განახლდა:03:01:34 AM GMT

>>> აზრი ექსპერტი შეწყალება
ბანერი

შეწყალება

ელ-ფოსტა ბეჭდვა
წაკითხულია 938 ჯერ   
ტექსტის ზომა Larger Font Smaller Font

ვფიქრობ მკითხველთათვის ესოდენ საინტერესოა XX საუკუნის საბჭოური წყობილების დროს მოქმედი, შეწყალების მექანიზმის მოკლე ისტორიული მიმოხილვა, რაზეც მოკლედ მოგახსენებთ;

შეწყალება იყო, პოსტ საბჭოური დროს სახელმწიფო უმაღლესი ორგანოს აქტი, რითაც ხდებოდა ცალკეულ პირთა განთავისუფლება სასჯელისაგან ან მათთვის შეფარდებული სასჟელის შემსუბუქება,სსრკ კონსტიტუციის (მუხლი 121 პ.11), ასევე შეწყალების უფლება ჰქონდა სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს, ასეთივე უფლება ჰქონდა საქ.სსრ სასამართლოებს მიერ მსჟავრდებული მოქალაქეთა მიმართ ჰქონდა საქ.სსრ უმაღლესი საბჭოს პრესიდიუმს (საქ.სსრ კონსტიტუციის მუხლი 72 პ, 14)შეიძლებოდა აგრეთვე გამოიხატულიყო უკვე აღძრული სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტით, სასჯელის მოხდისაგან განთავისუფლებით,სასჟელის ზომის შემცირებით,ნასამართეობის მოხსნით. საამისო თხოვნის განაცხადის გაკეთება შეეძლო თავად მსჯავრდებულს, მის ნათესავს დამცველს და საზოგადოების გარკვეულ ნაწილს.

საბჭოური შეწყალების ინსტიტუტი ასახავდა იმ დროის სოციალური სახელმწიფოსა და საბჭოთა სისხლის სამართლის კანონმდებლობის ჰუმანურ დამოკიდებულებას იმ პირთა მიმართ, რომელთაც გულწრფელად მოინანიებდა, პატიოსანი შრომითა და სანიმუშო ყოფაქცევით დაადასტურებდა, რომ გამოსწორდნენ და ამიტომ აღარ საჭიროებენ შემდგომ რეპრესიულ ზემოქმედებას.

ხოლო ამჟამდ კი როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, შეწყალება ანუ პატიმრების გათავისუფლება საპყრობილებიდან სასჯელის შემდეგი მოხდისაგან ინდივიდუალურად განსაზღვრულ პირთა მიმართ, არის პრეზიდენტის უშუალო პრეროგატივა რაც მინიჭებული აქვს საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლიში არის გაწერილი და ასევე სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 78. ხოლო დამკვიდრებული ტენდენციით, პოლიტიკურად უშუალოდ მისი და მისი გარემოცვის ნებაა ვის შეიწყალებს და ვის არა, რაშიც ამ საკითხით დაინტერესებული პირების უმრავლესობა ვფიქრობ დამეთანხმებიან. კრიმინარელების და პოტენციური მკვლელების გამოშვება ვფიქრობ კრიმინოგენული მდგომარეობის დაძაბვის ხელოვნური მცდელობაა, სხვათუ არაფერი…..

რაც შეეხება შეწყალების სტატისტიკას, სრული და დაზუსტებული ინფორმაცია სამწუხაროდ ოფიციალურად ამჟამად ვერ მოვიპოვე, ვერც დიმიტრი შაშკინის უწყებიდან და ვერც სტატისტიკის დეპარტამენტიდან, გაუგებარია ისც გარემოება თუ რატომ არ იძლევიან ამ საჯარო ინფორმაციას, ან საერთოდ რატომ უმალავენ ხალხს სიმართლეს ამ საკითხთან დაკავშირებით მაინც, აქედან გამომდინარე ვფიქრობ რომ ხელმძღვანელობა უკრძალავთ შეწყალების და ამნისტიის სტატისტიკის ზუსტი ინფორმაციის გაცემასა და გამოქვეყნებას, უბრალოდ სირცხვილია თუ შეგნებულად ხდება ან/და კანონის არ ცოდნით, მაგრამ საერთოდ რაც სასამართლო თუ სამართლის რეფორმირებულ თუ დეფორმირებულ უწყებებში დღეს ხდება, რაზეც კოლეგებსაც არა ერთხელ უსაუბრიათ, ამასვე გარდამავალი დროშასავით თითქმის მთავრობის ყველა წევრიც პერიოდულად მეტნაკლებად აღიარებს, სამწუხაროა რო გასაკვირი არაფერია, იმ ზოგადი საგარეო თუ საშინაო სამართლებრივი პოლიტიკის ფონზე, რა რეალობაშიც ვცხოვრობთ. მაგრამ მიუხედეავად ზემოთ ნათქვამისა, ზოგადად სურათი ესეთია; ზეპირი დაუზუსტებელი ინფორმაციით მიმდინარე წელს შეცყალებული იქნა 600 მდე პატიმარი ხოლო ჩემს ხელთ არსებული საინფორმაციო მონაცემებით, სტატისტიკის დეპარტამენტის შუალედური პასუხიდან, რომელზეც ინფორმაციის მიმწოდებელ წყაროდ სახელდება საქართველოს უზეანაესი სასამართლო, შეწყალების გარდა, სასჯელისგან განთავისუფლება ამნისტიით და სხვა საფუძვლით 2005 წლიდან 2009 წლის პირველი და მეორე კვარტლის მონაცემებით სულ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საპყრობილეებიდან გათავისუფლებული იქნა, 1350 პატიმარი.

