განახლდა:03:01:34 AM GMT

>>> აზრი მანიფესტაციები ქართული ჩიხის დასასრული - არჩევნები ან მოლაპარაკება
ბანერი

ქართული ჩიხის დასასრული - არჩევნები ან მოლაპარაკება

ელ-ფოსტა ბეჭდვა
წაკითხულია 1417 ჯერ   
ტექსტის ზომა Larger Font Smaller Font
საქართველოს გავლენიანმა მართმადიდებელმა ეკლესიამ ხუთშაბათს საზოგადოებას ვადამდელი არჩევნების ჩატარების ან სასწრაფო დიალოგის დაწყებისკენ მოუწოდა იმ  ”ფექებადსაშიშისიტუაციის დასრულებისთვის, რომელიც ოპოზიციასა და პრეზიდენტ სააკაშვილს შორის შეიქმნა.

განცხადება, რომელშიც არჩევნები პოტენციურ გამოსავლადაა აღიარებული, ოპოზიციას ახალ სულს ჩაბერავს შვიდკვირიანი საპროტესტო კამპანიის შემდეგ, რომელიც სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით იმართება. ოპონენტები პრეზიდენტს დემოკრატიის შეზღუდვასა და რუსეთთან შარშანდელი დამანგრეველი ომის გამო ადანაშაულებენ.

ქვეყანაში ფეთქებადსაშიში სიტუაციაა,” ნათქვამია მართლმადიდებელი პატრიარქის, ილია მეორეს განცხადებაში. “ხელისუფლებამ უნდა გადადგას ქმედითი ნაბიჯები    ვადამდელი არჩევნების ჩასატარებლად ან სასწრაფოდ დაიწყოს მოლაპარაკებები,” დასძინა მან.

ოპოზიციის მუქარამ, რომ დაბლოკავს ძირითად მაგისტრალებს და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სარკინოგზო ხაზებს - სამშაბათს საღამოს მანიფესტანტებმა მცირე ხნით მართლაც გადაკეტეს თბილისის სარკინოგზო ხაზი - გაზარდა ძალადობრივი კონფრონტაციის საშიშროება ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში, რომელიც დასავლეთისკენ ნავთობისა და აირის მნიშვნელოვან სატრანზიტო მარშრუტს წარმოადგენს.

პატრიარქი ძალიან გავლენიანი ფიგურაა. მის მოსასმენად სამშაბათს თბილისის ეროვნულ სტადიონზე შეკრებილმა 60 000 მომიტინგემ სამების წმინდა ტაძრისკენ მსვლელობა მოაწყო.

იმ დღეს პატრიარქმა განაცხადა, რომ დიალოგი აუცილებელია და რომ საქართველომ არაფერი მიიღო იმით რომ 1991 წელს დამოკიდებლობის მიღების შემდეგ პირველი ორი პრეზიდენტი დაამხო. იმედგაცრუებულმა ოპოზიციის ზოგიერთმა ლიდერმა ხელისუფლება პატრიარქზე ზეწოლაში დაადანაშაულა.

ოპონენტები სააკაშვილს 2003 წლისვარდების რევოლუციისტალღაზე ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ძალაუფლების მონოპოლიზებაში ადანაშაულებენ. 41 წლის პრეზიდენტი განსაკუთრებული ზეწოლის ქვეშ მოექცა რუსეთთან შარშანდელი ხუთდღიანი ომის გამო, რომელიც საქართველოს სეპარატისტული პრო-რუსული რეგიონის სამხრეთ-ოსეთის გამო გაჩაღდა.

სააკაშვილი დღემდე ეწინააღმდეგება გადადგომის მოთხოვნას და ანალიტიკოსების თქმით ოპოზიციის დაშლის იმედი აქვს.

საქართველოს ხელისუფლება, რომელიც დასავლელი მოკავშირეების სერიოზული დაკვირვების ქვეშაა, 2007 წლის მოვლენების გამეორებისგან თავს იკავებს, როდესაც პოლიციამ მშვიდობიანი ანტი-სამთავრობო დემონსტრაცია დაარბია და ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.

მაგრამ მაისის დასაწყისში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის მომხდარმა შეტაკებამ, თბილისთან ახლოს მდებარე სატანკო ბატალიონში არშემდგარი უსისხლო ბუნტის შემდეგ, უფრო მასშტაბური ანსტისამთავრობო აჯანყების საფრთხე შექმნა. არეულობამ ჩრდილი მიაყენა ნატოს სამხედრო სწავლებებს, რომლებიც საქართველოში, მეზობელი რუსეთის რისხვის მიუხედავად, მაისიდან ტარდება.

 

 

 

By Margarita Antidze
Reuters
Foreignpress.ge
Share

დააკომენტარეთ




         

უსაფრთხოების კოდი
განახლება

ბანერი