განახლდა:07:02:38 AM GMT

>>> საქართველო რეგიონები 26 აგვისტოს სეპარატისტულ აფხაზეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება
ბანერი

26 აგვისტოს სეპარატისტულ აფხაზეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება

ელ-ფოსტა ბეჭდვა
წაკითხულია 428 ჯერ   
ტექსტის ზომა Larger Font Smaller Font

სეპარატისტულ აფხაზეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 26 აგვისტოს გაიმართება, იტყობინება "აფსნიპრესი“ 8 ივნისს რეგიონის პარლამენტის გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით.

რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა სერგეი ბაღაფშის გარდაცვალებამ განაპირობა. აფხაზეთის ლიდერი 29 მაისს მოსკოვის საავადმყოფოში ფილტვზე გაკეთებული ოპერაციიდან ერთ კვირაში, 62 წლის ასაკში გარდაიცვალა.

სეპარატისტული რეგიონის პარლამენტმა მოუწოდა პოლიტიკურ პარტიებს და საზოგადოებას თავშეკავება და ურთიერთპატივისცემა გამოიჩინონ საარჩევნო კამპანიის დროს.

მან ასევე მოუწოდა, შეიქმნას ყველა პირობა არჩევნების ჩასატარებლად "მშვიდობიან ატმოსფეროში, რათა კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ, რომ აფხაზეთის რესპუბლიკამ წარმატებას მიაღწია დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობაში“.

"ჩვენ ყველამ სერიოზული გამოცდა უნდა ჩავაბაროთ სახელმწიფოს სიმწიფეში,“ – ნათქვამია აფხაზეთის პარლამენტის მიმართვაში საზოგადოების და პოლიტიკური პარტიებისადმი.

ახალი ლიდერის არჩევამდე, რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობას ვიცე–პრეზიდენტი, ალექსანდრე ანქვაბი ასრულებს, რომელიც დე ფაქტო პრემიერ–მინისტრთან სერგეი შამბასთან, ოპოზიციონერ რაულ ხაჯიმბასთან და ბიზნესმენ ბესლან ბუთბასთან ერთად პრეზიდენტობის პოტენციურ კანდიდატებს შორის მოიაზრება.

რიგგარეშე არჩევნების თარიღი ემთხვევა რუსეთის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარების სამი წლისთავს. რუსეთმა საქართველოს სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობა 2008 წელს საქართველოსთან ომის კვალდაკვალ, 26 აგვისტოს აღიარა.

სივილ ჯორჯია
Share

დააკომენტარეთ




         

უსაფრთხოების კოდი
განახლება

ბანერი