განახლდა:07:02:38 AM GMT

>>> საქართველო პოლიტიკა ალიანსები „ალიანსი საქართველოსთვის“ „ექსპერტთა კლუბის“ ინიციატივას მიესალმება
ბანერი

„ალიანსი საქართველოსთვის“ „ექსპერტთა კლუბის“ ინიციატივას მიესალმება

ელ-ფოსტა ბეჭდვა
წაკითხულია 583 ჯერ   
ტექსტის ზომა Larger Font Smaller Font

„ალიანსი საქართველოსთვის“ მერის არჩევნებთან დაკავშირებით, „ექსპერტთა კლუბის“ ინიციატივას მიესალმება

და ხელს მოაწერს დეკლარაციას, რომლის მიხედვით, მერის არჩევნებში 30-პროცენტიანი ხმებით სახელისუფლებო კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში, ყველა ოპოზიციონერი მერობის კანდიდატი თავის ხმებს მეორე ადგილზე გასულ ოპოზიციონერ კანდიდატს გადაულოცავს და სახელისუფლებო კანდიდატს არალეგიტიმურ მერად გამოაცხადებენ.

როგორც „მედიანიუსთან“ საუბრისას „ალიანსი საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ აღნიშნა, ამ ინიციტივის განხორციელების შემთხვევაში, ხმების უმრავლესობის დაგროვების შემთხვევაშიც კი, ოპოზიციონერი კანდიდატი იურიდიულად მერი ვერ გახდება, მაგრამ სახელისუფლებო კანდიდატის არალეგიტიმურობას გაუსვამს ხაზს, რადგან ქალაქის მერი არ აირჩა მოსახლეობის უმრავლესობის მიერ, ანუ 50+1 ერთი ხმით.

„რა თქმა უნდა, არჩევნებამდე ბრძოლას გავაგრძელებთ, რომ 50 პროცენტიანი ბარიერის დაწესებას მანამდე მივაღწიოთ და ქალაქს ჰყავდეს მოსახლეობის უმრავლესობის მიერ არჩეული მერი.

რაც შეეხება ექსპერტთა კლუბის ინიციატივას, საკმაოდ საინტერესო წინადადებაა. ამაზე ფიქრი და მუშაობა შეიძლება. რეალობაში რამდენად განხორციელდება, ამას ნამდვილად ვერ გეტყვით, მაგრამ ეს იდეა ხელს შეუწყობს ჩამოყალიბდეს ოპოზიციური ერთიანობა, რომ ოპოზიციონერმა კანდიდატებმა ამბიციები გადადონ გვერდით და ერთიანი კანდიდატი წარადგინონ, საერთო საქმისთვის ერთ ფრონტზე იბრძოლონ”, - განაცხადა „მედიანიუსთან“ საუბრისას ზურაბ აბაშიძემ და დასძინა, რომ აღნიშნული იდეის ავტორების ჩანაფიქრიც, სწორედ ოპოზიციური ერთიანობის მიღწევა იყო.

 

საინფორმასიო სააგენტო
"მედიანიუსი"

 

 

Share

დააკომენტარეთ




         

უსაფრთხოების კოდი
განახლება

ბანერი