განახლდა:03:01:34 AM GMT

>>> აზრი ანალიზი ბ-ნ ბიძინა ივანიშვილის მრჩეველთა საბჭოს წევრებს (საკითხის დასმის წესით)
ბანერი

ბ-ნ ბიძინა ივანიშვილის მრჩეველთა საბჭოს წევრებს (საკითხის დასმის წესით)

ელ-ფოსტა ბეჭდვა
წაკითხულია 1391 ჯერ   
ტექსტის ზომა Larger Font Smaller Font

( გამოხმაურება ბ-ნ ბ. ივანიშვილის 12.10.2011 მიმართვაზე საქართველოს ყველა მოქალაქისადმი)

"მე ვაპირებ ძალების გაერთიანებას, შემოკრებას...
და მე მგონი, რომ ამას მოვახერხებ – ერთად დავდგეთ".
ბიძინა ივანიშვილი

ბატონებო!

მოგესალმებით და საქართველოს ყველა მოქალაქისადმი მიმართვის პასუხად, ერთი თქვენთაგანი, წარმოგიდგენთ წინადადებას შემდეგ კონკრეტულობაზე:

„თუ გვინდა რომ ქვეყანა ამ ნახევრად მკვდრული მდგომარეობიდან, ამ შოკიდან გამოვიდეს, პირველ რიგში სიმართლე უნდა ვილაპარაკოთ და ვინც არ არის კახაბერი, კახაბრად არ უნდა გამოვაცხადოთ“.

იმედია დამეთანხმებით, რომ თქვენი უშუალო მონაწილეობით საზოგადოებრივ სამსჯავროზე გამოტანილი ეს საკითხთა-საკითხი, ამგვარ - უაღრესად ზოგად - ფორმაში წარმოდგენილი, ფართო საზოგადოებრივი ცნობიერების წინსვლას ვერაფერს მატებს. და აი რატომ:

მოგეხსენებათ, რომ აკაკი წერეთლის პუბლიცისტიკის მნიშვნელოვანი ნაწილი ამ, ერთი შეხედვით თითქოსდა მარტივი საკითხის („კახაბერი - ფსევდოკახაბერი“) რაობის გარკვევას და საზოგადოებრივ ცნობიერებაში დამკვიდრების თემას ეძღვნება. UNESCO- ს წლევანდელი წლის იუბილიარის - ვაჟა ფშაველას შემოქმედება და პუბლიცისტიკა ხომ გაჯერებულია კაი ყმის ძებნა-შეტყობის, ჩვენდა საბედნიეროდ დაუსრულებელი მოტივ-მცდელობებით. აღარაფერს ვამბობ ილიას, ნიკო ნიკოლაძის და სხვა ქართველ მოაზროვნეთა ლიტერატურულ მემკვიდრეობაზე და უმდიდრეს, ჯერ კიდევ სიღრმისეულად შეუსწავლელ და დაულაგებელ - ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში არა ადეკვატურად (უკეთეს შემთხვევაში ფრაგმენტალურად, ნიკო ნიკოლაძის კი - არანაირად!) წარმოდგენილ, მათ პუბლიცისტიკაზე.

