განახლდა:03:01:34 AM GMT

>>> აზრი ექსპერტი ისტორიის გააზრება და "საქართველოს საკითხი"
ბანერი

ისტორიის გააზრება და "საქართველოს საკითხი"

ელ-ფოსტა ბეჭდვა
წაკითხულია 1157 ჯერ   
ტექსტის ზომა Larger Font Smaller Font
სტატიის ინდექსი
ისტორიის გააზრება და "საქართველოს საკითხი"
გვერდი 2
გვერდი 3
გვერდი 4
გვერდი 5
ყველა გვერდი
(ნაწილი ოცდამეორე)
"ისტორია ყველაზე სახიფათო პროდუქტია, ინტელექტის ქიმიის მიერ გამომუშავებული. მისი ნიშან-თვისებანი კარგად არის ცნობილი, იგი იწვევს ოცნებებს, ათრობს ხალხებს, წარმოშობს მათში ყალბ მოგონებებს, აღრმავებს მათ რეფლექსებს, აღიზიანებს მათ წყლულებს, არღვევს მათ სიმშვიდეს, მიჰყავს ისინი განდიდების ან დევნის მანიისაკენ და ქმნის ერებს მწარეს, ყოყლოჩინას, აუტანელსა და ფაცი-ფუცას".
პოლ ვალერი

ეპიგრაფად მოხმობილი მოსაზრება უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან წარსულის ტენდენციურ ხედვაზე ამახვილებს ყურადღებას, რაც ერთობ გავრცელებული მოვლენაა და გამოხატავს, ერთგან - ცალკეული პიროვნებების, მეორეგან - საზოგადოებრივი გაერთიანებების, მესამეგან - რომელიმე სოციალური ფენისა და, ბოლოს, მთელი ერის დაინტერესებას ისტორიის იმდაგვარი წარმოჩენით, რომელიც სადღეისო მიზნებს მიესადაგება და ერთგვარ არგუმენტად იქცევა თანამედროვე პოლიტიკისა თუ იდეოლოგიის პოზიციების გასამაგრებლად...

ისტორიის ტენდენციურმა ხედვამ უამრავი ნაყალბევი დოკუმენტის შეთხზვის აუცილებლობა გამოიწვია. ამის საილუსტრაციოდ ორ კურიოზულ ამბავს მოვიხმობ: VIII საუკუნეში, ფრანკთა მეფემ, პიპინ მოკლემ, რომის პაპს, სტეფანე III-ს მადლიერების ნიშნად - რადგანაც ამ უკანასკნელმა ის მეფედ აკურთხა, - აჩუქა იტალიის ცენტრალურ ნაწილში ლანგობარდებისათვის წართმეული ტერიტორია, რომლის საფუძველზეც 765 წელს, წარმოიშვა ე.წ. "პაპის სახელმწიფო". მაგრამ კათოლიკური ეკლესიის მესვეურებმა ითაკილეს ბარბაროსი მეფის წყალობა, ან უფრო სავარაუდოა, რომ სურდათ, უდაოდ ექციათ პაპის საერო ძალაუფლება და მჩუქებლად იმპერატორი კონსტანტინე დიდი გამოაცხადეს. ის, ვინც ქრისტიანული სარწმუნოება სახელმწიფო რელიგიად აქცია, შეთხზეს სათანადო დოკუმენტიც, რომელიც კარგა ხანს ეჭვსაც არ იწვევდა, ვიდრე 1440 წელს, იტალიელმა ჰუმანისტმა ლორენცო ვალამ არ გამოაქვეყნა ნაშრომი "კონსტანტინეს საჩუქრის ნაყალბეობის შესახებ" და ეს ფალსიფიკაცია არ გამოაშკარავდა.

ზემოხსენებული იმპერატორის სახელს უკავშირდება კიდევ ერთი ისტორიული სიყალბე: XII-XIV საუკუნეებში შექმნილი ე.წ. "კავშირის წიგნი", რომელიც ვითომ, ხელშეკრულებაა გავლენის სფეროების განაწილების თაობაზე, ერთი მხრივ - კონსტანტინე დიდსა და რომის პაპ სილვესტერ I-ს, ხოლო, მეორეს მხრივ - სომხეთის მეფეის თრდატ III-სა და გრიგოლ განმანათლებელს შორის; რომლის ძალითაც მაშინდელი, ანუ IV საუკუნის ქრისტიანული სამყარო, თითქოს, ორად იყოფა: დასავლეთში იბატონებს კონსტანტინე დიდი, აღმოსავლეთში კი, თრდატი. შესაბამისად, დასავლეთში სულიერ ცხოვრებას უხელმძღვანელებს რომის პაპი, ხოლო, "სომეხთა პატრიარქის ბრძანება გავრცელდეს სომხეთში, საბერძნეთში, საქართველოში, ალბანეთში, ასურეთში, სპარსეთში, ზღვიდან ზღავამდე, მდინარიდან ქვეყნის კიდემდე და სამოთხის კარამდე". მეცნიერებმა ამ "დოკუმენტის" ნაყალბეობაც დაამტკიცეს. ასეთი რამ მრავალგზის მომხდარა, რადგან ქვეყნები და ხალხები, ზოგჯერ, აწმყოს კონიუქტურას წარსულის ობიექტურ ანალიზს ანაცვალებენ ხოლმე, და ამას თავიანთი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარედ მიიჩნევენ...

