განახლდა:07:02:38 AM GMT

>>> საქართველო რეგიონები სავაჭრო დერეფნებში ტვირთბრუნვის მონიტორინგი მხოლოდ ელექტრონული მეთოდით განხორციელდება
ბანერი

სავაჭრო დერეფნებში ტვირთბრუნვის მონიტორინგი მხოლოდ ელექტრონული მეთოდით განხორციელდება

ელ-ფოსტა ბეჭდვა
წაკითხულია 408 ჯერ   
ტექსტის ზომა Larger Font Smaller Font

როკის, ფსოუსა და ლარსის სავაჭრო დერეფნებში ტვირთბრუნვის მონიტორინგი მხოლოდ ელექტრონული მეთოდით განხორციელდება.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა, საზღვარზე არ განლაგდებიან ადამიანები, არამედ ეს იქნება ელექტრონული მონიტორინგი.

ასევე, კალანდაძე არ აკონკრეტებს შვეიცარიული მხარის მიერ გადაცემული იმ კომპანიების ჩამონათვალს, რომელთაგან ერთ-ერთი მონიტორინგს გაუწევს სავაჭრო ტვირთბრუნვას საზღვრებზე.

როგორც დღევანდელ ტრადიციულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განაცხადა, ამ კომპანიების ჩამონათვალი ჯერ ამომწურავი არ არის, ამიტომ დეტალური ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.

"უახლოეს მომავალში გამოვლინდება ის კომპანია, რომლის მიმართაც ქართულ მხარეს ექნება თავისი პრეფერენციები. შესაბამისად, ჩვენი ყურადღება შეიძლება შეჩერდეს რამდენიმე კონკრეტულ საკითხზე, თუმცა რა ვადაში მოხდება, ჯერ ცნობილი არ არის", - აცხადებს ნინო კალანდაძე.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძემ გასულ კვირას განაცხადა, რომ შვეიცარიამ ქართულ მხარეს გადასცა იმ კომპანიების ჩამონათვალი, რომელთაგან ერთ-ერთი საზღვარზე ტვირთბრუნვას მონიტორინგს გაუწევს.

საქართველოსა და რუსეთს შორის ვმო-სთან დაკავშირებით შვეიცარიის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების მიხედვით, ტვირთების მონიტორინგის მიზნით სამი დერეფანი შეიქმნება - როკი-გორის, ფსოუ-ზუგდიდის და ლარსის. დერეფნებში ტვირთებს აუდიტორული კომპანია გააკოტროლებს.

საინფორმაციო სააგენტო
"ინტერპრესნიუსი"
Share

დააკომენტარეთ




         

უსაფრთხოების კოდი
განახლება

ბანერი