუძნებლების განცხადებაში.

საინფორმაციო სააგენტო
"ინტერპრესსნიუსი"
Share

კომენტარები 

0 # Giorgi Beruchashvili 2011-11-01 16:29  
დასასრული:
აი, რატომ (ერთ-ერთი ბოლო, - გამოუქვეყნებელი პუბლიცისტური წერილის ლოგო) : "საზოგადო საქმე, საზოგადო მიზანი, სარგებლობა? ვინ არ ხარხარებს ჩვენში, როცა ამ სიტყვებს ყურს მოჰკრავს. ვის არ მიაჩნია ისინი ბავშვურ ოცნებად, სიტუტუცედ" - ნიკო ნიკოლაძე. დამფუძნებლებს: უფრო სხარტი აზროვნებაა საჭირო ბატონებო! ქართული ჰუმანიტარული აზროვნების სიღრმეებიდან არანაკლებია ამოსაწევი (ვინ არის ამით სერიოზულად დაკავებული?!), ვიდრე თავიდან შესაქმნელი!!! ინჟინერი ბერუჩაშვილი.
ციტირება
 
0 # Giorgi Beruchashvili 2011-11-01 16:26  
P.s. "ჩვენ გვსურს, გამოვიკვლიოთ და შევისწავლოთ ჩვენი საზოგადოების მენტალობის ტიპი და ღირებულებათა (ფასეულობათა) სისტემა" - ამ კონტექსტში, ვფიქრობ მრავლისმეტყველი ა ფაქტი, რომ საკუთარი პიროვნული ინიციატივით გაერთიანებულ დამფუძნებელთა ამ საზოგადოებრივად უაღრესად სასარგრბლო ინიციატივას, რომლის ანალოგი წარმოდგებილი გვაქვს Facebook- ში (Giorgi Beru), მხოლოდ ერთი მათგანი და სხვა აქამდე არავინ, ვეხმაურები. მთელი საქართველო რომ ბ-ნ ბ. ივანიშვილის პირდაპირ ეთერში ჩართვას რომ ელოდება, მისი განათლებული ნაწილი ამ ინიციატივის უაღრეს სარგებლიანობას რატომ ვერ ხედავს?! ციტირება
 
0 # Giorgi Beruchashvili 2011-11-01 15:54  
ამ, მეტად აქტუალურ და ქვეყნისათვის მეტად სასარგებლო ინიციატივის შესახებ, პირველად Facebook -დან შევიტყვეთ, სადაც დამფუძნებლებზე და ინსტიტუტის შექმნის მიზნებზე, ინფორმაცია გამოტანილი არ იყო. მივესალმებით დამფუძნებლებს, მათ მიერ დეკლარირებულ მიზნებს და სათანომშრომლოდ მოწვევის პასუხად ვთხოვთ თვალი გადაავლონ, აქვე - www.polity.ge - ზე არსებულ ბლოგზე განთავსებულ ჩვენს წერილებსა და სტატიებს, რომლებშიაც ასახულია და დაგეგმილი გვაქვს მომავალშიაც ავსახოთ - "საზოგადოების მენტალობის ტიპი და ღირებულებათა (ფასეულობათა) სისტემა. განსაკუთრებული ყურადღება გვსურს მივაქციოთ ისეთ ღირებულებებსა თუ კატეგორიებს, როგორიცაა შრომა და შრომისადმი დამოკიდებულება". უფრო მეტად კონკრეტულად: დამოუკიდებლობის ოცწლიან პერიოდში უკვე ყოველგვარ ზღვარსგადასული მომხმარებლური ფსიქოლოგიის დამკვიდრების ტენდენციები, მოსახლეობის მწარმოებლური ფსიქიკის დარჩენილ "კუნძულებსაც" წალეკვით რომ ემუქრებიან! ციტირება
 

დააკომენტარეთ




         

უსაფრთხოების კოდი
განახლება

ბანერი