თუ რამდენად ობიექტურად, მიუკერძოებლად და ჯანსაღი პროცესით მიმდინარეობს, შეწყალების პროცედურები ამის პასუხად, ერთ ერთი უცხოურ თქმულება თუ ზღაპარი მინდა მოგახსენოთ რაც ვპიქრობ დიდი სულხან საბას ბრძნულ გამონათქვამემს წააგავს,….. ,, ერთ ერთ სახელმწიფოში მეფემ თავისი სასახლის წინ დიდი გალია დადგა და გალიიდან ჩიტებს სათითაოდ აფრენდა_ უშვებდა, გამვლელ მამომვლელი გლეხობა და თავადობა გაოცებით უყურებდა, და იძახდა კაცო ამ ჩვენმა ხელმწიფემ ხო მარ გააფრინაო,.... ერთ ერთმა გაბედა მივიდა მეფესთან და მოკრძალებით ჰკითხა, მეფეო რას აკეთებო?.... მეფემ მიუგო, ხომ ხედავ რა კეთილი ვარ, ჩემი მინისტრი მათ იჭერს მე კი ვუშვებო,,….. და იყო მეფე მუდამ თავის თავის ქებაში.... ვფიქრობ თქმულებაა თუ იუმორი, ზედმიწევნით შეეფერება, ჩვენს დღევანდელ სამწუხარო რეალობას.

როდესაც ხელისუფლების სამთავრობო უწყებები მუდმივი პიარის და მიკერძოებული ინტერესების გატარების რეჟიმში ჰყავს ყველა სფეროში, განუწყვეტელი ე.წ. ტვინის გამორეცხვის რეჟიმში ვართ რეფორმების არ იყოს, და შედეგად კი საზოგადოება შეიძლება ითქვას პერიოდულად, საწინააღმდეგოს და სამწუხარო, ფაქტების წინაშე დგება, აქვე მინდა გავამახვილო იმ სამწუხარო ფაქტზე რომ შეწყალებით გათავისუფლებული პატიმრები, ისევ სჩადიან მძიმე დანაშაულებს, მაგრამ ეს იმის ნიშანია რომ შესაწყალებელ პირთა პირადი საქმე, წარსული და ვინაობა არ არის საფუძვლიანად შესწავლილი და გათვალისწეინებული მთელი რიგი გარემოებები, ან/და წარმოშობს იმ ეჭვს რეკომენდატორების მხრიდან რაღაც გარიგების შედეგად გამოდიან გარეთ შეგულიანებულები, რაც ოპოზიციის მხრიდანაც კრიტიკის საგნადაც იქცა და ამიტომაც ხდება მერე ის მსგავსი სამწუხარო ფაქტი რიგითი მოქალაქის თუ პოლიციელების მკვლელობის ფაქტები, ვფიქრობ ამგვარმა ზერელე დამოკიდებულებებმა ზემოთხსენებული მსგავსი ფაქტის წინაშე არაერთხელ დააყენა ჩვენი საზოგადოება, ჩემის აზრით, ხელისუფლება საპატრიარქოს იმიჯს შეწყალებებთან მიმართებაში შეიძლება ითქვას, იყენებს როგორც თვითონ აწყობს და როდესაც აწყობთ მაგრამ რაზეც ზევით ვისაუბრეთ, ჩემს ხელთ არსებული, ზეპირი ინფორმაციით საპატრიარქოს მიერ შუამდგომლობა გაწეულ შეწყალებულ პირთაგან, არამარტო განმეორებით დამნაშავე მკვლელები არამედ მძიმე დანაშაულის ჩამდენთა რიცხვიც ფაქტიურად პროცენტულად ნულის ტოლია, ეს იმიტომ რომ ამ ღვთისგან დადგენილ უწყების მიერ ნაშუამდგომლობები არიან ის მოქალაქეები ვისაც ნამდვილად სურთ გამოსწორება, ანუ შეიძლება ითქვას სხვებთან შედარებით მეტნაკლებად რეალურად ნანობენ წარსულში ჩადენილს, ეს ალბათ იმიტომ რომ, ზნეობრივადაც მეტნაკლებად უფრო მაღლა დგანან, ვიდრე სხვები. აქვე მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება მსზედ რომ, ხელისუფლების მხრიდან პოტენციური მკვლელების განთავისუფლების ფაქტებმა იმატა, და პრეზიდენტის სატელევიზიო განცხადება რომ, გადაიხედოს შეწყალების საკითხები, ვფიქრობ მხოლოდ განცხადებადვე დარჩება, ან შეიძლება ტენდეციურად დაბლოკილი იქნეს საპატრიარქოს მხრიდან რეკომენდაცია გასაწევი პატიმრების სიები, რაც ვფიქრობ არ უნდა მოხდეს, და ყოველივე ამ განხილულიდან გამომდინარე თუ რაიმე რეალური ნაბიჯები არ იქნა გადადგმული კიდევ ბევრჯერ დავდგებით მსგავსი გაუწონასწორებელი და გაბოროტებული მოქალაქეების მხრიდან, ანალოგიური ფაქტების წინაშე, ამის განსჯა საზოგადოებისთვის მიმინდვია.

