განახლდა:07:02:38 AM GMT

>>> საქართველო პოლიტიკა საქართველოს მეამბოხე რეგიონებში თურქეთის დახმარების იმედი აქვს
ბანერი

საქართველოს მეამბოხე რეგიონებში თურქეთის დახმარების იმედი აქვს

ელ-ფოსტა ბეჭდვა
წაკითხულია 633 ჯერ   
ტექსტის ზომა Larger Font Smaller Font

ოფიციალური პირების განცხადების თანახმად, საქართველო ცდილობს ითანამშრომლოს თურქეთთან იმ სამოქმედო გეგმის განხორციელებაში, რომლის მიზანი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობასთან სოციალური კონტაქტების დამყარებაა.

გეგმის ფარგლებში თბილისმა ანკარას მიმართა იმ სამგზავრო დოკუმენტების გამო, რომელიც რეგიონების მოსახლეობას თურქეთში მოგზაურობას შეაძლებინებს.

ორმა ქვეყანამ იმსჯელა საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს არსებულ რეგიონებს შორის, ”ნდობისა და შეთანხმების” შესაძლებლობათა განვითარებაზე, უთხრა Hürriyet Daily News-ს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოადგილე ეკა ტყეშელაშვილმა 23 ნოემბერს. მას მხედველობაში ჰყავდა სეპარატისტული რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა.

საქართველოს ოფიციალური პირები ამბობენ, რომ თურქეთი ამ გეგმის შემუშავებაში იმთავითვე იყო ჩართული და შეასრულებს საკვანძო როლს მისი რეალიზაციისას. ”ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს თურქეთის მთავრობასთანაც. თურქეთი ძალიან გვეხმარებოდა. ახლა ჩვენ მხოლოდ რამდენიმე ტექნიკური პროცედურის შესრულება დაგვრჩა,” – განაცხადა მან.

საქართველო ამჟამად ამზადებს ნეიტრალური სტატუსის დოკუმენტებს, რომლებიც „ოკუპირებულ ტერიტორიებზე” მცხოვრებ ადამიანებს მესამე ქვეყნებში გამგზავრების საშუალებას მისცემს, თუ მათი მოქალაქეობა ჯერ დადგენილი არ იქნება. ”ამ საიდენტიფიკაციო დოკუმენტებს მიიღებენ მთელ მსოფლიოში და მათ მიეცემათ საქართველოს საზღვრებს გარეთ გასვლის შესაძლებლობა“, – განაცხადა ტყეშელაშვილმა.

დოკუმენტების დიდი ნაწილი უკვე მზადაა, განაცხადა მან.

ეს ნაბიჯები ნაწილია საქართველოს სტრატეგიისა, რომელიც გულისხმობს სოციალური კონტაქტების მოწესრიგებას სეპარატისტული რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს შორის. ორივე სეპარატისტულ რეგიონში, 2008 წლის რუსულ-ქართული ომის შემდეგ, დიდი რაოდენობით დასახლდნენ რუსები.

სტრატეგია მცდელობაა იმისა, რომ აღადგინოს ახლო ურთიერთობანი ამ „ძალიან მულტიეთნიკურ, ცოცხალ საზოგადოებებს” შორის. აქ ურთიერთობათა ჩამოყალიბებაზე კი არაა ლაპარაკი, არამედ მათ განმტკიცებაზე, განაცხადა ტყეშელაშვილმა.

ამ სივრცეებში ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, სამოქმედო გეგმის ნაწილია, მაგრამ ქართველებს განზრახული აქვთ ინვესტიციების გაღება ახალგაზრდა თაობის მომავლისთვისაც შემდეგი ნაბიჯების მეშვეობით: „ქართულ უნივერსიტეტებში განათლების და ტრეინინგების პირობების შექმნა, ჩატარება ერთობლივი ღონისძიებებისა, სადაც (ახალგაზრდა ადამიანები) გაატარებენ დროს ბავშვებთან, რომლებიც საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს ცხოვრობენ,” – განაცხადა მან.

გარდა ამისა, ჩატარდება სამუშაოები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად.

აფხაზი და ოსი ხალხები კარგავენ თავის კულტურულ იდენტობას რუსული ენის, რუსულენოვანი საგანმანათლებლო დაწესებულებების გაბატონებული მდგომარეობისა და დემოგრაფიული ცვლილებების გამო, განაცხადა ტყეშელაშვილმა.

Hurriyet Daily News
foreignpress.ge
Share

დააკომენტარეთ




         

უსაფრთხოების კოდი
განახლება

ბანერი