თქვენს წინაშე ვაყენებთ ქართული საზოგადოებრივი აზრის ისტორიის კვლევის ქმედითი ეროვნული ცენტრის დაფუძნების საკითხს. იმგვარი ეროვნული ინსტიტუტისა, რომელშიაც, განსხვავებით აქამდე არსებულისა, ზოგადსაკაცობრიო მოაზროვნეთა მემკვიდრეობის სრულფასოვან ქართულენოვან თანგმანთა და ზემოთდასახელებულ ქართველ მოღვაწეთა გვერდით, წარმოჩინდება ნიკო ნიკოლაძის, მიხაკო და გრიგოლ წერეთლების, ნიკო მარის, ექვთიმე თაყაიშვილის, ფილიპე გოგიჩაიშვილის, კირიონ II, გაბრიელ კათალიკოსის, არჩილ ჯორჯაძის, დიმიტრი უზნაძის, გერასიმე და გერონტი ქიქოძის, ვახტანგ კოტეტიშვილის, მოსე გოგიბერიძის, შალვა ნუცუბიძის, ლევან გოთუას, აკაკი გაწერელიას, აკაკი ბაქრაძის, ოთარ ჭილაძის, მერაბ მამარდაშვილის და მათ თანაზომად სხვა ნაცნობ, თუ ჯერ კიდევ ფართო საზოგადოებისათვის აღმოსაჩენ მოაზროვნე-განმანათლებელთა მემკვიდრეობა და საქმეები. მხედველობაში გვაქვს არა ამ მემკვიდრეობის სქოლასტიკური ფორმით წარმოდგენა, არამედ „მათის ბუნებურის შინაარსის“ (ილია) - ეროვნული იდეის - ეროვნული განვითარების ერთიანი ღერძის სახელმწიფოებრივად სასიცოცხლო აუცილებლობის გააზრებისათვის საკმარისი ანალიზით. საკუთარ მოქალაქეებზე არამოძალადე სახელმწიფოსი, რომელსაც მიხაკო წერეთელი თავის "ერი და კაცობრიობა"- ში "ერის ჯავშანს" უწოდებს.

ამგვარი ინსტიტუტის განსხვავებულობის კიდევ ერთ ძირითად ნიშნად, უცხოელ, საერთაშორისო დონის იმ მოაზროვნეთა მემკვიდრეობის წარმოჩენას ვგულისხმობთ, რომლებიც, თანამედროვე საქართველოს მოქალაქეებს საკუთარი თავის პოვნაში - პიროვნულ კულტურულ და პროფესიულ განვითარებაში და არა პოლიტიკური „იზმების“ გონებრივ კაფსულაში განთავსებაში, ქართულ სახელმწიფოებრიობას კი - განვითარების და აყვავების მკაფიო და უმოკლესი გზის პოვნაში დაეხმარებიან.

უცხოეთიდან ხელაღებით და გაუაზრებლად გადმოღებულ და ამიტომაც ქართულ ნიადაგზე ქვეყნის სასიკეთოდ ვერ დამკვიდრებული პოლიტიკური „იზმები“-ს შეფასებაში ილია, აკაკი, ვაჟა, ნიკო ნიკოლაძე, მიხაკო წერეთელი, არჩილ ჯორჯაძე, გერონტი ქიქოზე, აკაკი ბაქრაძე და მრავალი სხვა, ქართველი ინტელექტუალები, მიუხედავად მათ შორის თავის დროზე არსებულ, მწვავე პუბლიცისტური თუ პიროვნული დაპირისპირებისა, ერთსულოვანნი არიან - ერთ პოლიტიკურ პლატფორმაზე დგანან: ქართული სახელმწიფოებრიობა ავთენტიკურ - ქართული საზოგადოებრივი ურთიერთობების წიაღშივე ჩასახულ, - გარე (ეგზოგენურ) დესტრუქციულ ფაქტორთა დეფორმაციების გავლენისაგან მაქსიმალურად დაცულ საზოგადოებრივ ცნობიერებას და რეალობებს უნდა ემყარებოდეს.

ქართული კულტურული მემკვიდრეობის აღიარებული მკვლევარი აკაკი ბაქრაძე, ნიკო ნიკოლაძის პიროვნების, მემკვიდრეობის და მისი ეპოქის საფუძვლიანი შესწავლა-აღწერისას, ამგარ დასკვნას გვთავაზობს: „თერგდალეულები, ხალხოსნებისა და სოციალ-დემოკრატებისაგან განსხვავებით, ცდილობდნენ ქართველი ხალხის ცხოვრება ნასესხები აზრებითა და იდეებით კი არ მოეწყოთ, არამედ, ჩვენი ერის ისტორია, ყოფა, ზნე-ჩვეულება, ხასიათი, თვისება ღრმად შეესწავლათ, გაეთვალისწინებინათ და მომავალი ამ ცოდნის გამოყენებით აეგოთ“.

