გავა თუ არა აქციებზე თსუ-ს ინტელიგენცია? როგორ აფასებენ ისინი განვითარებულ მოვლენებს, გამოიყენებს თუ არა ხელისუფლება ძალადობას საზოგადოების მიმართ 7 ნოემბრის მსგავსად?
გია ჟორჟოლიანი (პოლიტოლოგიის მიმართულების ასოცირებული პროფესორი): “ 9 აპრილის აქციებზე ვაპირებ წასვლას მოძრაობა “ევროპული არჩევანი საქართველოსთვის” ერთად (ამ მოძრაობის ხელმძღვანელი თავად გახლავთ და მას- ში ინტელიგენციის სხვადასხვა ჯგუფიდან 100 წევრია გაერ- თიანებული, რომელთა აზრით საქართველოს, როგორც საგარეო, ისე საშინაო სექტორის განსავითარებლად ევროპული ვექტორია საჭირო). ვფიქრობ, საზოგადოების გააქტიურების პროცესი დაიწყო, რაც უფრო და უფრო ფართო ფენებს ჩაითრევს. ალბათ, ეს პოლიტიკური კრიზისიც გადაწყდება ისე, როგორც ხალხის დიდ ნაწილს სურს და რეჟიმი შეიცვლება. როდის მოხდება ეს, კონკრეტული თარიღის თქმა არ შემიძლია, მაგრამ აღვნიშნავ იმას, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი მიიღებს მონაწილეობას ამ აქციებში. ხელისუფლება თუ გამოიყენებს ძალადობას, იმ წუთშივე შეიძლება ჩაითვლოს, რომ ხელისუფლება ძალიან ცუდად დაამთავრებს.
ყველაფერი მაქსიმლურად უნდა იყოს გამოყენებული იმისთვის, რომ არსებული პოლიტიკური რეჟიმის ცვლილება მოხდეს მშვიდობიანი გზით, კონსტიტუციის ფარგლებში.
გია ჟორჟოლიანისგან განსხვავებით, ჟურნალისტიკის მიმართულების მოწვეული ლექტორი დავით პაიჭაძე არ ფიქრობს, რომ ეს აქციები დამთავრდება ხელისუფლების წასვლით. “აქციებზე გავალ ფოტოაპარატით, რათა მქონდეს პირადი ფოტოარქივი. რაც შეეხება ამ აქციების პროგნოზს, როცა ფაქტებს ერთმანეთთან ვადარებ და ანალიზს ვუკეთებ, ვერ ვხედავ საფუძველს ხელისუფლების წასვლისთვის. ხელისუფლება არ წავა მარტო იმიტომ, რომ იქ რამდენიმე ათასი ადამიანი მივა და ამას მოითხოვს. ხელისუფლებ დღეს ვხედავ, რომ ცდილობს ძალადობის პროფილაქტირებას. ამაზე ბოლო დღეების მოვლენებიც მიუთითებს, რომ ხელისუფლება ცდილობს ოპოზიციის პროტესტისას იარაღი არ გააჭაჭანოს. 7 ნოემბრის მერე ხელისუფლებამ დასკვნა გააკეთა და ისეთ მძაფრ და ცოტა გადაჭარბებულ რეაქციას, ვფიქრობ, აღარ დაუშვებს.”
ხალხის ნაწილი აქციებზე პრობლემების დაგროვების გამო გადის: სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა, გამჭვირვალობის დიდი დეფიციტი, სოციალური პრობლემები, უმუშევრობა, ეკონომიკური ნგრევა და ა.შ.
ჟურნალისტიკის მიმართულების ასისტენტ-პროფესორი ხათუნა ჩარკვიანი აქციებზე წასვლას აპირებს. პროფესიული მოვალეობის გარდა, როგორც საზოგადოების წევრიც, ის უკმაყოფილებას გამოთქვამს ყველა იმ პრობლემასთან დაკავშირებით, რაც ხალხს აწუხებს. “როცა ხალხს ასეთი უკმაყოფილების გრძნობა აქვს და ვადამდელ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს, ხელისუფლებამ უნდა დააკმაყოფილოს მათი მოთხოვნა. ეს მშვიდობიანად განმუხტავდა სიტუაციას. თუ ასე არ მოხდა, შეიძლება ძალიან ცუდი პროცესები განვითარდეს, რადგან მტერი ყოველთვის ჩასაფრებულია და ის შეიძლება იყოს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ. ვშიშობ, შეიარაღებული დაპირისპირება არ მოხდეს 90- იანი წლების მსგავსად ამის თავიდან ასარიდებლად ყველა რესურსი უნდა იქნეს გამოყენებული, ეს იქნება საპარტიარქოს ინიციატივა, ცნობილი ადამიანები და ავტორიტეტები, რომლებიც ორივე მხარესთან სერიოზულ რეჟიმში იმუშავებენ. ხელისუფლებამ გულწრფელად უნდა აამუშაოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ტექნოლოგია. თორემ თუ 7 ნოემბრის პრეცენდენტი განმეორდა, ეს საშინელ ქაოსს გამოიწვევს.
