განახლდა:05:30:35 AM GMT

>>> საქართველო რეგიონები
ბანერი

ბახმაროს რეაბილიტაცია კითხვებს ბადებს

ელ-ფოსტა ბეჭდვა

ევროპაში ყველაზე მაღალმა კურორტმა ბახმარომ, (http://ka.wikipedia.org/wiki/ბახმარო) რომელიც ზღვის დონიდან 2050 მეტრზე მდებარეობს, დამსვენებელს წელიწადის ოთხივე დროს უნდა უმასპინძლოს. ასეთია ახალი ამბიციური გეგმა, რომლის განხორციელებას საქართველოს მთავრობა 2012 წლის მაისიდან აპირებს. მეცხრამეტე საუკუნიდან მოყოლებული, როცა ბახმაროში პირველი დასახლება გაჩნდა, დღემდე, აქ საკურორტო სეზონი, მხოლოდ ორი თვე, ივნისიდან - სექტემბრამდე გრძელდება.

სავაჭრო დერეფნებში ტვირთბრუნვის მონიტორინგი მხოლოდ ელექტრონული მეთოდით განხორციელდება

ელ-ფოსტა ბეჭდვა

როკის, ფსოუსა და ლარსის სავაჭრო დერეფნებში ტვირთბრუნვის მონიტორინგი მხოლოდ ელექტრონული მეთოდით განხორციელდება.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა, საზღვარზე არ განლაგდებიან ადამიანები, არამედ ეს იქნება ელექტრონული მონიტორინგი.

აფხაზები „დუ შაშის“ მოლოდინში

ელ-ფოსტა ბეჭდვა

მომავალ კვირას, სეპარატისტული აფხაზეთი დომინოში მსოფლიოს რიგით მერვე ჩემპიონატს უმასპინძლებს. შეჯიბრება სოხუმში ორშაბათს აიღებს სტარტს და ოთხი დღე გასტანს.

ცხინვალში ნდობაზე დაფუძნებული მექანიზმი მუშაობს

ელ-ფოსტა ბეჭდვა

საერთაშორისო წითელი ჯვრის კომიტეტის გორის ოფისმა ჟურნალისტებთან შეხვედრა გამართა საქმიანობის უკეთ გაცნობის მიზნით. „წითელი ჯვარი“ ერთადერთი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელსაც ცხინვალში მუშაობის უფლება აქვს. ცხინვალის ოფისს საქმიანობა იქ 1992 წლიდან არ შეუწყვეტია.

ქართველი და ოსი მეცნიერების ერთობლივი კვლევა

ელ-ფოსტა ბეჭდვა

არც საქართველოს მთავრობა და არც სამხრეთ ოსეთის ლიდერები სათანადო ყურადღებას არ უთმობენ კონფლიქტის დარეგულირებისთვის საჭირო კომრომისების შემუშავებას. პოლიტიკურ დონეზე უმნიშვნელო პროგრესსაც კი წინ უნდა უძღოდეს სახალხო დიპლომატიის კოორდინირებული ძალისხმევა.

სოხუმში მომხდარ აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ელ-ფოსტა ბეჭდვა

დღეს დილით სოხუმში მანქანაში ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედების შედეგად 45 წლის მამაკაცი დაიღუპა, რომელიც წარმოშობით ყაბარდო–ბალყარეთის რესპუბლიკიდან არის.

რემონტი სვანეთში

ელ-ფოსტა ბეჭდვა

სვანეთამდე გზა შორია, მაგრამ მისი გადალახვა ნამდვილად ღირს, რადგან იქ ბევრ საოცრებას იხილავ. მეთორმეტე საუკუნეში რომ მოხვდე და თან ისე, რომ თავი არა ზღაპარში, არამედ სინამდვილეში იგრძნო, მხოლოდ რამდენიმე ასეული კილომეტრი უნდა დაძლიო და მთებს ზემოთ აუყვე. მთების ხსენებისას, ავტომატურად მათი სილამაზის აღწერა და გადმოცემა მინდება, მაგრამ როგორც კი ისინი დავინახე, საკუთარ თავს დავპირდი, რომ ამის შესახებ სიუჟეტში არაფერს ვიტყოდი, რადგან ეს, უბრალოდ შეუძლებელია. რა ემოცია გეუფლება მათ შემხვედვარეს, რა შეგრძნებები გიპყრობს, ფრთები როგორ გესხმება და როგორ ივსები ერთადერთი სურვილით, რომ რაც შეიძლება მეტი შეისუნთქო, ამის შესახებ აბა რა უნდა ვთქვა. მე თუ მკითხავთ, უშგულამდე ტრანსპოტრით კი არა, ფეხით უნდა ავიდეს ყველა, რათა ყოველი ნაბიჯის გადადგმისას მიღებული სიამოვნების წვეთი არ დაეკარგოს.

სამხრეთ-ოსეთის უმაღლესმა სასამართლომ მესამე საპრეზიდენტო ვადის გარშემო რეფერენდუმის წინადადებას უარი უთხრა

ელ-ფოსტა ბეჭდვა

გასულ თვეს დაწყებულმა კამპანიამ, რომლის მიზანი იყო საქართველოს სეპარატისტული რესპუბლიკის, სამხრეთ- ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტისთვის, ედუარდ კოკოითისთვის ზედიზედ მესამე ვადით პრეზიდენტად დარჩენის შესაძლებლობა მიეცა, ორ დღეში ორი მარცხი განიცადა უმაღლესმა სასამართლომ 14 დეკემბერს დაადგინა, რომ არაკონსტიტუციურია რეფერენდუმის ჩატარება საკითხზე – შეიძლება თუ არა მოიხსნას შეზღუდვა და ერთ პირს მესამე საპრეზიდენტო ვადით თანამდებობაზე დარჩენის შესაძლებლობა მიეცეს. ამავე დროს სასამართლომ აღნიშნა, რომ პარლამენტს აქვს უფლებამოსილება და შეუძლია რესპუბლიკის კონსტიტუციის ჩასწორება და ორვადიანი ლიმიტის გაუქმება.

26 აგვისტოს სეპარატისტულ აფხაზეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება

ელ-ფოსტა ბეჭდვა

სეპარატისტულ აფხაზეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 26 აგვისტოს გაიმართება, იტყობინება "აფსნიპრესი“ 8 ივნისს რეგიონის პარლამენტის გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით.

გვერდი 1 დან 9

ბანერი