განახლდა:07:02:38 AM GMT

>>> საქართველო პოლიტიკა პოლიტიკოსები ნესტან კირთაძემ, შესაძლოა, "ლეიბორისტული პარტია" დატოვოს
ბანერი

ნესტან კირთაძემ, შესაძლოა, "ლეიბორისტული პარტია" დატოვოს

ელ-ფოსტა ბეჭდვა
წაკითხულია 482 ჯერ   
ტექსტის ზომა Larger Font Smaller Font

ნესტან კირთაძემ, შესაძლოა, "ლეიბორისტული პარტია" დატოვოს. როგორც კირთაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, პოლიტიკურ გეგმებთან დაკავშირებით განცხადებას უახლოეს დღეებში გააკეთებს.

"ლეიბორისტულ პარტიაში" უთანხმოება პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის გამოჩენას უკავშირდება - პარტიის საერთაშორისო მდივანს, ნესტან კირთაძესა და "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერს, შალვა ნათელაშვილს განსხვავებული პოზიციები აქვთ.

"მე და ბატონ შალვას გვქონდა საქმიანი შეხვედრა. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენა შევაფასეთ, როგორც პოლიტიკურ, ისე ემოციურ და ზნეობრივ ჭრილში. მე მას ავუხსენი, რომ საჭირო იყო ზნეობრივი ფაქტორის გათვალისწინება; მაშინ, როდესაც გამოჩნდა ფიგურა, რომელმაც პრაქტიკულად შეცვალა მიხეილ სააკაშვილისა და ხელისუფლებისგან კარგად დავარცხნილი პოლიტიკური სიტუაცია, გაჩნდა რეალური ცვლილებების შესაძლებლობა და ეს ფიგურა რეალურად დაუპირისპირდება ავტორიტარულ რეჟიმს. შალვამ თქვა, რომ ეს არის მისი პოზიცია და, როცა არის ასეთი ტიპის დამოკიდებულებები, მე ვისარგებლებ შიდაპარტიული დემოკრატიის ფორმატით და ჩემ განსხვავებულ აზრს დავაფიქსირებ", - განაცხადა კირთაძემ.

რამდენიმე დღის წინ გამართულ ბრიფინგზე "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებას ბიძინა ივანიშვილით ჩაანაცვლებს.

"იციან რა ჩვენი ხალხის მნიშვნელოვანი ნაწილის მონური თაყვანისცემა ფულიანი კაცისადმი, გამონახეს ახალი "სოროსი 2" ქართული გვარით – ივანიშვილი, რომელიც რეჟიმის ფინანსური ბურჯი იყო ყოველთვის და რომლის მილიარდები ინახება ამერიკა-ევროპის ბანკებში, რაც შესაბამისად, ჩვენი უცხოელი ბატონებისათვის უზრუნველყოფს ამ პიროვნების 100%-იან მართვას", - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

საინფორმაციო სააგენტო
"ინტერპრესნიუსი"
Share

დააკომენტარეთ




         

უსაფრთხოების კოდი
განახლება

ბანერი