XIX ს. 60-იანელთა მიერ შემუშავებული ხსენებული პლატფორმა, საქართველოში „იზმების“ ძალადობრივი განამდვილების მცდელობათა ერთსაუკუნოვან ხორცსაკეპში გამოვლილი, ყველაზე სანდო მსაჯულის -დროთი შემოწმებული ფუნდამენტური მნიშვნელობის კულტურული ფაქტია.

„ქართველებმა ფაქტების მოვლა არ ვიცით“ - აკადემიკოსებიდან ღრმა ცოდნა-ერუდიციით გამორჩეული, აწ განსვენებული ვლადიმერ ჭავჭანიძის ეს შეგონება, ვფიქრობთ მრავლისმეტყველია და ქართული საზოგადოებრივი ცნობიერებიათვის ჯერ კიდევ ახალი ხილია..

ისტორიული მემკვიდრეობის ამ ფუნდამენტურ კულტურულ ფაქტს, ვერ ვუპატრონეთ - ქვეყნის საგანმანათლებლო სივრცეში ადეკვატურად ვერ ავსახეთ. შედეგად მივიღეთ საგანმანათლებლო უხერხემლობის ნიადაგიდან საზოგადოებრივ ცნობიერებაში კულტივირებული უმეცრება, დღემდე რომ კვებავს ფსევდოპლურალისტულ განწყობებს. ვგულისხმობთ ცოდნის დეფიციტის საფუძველზე არამარტო ფართო საზოგადოებრივ ცნობიერებაში მოარულ, არამედ სამეცნიერო წრეებშიაც გახმიანებულ, ეპოქის სულის ობივატელურ ინტერპეტაციას: - „ილია და ნიკო ნიკოლაძის დუელამდე თითქმის მისული დაპირისპირების“, „ილიასა და აკაკის შორის „ვეფხისტყაოსანზე“ გამართულ პოლემიკას, „ქართველთა გაუტანლობის“ და ა.შ. თემებზე პედალირებას და სხვ. ამდაგვარს, უმთავრესიდან მეათეხარისხოვანზე რომ გადააქვს საზოგადოების წევრთა ყურადღება.

ამგვარი ინსტიტუტი არსებობის ძირითად მიზნად, ამ და სხვა კულტურული ფუნდამენტური ფაქტების გარშემო საზოგადოებრივი აზრის კონსოლიდირება გვესახება. ვფიქრობთ, რომ ამგვარი მცდელობები, გრძელვადიან პერსპექტივაში მაინც, ხელს შეუწყობს მოსახლეობის პოლიტიკური კულტურის ამაღლებას; შეარბილებს პოლიტიკურ ოპონენტთა შორის სადღეისოდ არსებულ მწვავე დაპირისპირებას, რომლებიც ღრმა ანალიზით გამორჩეულ აკაკი წერეთლის პუბლიცისტიკაში (“ფიქრები ბუხრის წინ“, „საანბანო ჭეშმარიტება“, „უბრალო საუბარი“ და სხვ.), კონსტანტინე კაპანელის ცნობილ წიგნში ("უჩვენოდ ვით იმღერეთა") და ამ თემებზე მიძღვნილ სხვა ავტორთა ნაშრომებში, ლამის ქართული ეროვნული ხასიათისა და ფსიქიკის თვისებად იხსენიება.

(გაგრძელებას წარმოვადგენთ მხოლოდ დაინტერესების შემთხვევაში)

Share

კომენტარები 

0 # ავტორი 2012-02-02 17:07  
გაგრძელება:
მთელი პასუხისმგებლობი თ და ვითარების ოდიოზურობის ღრმა შეგნებით უნდა განვაცადოთ, რომ დიალოგის არ არსებობა საერთოდაც და მით უფრო - საგანმანათლებლო რეფორმის კონცეპტუალურ საკითხებზე, ერთი მხრივ უკვე დადასტურებული კომპეტენციის მქონე, და მეორეს მხრივ - ცნობილი რესურსების მქონე მოქალაქეთა შორის, საერთო-ქართული განვითარების მეტად სასურველ პერსპექტივებს, რეალურს ვერაფერს მატებს!
საზოგადო საქმის განვითარების მიმართულებით ქმედით - ღონიერ ნაბიჯთა გადასადმელად, ამ პრობლემატიკით დატვირთული ერთი თქვენგანი, თავს უფლებას ვაძლევ შეგახსენოთ, რომ სადღეისოდ არათუ ეფექტიანი ინტელექტუალური კომუნიკაციები არ გაგვაჩნია, არამედ მათი გ ა დ ა მ წ ყ ვ ე ტ ი მ ნ ი შ ვ ნ ე ლ ო ბ ა ც არ გვაქვს გააზრებული!
ციტირება
 
