- ამის შესახებ “ალიანსი საქართველოსთვის” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ სტრატეგიის და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში ექპერტებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
“შეხვედრა იყო საინტერესო, რადგან ჩვენ ვისაუბრეთ არა მხოლოდ შიდა პილიტიკურ საკითხებზე, არამედ გარე საფრთხეებზეც. ექსპერტებმა აღნიშნეს, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას სტაბილურობის შენარჩუნებისთვის”, - განაცხადა ალასანიამ. მისივე თქმით, პოლიტიკური დაპირისპირების აღკვეთა ქვეყანაში მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი.
“გუშინდელი შეხვედრების მსგავსად დღესაც აღინიშნა, რომ ბრძოლა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს და ყველა ძალა, რომელიც აპირებს საარჩევნო პროცესში მონაწილეობას, ერთად უნდა დადგეს, არჩევნების გზით ეცადოს ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლას”- განაცხადა ალასანიამ.
მისივე თქმით, ფონდის ექსპერტებს გააცნო “ალიანსის” მიერ მომზადებული საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი, რომელიც ექსპერტებმა, ძირითადად, გაიზიარეს.
საინფორმაციო სააგენტო"ინტერპრესნიუსი"




