იმის გარდა, რაც უკვე აღვნიშნე კიდევ შეიძლება ითქვას, ეს ყველაფერი იმის შედეგია რომ საკანონმდებლო ორგანოში შეწყალების კომისიის ჯერ იგნორირება მოხდა, შემდეგ დაშლა რაც არაერხელ განაცხადეს თავად პარლამენტარებმაც. ის რაც დღეს მივიღეთ მომხდარი კრიმინალური ფაქტებიდან და ესე თუ გაგრძელდა მომავალში, გაუარესებას თუ არა მდგომარეობის გაუმჯობესებას ვფიქრობ არ უქადნის ჩვენს საზოგადოებას.

ამაშიც ვფოქრობ საზოგადოების გარკვეული ნაწილიც დამეთანხმება რომ,ეს ყველაფერი გამომდინარეა იმ არადექვატური პოლიტიკის მმართველობის შედეგიდან რაც საერთოდ გვჭირს.

აქვე მინდა უფრო დეტალურად დავკონკრეტდე, ჯგუფს რომელთაც ხელ ეწიფება შეწყალების კომისიის თუ დოკუმენტაციის შესწავლა წარდგენა ვფიქრობ, ერთ ყურადსაღებ მნიშვნელოვან რჩევას მივცემ, თუ გაიზიარებენ ვფიქრობ მხოლოდ დადებითი შედეგის მომტანი იქნება, ყოველ შემთხვევაში შეცდომები სრულად თუ არ აღმოიფხვრება მნიშვნელოვნად მაინც შემცირდება, და თუ ეს საკითხი ხელისუფლებას მნიშვნელოვნად აწუხებს ვფრიქრობ საპარლამენტო უმრავლესობამ და პრეზიდენტმა შეწყალების კომისიაში პირდაპირ თუ ირიბად უნდა ჩართოს ფსიქოლოგები და სასულიერო პირები, რადგად მოხდეს შეწყალებს სიაში წარდენილი პატიმართა ფსიქოლოგოიური, შესწავლა გამოკვლევა, მოხდეს შესაბამისი კვალიფიციური ფსიქოლოგებისა და სასულიერო პირების მიერ რაც ასევე აუცილებლად გაზიარებული უნდა იყოს პრეზიდენტის მიერ და იმ ჯგუფის მიერ, ვინც ამ სიებს საბოლოოდ წარადგენს ხელის მოსაწერად, მაგრამ სამწუხაროდ შეწყალების კომისიის მოშლამ და ამჟამადაც საპარლამენტო უმრავლესობის მიერ, კომისიის შექმნის კენჭისყრის ჩაგდებაც შეიძლება ითქვას იმ ტენდენციის გაგრძელებაა რაც აქამდე იყო, და შედეგად რა მექანიზმებიც დღემდე იყო იგევე რჩება, შედეგსაც იგივეს მიიღებს საზოგადოება, მაგრამ იმედს ვიტოვებ, ამ საკითხში ტენდეციურობა მიკერძოება რომ აღმოიფხვრას ან შემცირდეს, ჩემის აზრით აუცილებელია გამჭვირვალე პროცესი, არა პიარ ტექნოლოგიის გამოყენებით არამედ რეალური მექანიზმების ჩართვით, რაც კომისიის მუშაობით ფსიქოლოგებისა და სასულიერო პირების დახმარებით, ვფიქერობ საზოგადოებას დადებით შედეგს მოუტანს

Share

დააკომენტარეთ




         

უსაფრთხოების კოდი
განახლება

ბანერი