0 # ავტორი 2012-02-02 17:05  
ამ მომენტისათვის წაკითხულია 1178- ჯერ!
ჩახედულები დაგვეთანხმებიან , რომ მკითხველთა დაფიქსირებული რაოდენობა, პუბლიცისტურ წერილში საკითხის დასმის წესით საზოგადოებრივ სამსჯავროზე გამოტანილი თემის მიმართ, სულაც არაა უნმიშვნელო შედეგი.
მინდა სინანული და შეშფოთება გამოვთქვა ამ ფონზე წერილის ადრესატების სამარისებური დუმილის არსებული ვითარების გამო.
ციტირება
 
0 # ავტორი 2012-01-05 22:47  
ქალბატონო ლია.
ამ წერილში ნ.ნიკოლაძის პუბლიცისტური წერილი -"რევოლუციონერთა როლი" საერთოდ არ არის ნახსენები. იგი ჩემი სხვა სტატიის თემაა, რომელიც განთავსებულია europian.ge-ზე.
საუკეთესო საახალწლო და საშობაო სურვილებით,
გიორგი
(მაკარნახევია მობილურით)
ციტირება
 
0 # ლია 2011-12-09 14:36  
ბატონო გიორგი, თქვენგან მითითებული ამ სტატიის გარდა ნიკოს არაერთი უმნიშვნელოვანეს ი პუბლიცისტური წერილი და სტატია აქვს დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ, დიპლომატიურ, საგანმანათლებლო პოლიტიკის საკითხებზე მიძღვნილი, სადაც იგი დაჟინებით და თავის (ჩვენისაც) დროზე წინსწრებით ავითარებს მეტად პროგრესულ, ცივილიზებულ მოსაზრებებს და სტრატეგიას. თუკი თქვენთვის ცნობილია ნიკოლაძის ამ საკითხებისადმი მიძღვნილი სხვა სტატიები, ამ, ყველა დროისათვის საშიში ტერმინის - ”რევულუციის” და ”რევოლუციონერებ ის” თავის არიდების მიზნით ჩვენი ’მეთანდათანობით ეზე” საუბრისას, იქნებ, ამ სხვა სტატიების მოხმობა იყოს უმჯობესი ამ ეტაპზე?! ბოდიშს ვიხდი ამ კადნიერებისთვის - ასეთ რჩევას რომ გთავაზობთ! ციტირება
 
0 # ავტორი 2011-12-09 01:21  
გამოქვეყნებიდან ოცდამეთხუტმეტე დღეს - ერთი ათას ხუთი მკითხველი (1005) და მხოლოდ ოთხი მათგანის მიერ დაწერილი კომენტარი!!!
წერილის ადრესატებიდან მხრიდან - სამარისებული დუმილი.
ეჭვსგარეშეა, რომ ქვეყნის განვითარება მართლაცდა აღმავლობას განიცდის!
ციტირება
 
