განახლდა:02:24:27 PM GMT

>>> საქართველო პოლიტიკა პოლიტიკოსები მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციის ნაწილს "თვითგამოცხადებული ეროვნული სინდისები" უწოდა
ბანერი

მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციის ნაწილს "თვითგამოცხადებული ეროვნული სინდისები" უწოდა

ელ-ფოსტა ბეჭდვა
წაკითხულია 355 ჯერ   
ტექსტის ზომა Larger Font Smaller Font

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქართული ოპოზიციის ნაწილს "თვითგამოცხადებულ ეროვნულ სინდისებს" უწოდებს და მათ რუსეთის მიერ დაკვეთილი ანტიეროვნული ქმედებებისთვის კვლავ საყვედურობს.

ანაკლიაში, საპარლამენტო უმრავლესობასთან გამართული შეხვედრისას პრეზიდენტმა გასული წლის აქციები გაიხსენა და განაცხადა, რომ ოპოზიციის შარშანდელი აქციები ფუნდამენტურად ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული და ანტიქართული იყო, თუმცა შედეგს მაინც ვერ მიაღწიეს.

პრეზიდენტმა, ავსტრიელი სამართალდამცველების გამოძიების საფუძველზე, სრულიად ნათელი უწოდა ოპოზიციის გასული წლის აქციების დაფინანსების საკითხს და იმ გარემოებას, რომ ეს აქციები რუსულ-ქართული მაფიის მიერ ფინანსდებოდა. "ვინც იხდის, ის უკვეთავს მუსიკას, რაც დამფინანსებელი ჰყავდათ, ისეთი იყო მათი ესთეტიკა", – განაცხადა სააკაშვილმა და ოპოზიციას ესთეტიკა პატიმრების ფორმის ჩაცმის და შემდეგ "გალიებში" ჩაჯდომის კუთხით დაუწუნა. პრეზიდენტმა იქვე დასძინა, რომ საკნებსა და გალიებს შორის, დიდი განსხვავებას ვერ ხედავს.

ოპოზიციის ნაწილს პრეზიდენტმა "მამთაჯებს, ბიწაძეებსა და კალაშოვებს" მიტმასნილი თვითგამოცხადებული ეროვნული სინდისები, რეალურად კი ბოლომდე დისკრედიტებულებიც უწოდა.

გასული წლის აქციების გახსენებისას, პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველომ ბევრი რამ გადაიტანა, თუმცა არ უნდა მოეშვას და ორიენტაცია პოლიტიკური სისტემის სტაბილურობის შეუქცევადობისკენ უნდა აიღოს.

საინფორმაციო სააგენტო
"ინტერპრესნიუსი"
Share

კომენტარები 

0 # დუდაევი 2010-09-05 23:57  
სრრულიად გეთანხმები მიშა… ციტირება
 

დააკომენტარეთ




         

უსაფრთხოების კოდი
განახლება

ბანერი