ქვეყანაში არეულობა არავის უნდა, მითუმეტეს, 1990-იანი წლების განმეორება, სადაც მხარეები “ჩვენებად” და “სხვებად” იყვნენ გაყოფილნი. სად არის გამოსავალი? გაუძლებს საქართველო მსგავს არეულობას და არის თუ არა პროტესტის გამოხატვის უკიდურესი საშუალება?
ამირან ბერძენიშვილი (სოციოლოგიის მიმართულების ასოცირებული პროფესორი): “აქციების წინააღმდეგი ვარ, ეს უკიდურესი საშუალებაა. აქცებს აზრი აქვს განვითარებულ ქვეყნებ- ში. მაგ: საფრანგეთში, საბერძნეთში, სადაც გადაწვა, დანგრევა ვერაფერს აკლებს ქვეყანას. როცა 50კმ-ში რუსეთია და გვერდით არც თუ ისე კეთილგანწყობილი მეზობლები გვაყავს, ქვეყნის შიგნით ასეთი არეულობა ამ კრიზისის ფონზე, ალბათ, ცუდ შედეგებს მოიტანს. არაფერი გვასწავლა წინა გაკვეთილმა? დიალოგს, დათმობას არ აქვს სხვა ალტერნატივა. ხელისუფლება ადვილად არ დათმობს რაღაც-რაღაცებს და ვის აქვს გარანტია, რომ გარედან დაინტერესებული პირი არ ჩაერევა? ჯერ ვაცადოთ ამ ხელისუფლებას და თუ მერე კიდევ არ წამოვა დათმობაზე, მაშინ ჩამოგდების მეტი გზა აღარ დარჩება. ხელისუფლებას ჭკუა ეყოფა იმისთვის, რომ ძალადობა აღარ გამოიყენოს. მათ აქვთ “ცუდი გამოცდილება” და ახლა იგივეს აღარ გაიმეორებს. აქციების ხანგრძლივობა მათზეა დამოკიდებული. ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს თბილისში ხალხთან ქუჩაში პირისპირ საუბარი, დაინახოს თავის შეცდომები და გამოასწოროს. ამ ხელისუფლების ძალით გადაყენება ხომ არ გამოიწვევს უარესს? გამოსავალი ერთია - მოლაპარაკება.
როდესაც ქვეყანა რეალური საომარი საფრთხის წინაშე დგას, აქციების გამართვა ეკონომიკის დოქტორს, მენეჯმენტისა და ადმინისტრირების ხელმძღვანელს გიორგი ღაღანიძეს არასწორად მიაჩნია. “9 აპრილს გავალ მემორიალთან , რომ ამ ტრაგედიის მსხვერპლს მივაგო პატივი. ვფიქრობ, ახლა შიდა გარჩევების დრო არ არის. არა მგონია, რომ ამ ორ მხარეს შორის არ იყოს მოლაპარაკების რესურსი. აბა, რესურსი ხალხის გაყვანაა აქციაზე? ამ კონტექსტში, როცა ასეთი ვითარებაა, არის ალბა- თობა, დესტაბილიზაციის მსურველმა ძალებმა შანსი გამოიყენონ. 20 წელი გავიდა და თითქმის იგივე საკითხის წინაშე ვდგავართ. არ უნდა დაგვავიწყდეს მაშინ რისთვის დაიღვარა სისხლი და ვინ დაღვრა. ძალადობას კი, ვფიქრობ, არც ერთი მხარე გამოიყენებს. აქციებზე წამსვლელი ხალხის მიმართ ცუდი დამოკიდებულება არ მაქვს, უბრალოდ, ეს აქცია კონსტიტუციის ფარგლებში უნდა იყოს მოქცეული”.
განსხვავებული მოსაზრებების მიუხედავად, თსუ-ს ინტელიგნციას არ უნდა 1990-იანი წლების განმეორება, ამისთვის ნაწილი უფრო მეტი გონიერებისკენ ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაწილი კი - ოპოზიციას.
ლალი თოთლაძე

















კომენტარები