განახლდა:03:01:34 AM GMT

>>> აზრი ანალიზი რეპლიკა დროის დინების შესახებ
ბანერი

რეპლიკა დროის დინების შესახებ

ელ-ფოსტა ბეჭდვა
წაკითხულია 515 ჯერ   
ტექსტის ზომა Larger Font Smaller Font

გამარჯობა, პატივცემულო მკითხველებო!

მოგეხსენებათ, ხალხი ,,უმადურია”_ რაც დღეს სურს, ის ხვალ არ აკმაყოფილებს, თუმცა ეს არის პროგრესის საფუძველი. დროსთან ერთად იცვლება მოვლენათა შეფასების რაკურსები, იცვლება გემოვნებაც, მაგალითად 1991-92-იანი წლების თბილისურ მოვლენებს თავის დროზე `დემოკრატიული რევოლუცია” ეწოდა.

გავიდა 10 წელი და ის მოვლენები უკვე სხვაგვარად ფასდება. რაღა შორს წავიდეთ, ჯორჯ ბუში უფროსი სრულებითაც არ თანაუგრძნობდა ზვიად გამსახურდიას პოლიტიკურ ნაბიჯებს და `დინების საწინააღმდეგოდ მიცურავო”-უთვლიდა. მთავრობის სახლთან მომიტინგეებმა პროტესტის ნიშნად გამოაკრეს ლოზუნგი _`ძირს ჯ. ბუში”, რამაც შეიძლება კიდევ უფრო უიმედო გახადა ახალი ხელისუფლების მდგომარეობა და იგი ისტორიის კუთვნილებად იქცა. მაშინ მამა ჯორჯ ბუშმაც `დემოკრატიის გამარჯვებად” მოიხსენია საქართველოში მიმდინარე რევოლუციური პროცესი.

რაღაც ათიოდე წლის შემდგომ საქართველოში ჩამოდის ჯორჯ ბუში უმცროსი და ქართული დემოკრატიის ისტორიის ათვლის წერტილად 1989-90 წლებს ასახელებს. არც ქართველი ხალხი დახვედრია ამერიკის პრეზიდენტს ძველი ლოზუნგით - `ძირს ჯ. ბუში”.

ამერიკის და ევროპის ლიდერთა მიერ დემოკრატიის, ახალი აზროვნების მსოფლიო ახალი წესრიგის მებაირახტრედ შერაცხული ედუარდ შევარდნაძე ამჯერად ისტორიის, ისეთ ბნელ ჩიხში აღმოჩნდა შეყუჟული, რომ იქ ჯ.ბუშ უმცროსის ლიმუზინი ნამდვილად ვერ შეეკვეხებოდა, ამიტომ ზეიმმა უიმისოდ ჩაიარა. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია_ეს უკვე სხვებმაც შენიშნეს, რომ ამერიკის ორი პრეზიდენტი, ორივე ჯორჯ ბუში, გახდა ორი ქართველი პრეზიდენტის პოლიტიკური მესაფლავე.

70-80-იან წლებში ედუარდ შევარდნაძემ დაამკვიდრა შემოდგომის, ანუ თბილისობის დღესასწაული. ყოველი თბილისობისათვის დაგეგმილი იყო რომელიმე ისტორიული უბნის, ძეგლის და ა.შ. რესტავრაცია და _ თანამედროვე ტერმინით რომ ვთქვათ _ პრეზენტაცია. შიგადაშიგ ხერხდებოდა ამ თარიღისათვის მოსკოველი მაღალჩინოსნების ჩამოტყუება და იმართებოდა დიდი სახალხო ზეიმი, რომელიც თითქმის მთელ თბილისს მოიცავდა.

ამჯერად მოსკოველები სულაც არ ითვლებიან საპატიო სტუმრებად, მაგრამ ზეიმების ტრადიცია გრძელდება. მოკლედ დროის ფორანი მიდის, მიგორავს. იქ ზვიადი და ედუარდია _ აქ მიშა! იქ ბრეჟნევია _ აქ ბუში!… დრო კი მიდის, რა თქმა უნდა წინ, მომავლისაკენ!

თქვენ კი დარჩით ჩვენთან და ისიამოვნეთ!

Share

დააკომენტარეთ




         

უსაფრთხოების კოდი
განახლება

ბანერი