განახლდა:07:02:38 AM GMT

>>> საქართველო დედაქალაქი რუსთაველის გამზირზე მომიტინგეთა დემონსტრაცია სპეცრაზმმა დაშალა
ბანერი

რუსთაველის გამზირზე მომიტინგეთა დემონსტრაცია სპეცრაზმმა დაშალა

ელ-ფოსტა ბეჭდვა
წაკითხულია 601 ჯერ   
ტექსტის ზომა Larger Font Smaller Font

შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმმა პარლამენტის წინ სახალხო კრების აქცია ცრემლსადენი გაზის და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. აქციის დაშლის გადაწყვეტილება შინაგან საქმეთა სამინისტრომ მას შემდეგ მიიღო, რაც სახალხო კრების ლიდერებმა საბოლოოდ გადაწყვიტეს არ დაეტოვებინათ რუსთაველის გამზირი, სადაც დღეს, საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი უნდა გაიმართოს. თბილისის მერიის განცხადებით, აქციის მონაწილეების მანიფესტაციის გამართვის უფლება მხოლოდ 25 მაისის ჩათვლით ჰქონდათ.

აქციის ლიდერი ნინო ბურჯანაძე დაპატიმრებული არ არის, იგი ტელეკომპანია „მაესტროს“ ტელეფონის საშუალებით ჩაერთო და ხელისუფლების მოქმედებას ბარბაროსობა უწოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაშავებულია 19 ადამიანი.

ინფორმაცია დაშავებულთა შესახებ რესპუბლიკურმა საავადმყოფომაც გაავრცელა. მიმღებში განაცხადეს, რომ ოცამდე დაშავებული მოიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გარდაიცვალა ერთი პოლიციელი როცა "[მიტინგის] ორგანიზატორების ერთმა ნაწილმა, სამწუხაროდ, მიტინგი დატოვა ისე, რომ თავიანთი მანქანებით დიდი სიჩქარით გაიარა ხალხის მასაში, რის შედეგადაც, სამწხაროდ გარდაიცვალა ერთი პოლიციელი."

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" შემდეგ განცხადება გამოაქვეყნა მომხდართან დაკავშირებით: "მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აქციის დაშლას მოჰყვა ძალის არაპროპორციული გამოყენება, უკვე დაკავებული დემონსტრანტების ცემა, რომლებიც პოლიციას არავითარ წინააღმდეგობას არ უწევდნენ."

აქციის დაშლამდე გავრცელდა, საქართველოში ამერიკის ელჩის ჯონ ბასის განცხადება, რომ „პროტესტის გამომხატველ ჯგუფებს შორის არიან ადამიანები, რომლებიც ძალადობრივ კონფრონტაციას იწვევენ“.

ამერიკის ხმა
თბილისი
Share

დააკომენტარეთ




         

უსაფრთხოების კოდი
განახლება

ბანერი