+1 # Giorgi Beruchashvili 2011-11-06 15:58  
კომენტარის გაგრძელება: სხვა სიტყვებით: აქ დიდი ნიკო ნიკოლაძის (მისი გავლენის გარეშე შემუშავებულ!) "მეთანთანეობის" სტრატეგიას მივდევ: დაინტერესებული მკითხველი უნდა მივახედოთ ნიკო ნიკოლაძის - "რევოლუციონერები ს როლი" -ს (და სხვა მრავალი ამ) ტიპის, რთული-ქვეწყობილ წინადადებების ენის აღქმის ინტელექტუალური მიზანშეწონილობი საკენ. განა ინტელექტუალური სირცხვილი არ არის ნიკო ნიკოლაძის საუკუნენახევრის წინ გამოქვეყნებულ, თუნდაც რუსულენოვნ ტექსტებს (სიმონ ხუნდაძემ რომ საკმარისი სიზუსტით თარგმნა და ეს დღემდე შეუმჩნეველი დარჩა ქვეყნის საგანმანათლებლო სივრცეში!) რთულ-ქვეწყობილ წინადადებათა ფორმების სირთულე ვუკიჟინოთ! ციტირება
 
+1 # Giorgi Beruchashvili 2011-11-06 15:46  
ქ-ნო ლია, მაია, ლიკა და ნინო! მადლობას მოგახსენებთ გამოხმაურებისათ ვის. თქვენი კომენტარების შინაარი გვიდასტურებენ, რომ აზრის გამოხატვის რთული ფორმებისაკენ ჩვენი მიდრეკილება (ვერ უარვყოფთ!), რედაქტორ-გამომცემლები მუდმივად რომ გვახსენებდნენ, საკმარისი არგუმენტი ვერ იქნება მსგავს ინიციატივათა იგნორირებისათვი ს. აქვე განთავსებულ ჩემს ბლოგზე წარმოდგენილი პუბლიცისტური წერილების შინაარსი ნათელყოფს, რომ ჩვენი ნააზრევის ფართო საზოგადოებისათვ ის გასაგებ ენაზე გადმოცემის უნიშვნელოვანეს მიმართულებაში (ყოველგვარი დახმარების გარეშე - ვადასტურებ, რომ ჩვენი ტექსტების კორექტურაც არ სწარმოებს!), მუშაობა არასოდეს შეგვიწყვეტია. აქვე დავსძენ, რომ ტექსტების უაღრესად გამარტივების, ასე ვიტყოდი - პროფანაციის მომხრე ვერ ვიქნები. ციტირება
 
0 # ნინო 2011-11-05 14:55  
ბატონო გიორგი! მოგესალმების და გისურვებთ მხნეობას და დაუღლელობას ერისშვილთა ნამოღვაწარის საზოგადოების სამსჯავროზე გამოტანის საქმეში.
ღირებულებების სწორ განსაზღვრაში წარსული გამოცდილების მაგალითად აღება ნამდვილად გონივრული და სწორი პოზიციაა- ჭკვიანი სხვისი მაგალითით სწავლობს და სულელი საკუთარი გამოცდილებით!
ქართველებს ჭკვიანი ხალხის სტატუსზე გვაქვს პრეტენზია.ასე არ არის?
ციტირება
 
0 # ლიკა 2011-11-04 16:49  
ძალიან საინტერესო სტატიაა, ნამდვილად ყურადსაღები ციტირება
 
0 # ლია 2011-11-04 15:56  
ჩემი კომენტარები - მოსაზრება, თუ როგორ და რითი შევიდეს ნიკოლაძე (დიდი ნიკო! XIX საუკუნეში ორი დიდი პერსონა ჰყავდა საქართველოს - დიდი ილია და დიდი ნიკო, და რადგან ჩვენ ქართველები მაქსიმალისტები ვართ და ორ დიდ ადამიანს ერთად ვერ ვიტანთ, ამიტომაც დაივიწყეს დიდი ნიკო!) ჯერ სკოლის პროგრამაში, მერე კი უმაღლეს საწავლებლებმაც გაითვალისწინონ! ამის თქმის უფლებას მისი მუზეუმის გაცნობით აღფრთოვანებული სხვადასხვა კატეგორიის ადამიანთა შეხედულებები მაძლევს. მუზეუმში ხომ კომპაქტურად არის თავმოყრილი ინფორმაცია მთელი მისი მოღვაწეობის, უდიდესი და ძალზე მრავალმხრივი მისი მამულიშვილური საქმეების შესახებ! ციტირება
 

დააკომენტარეთ




         

უსაფრთხოების კოდი
განახლება

ბანერი