განახლდა:07:02:38 AM GMT

>>> საქართველო პოლიტიკა ალიანსები არასამთავრობო ორგანიზაციები საზოგადოებას საკონსტიტუციო ცვლილებების გაპროტესტებისკენ მოუწოდებენ
ბანერი

არასამთავრობო ორგანიზაციები საზოგადოებას საკონსტიტუციო ცვლილებების გაპროტესტებისკენ მოუწოდებენ

ელ-ფოსტა ბეჭდვა
წაკითხულია 565 ჯერ   
ტექსტის ზომა Larger Font Smaller Font

არასამთავრობო ორგანიზაციები საზოგადოებას მოუწოდებენ, ხვალ, 12:00 საათზე პარლამენტთან მდუმარე აქციით საკონსტიტუციო ცვლილებები გააპროტესტონ.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის" თავმჯდომარემ, ლია მუხაშავრიამ განაცხადა, პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით ნაჩქარევად მიიღო და საზოგადოებაში ამ საკითხზე ღია მსჯელობა არ ყოფილა.

მუხაშავრიას თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციებმა არაერთხელ მიმართეს პარლამენტს, საზოგადოებისთვის საჯარო გამხდარიყო კონსტიტუციის პროექტზე მუშაობა, თუმცა მოთხოვნას რეაგირება არ მოჰყოლია.

ხვალისთვის დაგეგმილ საპროტესტო აქციაში მონაწილეობას მიიღებენ "ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი", "გადაარჩინე სიცოცხლე", "კოალიცია სამოქალაქო განვითარებისთვის", "თავისუფალი აზრის სახლი", "კავკასიის ქალთა ქსელი" და ადვოკატთა პროფკავშირი.

საინფორმაციო სააგენტო
"ინტერპრესნიუსი"
Share

დააკომენტარეთ




         

უსაფრთხოების კოდი
განახლება

ბანერი