მიუხედავად იმისა, რომ ქართული ისტორიოგრაფიის ობიექტური პოზიცია, მეტად მკაფიოდ ჯერ კიდევ XIV საუკუნის ქართველი ჟამთააღმწერლის სიტყვებით გაცხადდა: "ჟამთაღმწერლობა ჭეშმარიტების მეტყუელება არს, არა თვალახმა ვისიმე"-ო, მაინც, ორჯერ გააყალბეს ჩვენი ისტორია და ორივეჯერ სხვისი ინტერესების გამომხატველი იყო ეს სიყალბე და არა ჩვენი... ამათგან, ქრონოლოგიურად უახლოესი, - საბჭოური პერიოდის პოლიტიზირებული და იდეოლოგიზირებული - ქართული ისტორიოგრაფიაა; განსაკუთრებით, მისი ის ნაწილი, რომელიც ორივე რუსულ ოკუპაციას შეისწავლიდა. სწორია, ის შეფასება, რომელიც მიეცა ამ ფაქტს 1991 წელს გამოცემულ "საქართველოს ისტორიის" წინასიტყვაობაში:

"სულიერ ცხოვრებაზე საბჭოური იდეოლოგიის მავნე ზეგავლენა ყველაზე მეტად იწვნია ახალი და უახლესი ეპოქების ისტორიულმა საზრისმა. უთვალავ გამოკვლევებსა და პროპაგანდისტული ხასიათის ისტორიულ ლიტერატურაში, ფაქტები და მოვლენები შერჩეული იყო სუბიექტურად, - გააზრებული წინასწარ დადგენილი დოგმებისა და სტერეოტიპების მიხედვით. ეს ნაკლი, მთლიანად ვრცელდება საქართველოს ახალ და უახლეს ისტორიაზე. საქართველოს, მე-19 და მე-20 საუკუნეების ისტორია, შეისწავლებოდა ერთი ყალიბით, ერთიანი მეთოდოლოგიით. იგი მოწადინებული იყო, გაემართლებინა ცარისტული რუსეთისაგან საქართველოს განუყოფლობა. საქართველოს, საზოგადოებრივი პროგრესის ბაირახტრად, წარმოესახა ბოლშევიზმი, და, საბჭოური ეპოქა წარმოედგინა ქართველი ხალხის ეკონომიკური, სოციალური და კულტურული აღორძინების ხანად; მისი საუკუნოვანი ოცნების პრაქტიკულ განხორციელებად".

ზემოხსენებული საბჭოთა იდეოლოგია, სხვა არაფერი იყო, თუ არა კომუნისტური რუსეთის სახელმწიფოებრივი ინტერესებისა და პრიორიტეტების გამოხატულება; თეორიული საფუძველი იმისა, რასაც პრაქტიკულად ახორციელებდნენ და რისკენაც მიისწრაფოდნენ. ეს იდეოლოგია საზინაო იყო ჩვენთვის, მაგრამ, მაინც ამით ვხელმძღვანელობდით, ზოგი ამას გულწრფელად აკეთებდა, ზოგიც, ანგარების მიზნით. ერთნი - თავს ზევით ძალა არ არისო, მეორენი - საფარად იყენებდნენ მას. მაგრამ, როგორც არ უნდა ყოფილიყო, ერთი რამ ცხადია: საკუთარი ქვეყნის ისტორიას, სხვა, და მტრულად განწყობილი ძალის მიზნების გათვალისწინებით ვქმნიდით... ეს შესაძლებელი გახდა. ახსნა, ამ მოვლენას, ეძებნება, ოღონდ, სწორი არ იქნება, თუ ყველაფერს გარეშე ძალის უხეში ზემოქმედების შედეგად მივიჩნევთ. ცხადია, ის თავის საქმეს აკეთებდა, მაგრამ, მოხალისენიც ბევრნი იყვნენ, რაც იმას მიგვანიშნებს, რომ ყოველთვის იქნებიან ადამიანები, ვინც, განსაკუთრებული ზეწოლის გარეშეც, სხვის ნებას დაჰყვებიან... ასეთი რამ, ცხადია, მარტო XX საუკუნეში არ მოხდებოდა, თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენ მუდამ გარემოცულნი ვიყავით ისეთი ერებით, რომლებიც ყველა ეპოქაში მკვეთრად ავლენდნენ ეთნოცენტრიზმს და, ამავე დროს, იდეოლოგიური ბრძოლის მნიშვნელობასაც კარგად აცნობიერებდნენ. ეს ხალხები, თავიანთი ეროვნული ინტერესების გამოხატვას არა მხოლოდ საკუთარი ლიტერატურის, ან ისტორიოგრაფიის მეშვეობით ახერხებდნენ, - რაც სრულიად ბუნებრივია, - არამედ, ცდილობდნენ, ეპოვათ მოკავშირე სხვა ქვეყნებში, იქაურ მწიგნობართა შორის... ნუ გაგვიკვირდება ასეთი ქმედება და, ნუ ვიმსჯელებთ საკუთარი ხასიათიდან გამომდინარე. ქართველები ასე არ ვმოქმედებდით. სხვათა შორის, ამიტომაც ვერ შევძელით ის, რომ ჩვენი პრობლემები სხვა ხალხებს, ამა თუ იმ ფორმით, გაეთავისებინათ და მათ მოგვარებაში დაგვხმარებოდნენ... სამაგიეროდ, ამგვარ პოლიტიკას წარმატებით ახორციელებდნენ ჩვენი მეზობლები: სომხები, უკვე ორიათასი წელია, ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რათა მსოფლიო საზოგადოება მათ ინტერესებში გარკვეულიყო და მათთვის ანგარიში გაეწიათ. ამ მიზნით, ისინი არ ერიდებოდნენ ფაქტებისა და მოვლენების ცალმხრივ წარმოჩენას, რამაც, სომხურ წყაროებს, გარკვეულწილად, ობიექტურობა დაუკარგა; მაგრამ, მიუხედავად ამისა, მათ შედეგიანად იყენებდნენ პოლიტიკური მიზნით... ამ ასპარეზზე სომეხთა წარმატება გასაოცარი სიჯიუტით განხორციელებული, უაღრესად მიზანდასახული იდეოლოგიური ბრძოლის შედეგია, რომლის დროსაც გამოიყენეს ყველა დასაშვები და დაუშვებელი ფორმა და საშუალება...

