განახლდა:07:02:38 AM GMT

>>> საქართველო პოლიტიკა ალიანსები გაყალბების მიუხედავად „ალიანსი საქართველოსთვის თბილისში მაინც გაიმარჯვებს
ბანერი

გაყალბების მიუხედავად „ალიანსი საქართველოსთვის თბილისში მაინც გაიმარჯვებს

ელ-ფოსტა ბეჭდვა
წაკითხულია 772 ჯერ   
ტექსტის ზომა Larger Font Smaller Font

„ალიანსი საქართველოსთვის“ თანათავმჯდომარის სოზარ სუბარის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ცესკოს ახალი თავმჯდომარის დახმარებით, ხელისუფლება არჩევნებს ისევ გააყალბებს, „ალიანსს“ არჩევნებში მონაწილეობის მიღება მაინც უღირს.

ამის მიზეზად სუბარი თბილისში ოპოზიციისადმი დიდ მხარდაჭერას ასახელებს. მისივე თქმით, ხელისუფლებამ 2008 წლის ორივე არჩევნები გააყალბა, მაგრამ თბილისი, მაინც ოპოზიციამ მოიგო.

„გაყალბების მიუხედავად საპრეზიდენტო არჩევნებზე თბილისი დიდი უპირატესობით ლევან გაჩეჩილაძემ მოიგო. საპარლამენტო არჩევნებზე კი, დედაქალაქში ოპოზიციამ ხმების 60 პროცენტი აიღო, ხოლო ხელისუფლებამ - 40. უბრალოდ, სხვა რეგიონებში მასობრივად გაყალბებული ხმებით ოპოზიციის გამარჯვება გააბათილეს. ადგილობრივ არჩევნებს ეს უპირატესობა აქვს, რომ ხმები ცალკეული ოლქების მიხედვით ითვლება. ამიტომ ვფიქრობ, რომ თბილისში „ალიანსი საქართველოსთვის“ აუცილებლად გაიმარჯვებს მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები გაყალბდება“, - განაცხადა სოზარ სუბარმა და დასძინა, რომ ხელისუფლების მთავარი იარაღი სწორედ გულგატეხილობაა, რომელსაც ხალხში ფარულად ნერგავს, თითქოს არჩევნებზე მისვლას აზრი არ აქვს, რადგან მათი ხმები მაინც გაყალბდება. „მთავარია ხალხს გულგატეხილობის განცდა არ გაუჩნდეს. თუ ყველა მოვა არჩევნებზე, შედეგიც იქნება”, - აღნიშნავს სუბარი.

 

საინფორმაციო სააგენტო
"ინტერპრესნიუსი"
Share

დააკომენტარეთ




         

უსაფრთხოების კოდი
განახლება

ბანერი