ინიციატივა, რომლის არგუმენტადაც თორთლაძე ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევების და საფრთხეების გაზრდას ასახელებს, "ანტიტერორისტული ღონისძიებების, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების უზრუნველყოფის შესახებ" კანონპროექტი იქნება.
თორთლაძე ინიციატივის პირველად გაჟღერებისთანავე ამბობდა, რომ ის არ გაითვალისწინებს ე.წ. მოსმენების გამარტივებას, როგორც ეს ამერიკულ "პატრიოტთა აქტშია". გია თორთლაძის ინიციატივას პარლამენტში მხარს არ უჭერენ მისი კოლეგა ოპოზიციონერი დეპუტატები.
ასევე, სკეპტიკური დამოკიდებულება იყო საპარლამენტო უმრავლესობაშიც. თუმცა, გია თორთლაძე იმედოვნებდა, რომ ინიციატივის გაცნობის შემდეგ დეპუტატები პოზიციებს შეიცვლიდნენ. გია თორთლაძის პრესკონფერენცია დღეს, პარლამენტის ბრიფინგების ოთახში 14:00 საათზე გაიმართება.
საინფორმაციო სააგენტო"ინტერპრესნიუსი"




















