ლევანი 20 წლისაა, თუმცა მე მას ისევ ლევანიკოს ვეძახი. ერთადერთი ადა- მიანია ჩემს მეგობრებს შორის ვინც ყოველდღე ახალს და საინტერესოს მასწავლის. დაუსრულებელი წიგნივითაა. მეხუთე წელია ვიცნობ და ბოლომდე მაინც ვერ გავიცანი. ხშირად ვსაუბრობთ ერთმანეთის მიზნებისა და ოცნე- ბების შესახებ. ლევანიკოს დღეს ყველაზე მეტად უნივერსიტეტში სწავლა უნდა. სამწუხაროდ, ამის საშუალება არ აქვს, არა, ფინანსურს არ ვგულისხმობ, უბრალოდ ლევანი პატარაობიდან ეტლში ზის, სახელმწიფო უნივერსიტეტში კი პანდუსი (სპეციალური შესასვლელი ეტლიანი ადამიანებისთვის) არ არის. თუმცა ეს არ არის ერთადერთი შემაფერხებელი ფაქტორი.
ღიმილი მაჩუქე
გვირჩევს ინკლუზიური განათლების კოორდინატორი თათია პაჭკორია
თუ თქვენ ურთიერთობა გაქვთ პიროვნე- ბასთან, რომელსაც უჭირს დამოუკიდებლად გადაადგილება, ან ეტლით გადაადგილება, მოგცემთ რამდენიმე რჩევას, მასთან ურთიერთობისათვის:














