"მას შემდეგ რაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა ყველა დაინტერესებულ პირს, მიეწოდებინა ინფორმაცია 26 მაისის არასანქცირებული მიტინგის დაშლის დროს დაკარგული მოქალაქეების შესახებ, დღემდე სამინისტროს სახელზე არცერთი განცხადება არ შემოსულა,“– ნათქვამია შსს–ის მიერ 30 მაისს გავრცელებულ მოკლე განცხადებაში.
სახალხო დამცველის აპარატმა 27 მაისს განაცხადა, რომ იმ ეტაპისთვის „რამდენიმე ათეული პირის ადგილსამყოფელი“ უცნობი იყო.
ასევე ორშაბათს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ შსს–ს მიერ გამოქვეყნებულ დაპატიმრებულ მომიტინტეთა სიასა და სახალხო დამცველის აპარატის მიერ 28 მაისს გავრცელებულ ანალოგიურ სიას შორის სხვაობა იმ მიზეზით არის გამოწვეული, რომ ამ უკანასკნელის სიაში არა მხოლოდ ის მომიტინგეები შედიან, რომლებიც 26 მაისის აქციის დაშლის შედეგად დააპატიმრეს, არამედ ის აქტივისტებიც, რომლებიც აქციის დაშლამდე დააკავეს, ასევე ის 24 პირიც, რომლებიც ყინწვისში დააპატიმრეს. პოლიციის მიერ გამოქვეყნებულ სიაში 105 პირია, ხოლო სახალხო დამცველის მიერ გამოქვეყნებული სია 162 ადამიანისგან შედგება.
სივილ ჯორჯია















