განახლდა:03:01:34 AM GMT

>>> მთავარი სტუდგაზეთი გაზეთი "ანარეკლი", თსუ (№1)
ბანერი

ხელმძღვანელი: ლაშა ტუღუში

მთავარი რედაქტორი: თამაზ კუპრეიშვილი;

პოლიტიკა, საზოგადოება: სალომე ცეცხლაძე;

ეკონომიკა, კრიმინალი: ანა ჭიჭინაძე;

სოციალური, სპორტი: მაია დოხნაძე;

ადამიანის უფლებები: მარიანა ქევხიშვილი;

კულტურა: ალა გრიგალაშვილი

ბრიუსელში რუსეთ-საქართველოს ომის შედეგებს განიხილავენ

ელ-ფოსტა ბეჭდვა
სტატიის რეიტინგი: / 4
ყველაზე ცუდისაუკეთესო 

21 – 22 მარტს ბელგიაში ბრიუსელის ფორუმზე საქართველოში აგვისტოს ომის შემდეგ მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრებენ. ფორუმზე დაგეგმილია მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა. საქართველოს პრეზიდენტის გარდა მოხსენებას გააკეთებენ ,,საქართველოს ალიანსისლიდერი ირაკლი ალასანია და ,,საქართველოს გზისლიდერი სალომე ზურაბიშვილი.

ლარის კურსი საერთაშორისო რეზერვების ხარჯზე მყარდება

ელ-ფოსტა ბეჭდვა
სტატიის რეიტინგი: / 2
ყველაზე ცუდისაუკეთესო 

21 მარტიდან ძალაში შევიდა აშშ დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი: 1 აშშ დოლარი/1,6500 ლარი. ეს მაჩვენებელი თბილისის ბანკთაშორის საერთაშორისო ბირჟაზე 20 მარტს გამართული ვაჭრობის შედეგად იქნა მიღებული.

არჩილ ბენიძე პატიმრების უფლებებს დაიცავს

ელ-ფოსტა ბეჭდვა
სტატიის რეიტინგი: / 2
ყველაზე ცუდისაუკეთესო 

ლეიბორისტული პარტიის წევრი არჩილ ბენიძე რამდენიმე დღის წინ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. მისი გათავისუფლება გირაოს გადახდის სანაცვლოდ მოხდა. ბენიძეს ბრალი ოფიციალურად ფულის გათეთრებაში ედებოდა.

გაზეთი “ანარეკლი” გაესაუბრა არჩილ ბენიძეს, რომელმაც დაპატიმრების მიზეზებზე ისაუბრა.

ხელისუფლება არასამთავრობო ორგანიზაციებს ავიწროვებს

ელ-ფოსტა ბეჭდვა
სტატიის რეიტინგი: / 3
ყველაზე ცუდისაუკეთესო 

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მიმართ ხელისუფლება ზეწოლას ახდენს, ამის შესახებ განცხადებას არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია - დემოკრატიისთვის აკეთებს. მათი განცხადებით, საქმე ეხება ხელისუფლების მიერ არნოლდ სტეფანიანი ფსიქოლოგიურ ტერორს.

საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინების საკითხი დადგა

ელ-ფოსტა ბეჭდვა
სტატიის რეიტინგი: / 5
ყველაზე ცუდისაუკეთესო 

17 მარტს, “კურიერშიგასული სიუჟეტის შემდეგ, ერთსქესიანთა ქორწინების საკითხი განსაკუთრების აქტუალური გახდა სახოგადოებისთვის. ქართული ეკლესია ეწინააღმდეგება არატრადიციული ორიენტაციის ადამიანთა ურთიერთობის დაკანონებას. საზოგადოებაში კი აზრთა სხვადასხვაობაა.

საქართველოში ჟურნალისტიკის დღე აღინიშნა

ელ-ფოსტა ბეჭდვა
სტატიის რეიტინგი: / 3
ყველაზე ცუდისაუკეთესო 

საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებით კავშირში ასაკოვან ჟურნალისტებთან შეხვედრა გაიმართა. მათ დღევანდელ ჟურნალისტიკის პრობლემებზე და მისი მოგვარების გზებზე იმსჯელეს. ვეტერანი ჟურნალისტების განცხადებით, ჟურნალისტიკის განვითრებისთვის აუცილებელია ძველ და ახალ თაობებს შორის კავშირის აღდგენა.

ქმარმა ცოლს რვა მარტი ტყვიით მიულოცა

ელ-ფოსტა ბეჭდვა
სტატიის რეიტინგი: / 3
ყველაზე ცუდისაუკეთესო 

“ნახევარძმა ჩემგან მოითხოვს, რომ მამის წინააღმდეგ ჩვენება არ მივცე. სასამართლოზე არ ვთქვა, რომ მამაჩემი დედაჩემს ხშირად სცემდა, აშინებდა და შვილთან წასვლას უშლიდა”,–ამბობს რადა გაბისონია.

საქართველო რუსეთს არც უკრაინაში დაუთმობს

ელ-ფოსტა ბეჭდვა
სტატიის რეიტინგი: / 2
ყველაზე ცუდისაუკეთესო 

დღეს, 22 მარტს, უკრაინის ქალაქ მარიუპოლში საქართველოსა და რუსეთის სარაგბო ნაკრებებს შორის მატჩი გაიმართება. ეს შეხვედრა პრინციპულია ორივე გუნდისთვის. მოგების შემთხვევაში ჩვენი ნაკრები სატურნირო ცხრილში პირველ ადგილს შეინარჩუნებს.

გვერდი 1 დან 2

ბანერი