განახლდა:07:02:38 AM GMT

>>> საქართველო დედაქალაქი საქართველო უარყოფს ევროკავშირის კრიტიკას თბილისის ძალადობაზე
ბანერი

საქართველო უარყოფს ევროკავშირის კრიტიკას თბილისის ძალადობაზე

ელ-ფოსტა ბეჭდვა
წაკითხულია 43150 ჯერ   
ტექსტის ზომა Larger Font Smaller Font

ევროკავშირში საქართველოს ელჩი აცხადებს, რომ ევროკომისიამ არასწორი განცხადებები გააკეთა თბილისში ქუჩის შეტაკებებთან დაკავშირებით, რომელთა გამოც 40 ადამიანი ჰოსპიტალიზირებულია, ხოლო ორი დაიღუპა.

ხუთშაბათს (26 მაისი) EUobserver-თან საუბრისას, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ ევროკავშირის ინსტიტუტებს და წევრ-სახელმწიფოებს არანაირი ოფიციალური საყვედური არ უთქვამთ საქართველოსთვის აღნიშნულ მოვლენებზე, მიუხედავად კომისიის განცხადებებისა.

„ამ ტიპის კომენტარებით იმის შესახებ რაც მოხდა, ჩვენთვის არავის მოუმართავს – კომისიის არცერთ წარმომადგენელს, ევროკავშირის არცერთ წევრ ქვეყანას არც აქ და არც თბილისში. ამიტომ, ჩვენთვის ძალიან მოულოდნელი იყო ამ შეფასების მოსმენა“, – აგვიხსნა მან. „ამ წუთამდე მე არაფერი, არაფერი მსგავსი არ მსმენია. კომისიის სპიკერის განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება“.

უფრო ადრე კომისიის სპიკერმა ნატაშა ბატლერმა პრესას განუცხადა, რომ ბრუსელი „შეშფოთებულია“ „სამწუხარო“ მოვლენებით და აფრთხილებს საქართველოს „არ მიმართოს ძალადობას პოლიტიკური მიზნების მისაღწევად“.

„ჩვენ ვადასტურებთ კანონის და წესრიგის უზრუნველყოფის აუცილებლობას, მაგრამ როგორც ეს ჩვენ უკვე ვუთხარით საქართველოს მთავრობას, ყველაფერი შესაბამისი გზით უნდა განხორციელდეს. ამიტომ ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას გამოიძიოს ძალის გადამეტებულ გამოყენებასთან დაკავშირებული ყველა ბრალდება“.

ხუთშაბათს, თბილისში რუსთაველის გამზირზე სპეცდანიშნულების ძალებმა ანტისამთავრობო აქციის მონაწილეებს თბილისში წყლის ჭავლით, ცრემლსადენი გაზით და რეზინის ტყვიებით შეუტიეს თხუთმეტ წუთში მას შემდეგ, რაც შუაღამით დემონსტრაციის ჩატარების ლეგიტიმური ვადა ამოიწურა. აქციის მონაწილეები მათ ჯოხებით და დროშის ტარებით შეებრძოლნენ. ორი ადამიანი დაიღუპა, მას შემდეგ რაც მათ ავტომანქანამ დაარტყა.

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მოვლენები რუსეთის შეთქმულებად აღწერა, რომლის მიზანიც საქართველოს დამოუკიდებლობის დეკლარაციის 20 წლისთავზე მისი მმართველობის შესუსტება იყო.

Human Rights Watch-მა განაცხადა, რომ პოლიციამ „გადამეტებული ძალა“ გამოიყენა იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც „საფრთხეს არ წარმოადგენდნენ“.

აღნიშნა რა, რომ ევროკავშირს და საქართველოს შორის ურთიერთობები „სულ უფრო ახლოა“, სამადაშვილმა განაცხადა, რომ ქუჩის შეტაკებები არანაირად არ აისახება მის გეგმაზე გამართოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ევროკავშირის ჩინოვნიკებთან და დიპლომატებთან ერთად ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობაში ბრუსელში ხუთშაბათს საღამოს.

„იქ რუსეთი წარმოდგენილი ვერ იქნება, თუმცა რუსები [მაინც] არ გეგემავენ ჩვენს მიღებაზე მოსვლას“, – აღნიშნა მან.

ევროკავშირის მაღალჩინოსანმა EUobserver-ს განუცხადა, რომ თბილისის შეტაკებები „გაცილებით ნაკლებად სერიოზულია“ ვიდრე სააკაშვილის მხრიდან 2007 წელს დემონსტრანტების ძალადობრივი დარბევა – მოვლენა, რომელმაც ევროკავშირის დედაქალაქში მისი რეპუტაცია შელახა.

მან დასძინა, რომ მართალია ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები ვიზებთან და ვაჭრობასთან დაკავშირებული შეთანხმებების მხრივ ტექნიკურ დონეზე უმჯობესდება, თუმცა პოლიტიკური განწყობა განსხვავებულია: „სააკაშვილს აღარ აქვს ის აურა, რომელიც მას დასაწყისში „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ჰქონდა და ამასთან ერთად, უამრავი კრიზისის და პრობლემების შემდეგ, საქართველო დაღლილია“.

ამავდროულად საფრანგეთის შეთანხმება რუსეთთან 2014 წლის სოჭის ოლიმპიადისთვის სათხილამურო კურორტების მშენებლობაზე და მოსკოვისთვის „მისტრალის“ კლასის ოთხი ხომალდის მიყიდვა (რაც ხუთშაბათს დოვილში „დიდი რვიანის“ შეხვედრაზე გაფორმდა), სავარაუდოდ ქართული მხრიდან უსიამოვნო გრძნობების გაღვივებას შეუწყობს ხელს.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გამო, თბილისი სოჭის ოლიმპიური თამაშების ბოიკოტირებას გეგმავს. რუსმა გენერალმა ვლადიმერ ვისოცკიმ 2009 წელს დაიტრაბახა, რომ მას რომ „მისტრალი“ ჰქონოდა, 2008 წლის ომს 40 წუთში მოიგებდა.

„დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო-საფრანგეთის ურთიერთობები მომავალშიც კარგი იქნება. ჩვენ რუსი ჩინოვნიკების, მათ შორის სამხედრო პერსონალის განცხადებები გვაშოთებს, მათ მიერ ახლადშეძენილი სამხედრო აღჭურვილობის შესაძლო გამოყენების შესახებ“ – განაცხადა სამადაშვილმა.

ANDREW RETTMAN
EUobserver
foreignpress.ge
Share

დააკომენტარეთ




         

უსაფრთხოების კოდი
განახლება

ბანერი