ეს მაფიქრებინებს, რომ XI საუკუნის ქართველი მემატიანის, ლეონტი მროველის მეცნიერული თვალთახედვისათვის დამახასიათებელი არმენოფილური ტენდენციები, სომეხთა მიერ წარმოებული ზემოხსენებული იდეოლოგიური და პოლიტიკური ბრძოლის გამოძახილია, - სხვაგვარად ამისი ახსნა შეუძლებელია.

ამიტომ, თუ გვსურს ჭეშმარიტების დადგენა, და "ქართლის ცხოვრებაში" არსებული ზოგიერთი კონცეპტუალური ხასიათის მოსაზრების არსში გარკვევა, საჭიროა, ამ საკითხს, ძველ რომაელთა უმნიშვნელოვანესი კრიმინალური პრინციპის: "Qუი ბონო?”- ვისთვისაა სასარგებლოს - კუთხით შევხედოთ და, სულ ადვილად ჩავწვდებით იმ ფარულ აზრს, რომელიც მემატიანის ახირებულ შეხედულებათა უკან იმალება. კერძოდ, როცა ის ქართველთა წარმოშობისა და ფარნავაზიანთა ქართლის ისტორიის მისეულ ინტერპრეტაციას გვაძლევს, ლეონტი მროველის აზრით, კავკასიის ხალხებს ერთი წინაპარი ჰყავდათ და მისი შთამომავლობაც რეგიონის ერთი კუთხიდან გავრცელდა მთელს მხარეში: "პირველად ვახსენოთ ესე, რამეთუ სომეხთა და ქართველთა, რანთა და მოვაკანელთა, ჰერთა და ლეკთა, მეგრელთა და კავკასიანთა - ამათ თუისთა ერთი იყო მამა, სახელად თარგამოს. ესე თარგამოს იყო ძე თარშისა, ძისწული იაფეთისა; ძისა ნოესი და იყო ესე თარგამოს კაცი გმირი და შემდგომად განყოფისა ენათასა, ოდეს აღაშენეს ბაბილონის გოდოლი, და განეყვნეს მუნ ენანი და განიბნინეს მუნით ყოველსა ქუეყანასა და წარმოვიდა ესე თარგამოს ნათესავითურთ მისით და დაემკვიდრა ორთა მათ მთათა შუა კაცშეუვალთა, არარატისა და მასისსა", "ხოლო შვილთა შორის მისთა გამოჩნდეს კაცნი რვანი, გმირნი ძლიერნი და სახელოვანნი, რომელთა სახელები ესე არს: პირველსა ერქუა ჰაოს, მეორესა ქართლოს, მესამესა ბადროს, მეოთხესა მოვაკან, მეხუთესა ლეკ, მეექუსესა ჰეროს, მეშვიდესა კავკას, მერვესა ეგროს. ესე რვანი იყვნეს გმირნი. ხოლო ჰაოს უმეტეს გმირი იყო ყოველთასა, რამეთუ ეგევითარი არაოდეს ყოფილ იყო არცა წყლის-რღუნის წინათ და არცა შემდგომად ტანითა, ძალითა და სიმხნითა.



Share

კომენტარები 

0 # თორნიკე 2010-10-19 04:06  
სრულადაა ყველაფერი ციტირება
 

დააკომენტარეთ




         

უსაფრთხოების კოდი
განახლება

ბანერი