საქართველოს ადვოკატთა პროფკავშირების წევრის, პროგრამა ,,საზოგადოებრივ დამცველში" მონაწილის, ადვოკატის გროგოლ გაგნიძის კომენტარი, 8 აპრილიდან დღემდე მიმდინარე მშვიდობიან საპროტესტო შეკრებებსა და მანიფესტაციებთან მიმართებაში.
ბატონო გრიგოლ თქვენ როგორც ადვოკატი და საზოგადოებრივი დამცველი რა კომენტარს გააკეთებდით მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით.
როგორც ვიცით ე.წ. ვარდების რევოლუციის შემდგომ დღემდე მასიურად დარღვეულ იქნა ის ფუნდამენტალური უფლებები და თავისუფლებები რაც ჩვენ მოქალაქეებს მინიჭებული აქვთ კონსტიტუციით კანონით (ადამიანის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტები, საკუთრების ჩამორთმევის, სასამართლო ხელისუფლების დაკნინების თუ სხვა), და აგრეთვე იმ საერთაშორისო კონვენციების იგნორირებამ, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მიერ იქნა აღიარებული, და ამ ფუნდამენტური უფლებების მასიურად დარღვევამ, შედეგად დღეს როგორც ხელისუფლება, ასევე მთელი საზოგადოება დააყენა იმ რეალური პოლიტიკური და ეკონომიური კრიზისის წინაშე რასაც მოჰყვა საპროტესტო აქციები და მომიტინგეების მოთხოვნები.
როგორც თქვენთვის ცნობილია საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციისა და საქართველოს ადვოკატთა პროფკავშირების ერთობლივი ძალისხმევით შეიქმნა ,,საზოგადოებრივი დამცველი" რომელიც 8 აპრილიდან მთელი საპროტესტო აქციების პერიოდიოსათვის მოქალაქეებს ემსახურება და უწევს უფასო სამართლებრივ დახმარებას, საჭიროების აუცილებლობის შესაბამისად.
მოგეხსენებათ ყველა ადამიანს აქვს მშვიდობიანი საპროტესტო შეკრებებისა და მანიფესტაციებში მონაწილეობის მიღების უფლება ეს უფლებები მოქალაქეებს აქვთ მინიჭებული შემდეგი კანონების ნორმებზე დაყრდნობით. მაგ; საქართველოს კონსტიტუციის 19-ე მუხლით და კანონით შეკრებების და მანიფესტაციების შესახებ 3- მუხლით. აქვე მინდა თქვენი ყურადღება მივაპყრო კანონის შემდეგბ ინტერპრეტირებებს, მაგ. კონსტიტუციის 19 მუხლს რადგან ეს კანონი იერარქიით, საქართველოს უზენაესი კანონია;
ნაწილი 1. ყოველ ადამიანს აქვს სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის და რწმენის თავისუფლება.
ნაწილი 2. დაუშვებელია ადამიანის დევნა სიტყვის აზრის გამო, ...
საზოგადოების გარკვეული ნაწილი ასე ფიქრობს, როგორ საზოგადოებრივი დამცველი ვეთანხმები რომ, საქართველოს კანონის შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონის, მომიტინგეების მხრიდან ზედმიწევნით დაცვამ, და ორგანიზებულობამ როგორც ჩანს ხელისუფლების გაღიზიანება გამოიწვია, რის შედეგადაც სავარაუდოდ შ.ს.ს. ფარული სამსახურის ადმინისტრაციული რესურსი იქნა ჩართული, ვფიქრობ რომ ჩვენი მოქალაქეების მიმართ ფაქტიურად აქციებთან მიმართებაში მიმდინარეობს როგორც ფსიქოლოგიური ასევე ფიზიკური ტერორი რის შესახებაც არაერთხელ იქნა გაშუქებული და როგორც მასმედიის მხრიდან ასევე საქართველოს სახალხო დამცველის ბატონ სოზარ სუბარის მიერ.
ასევე საზოგადებრივი დამცველის ცხელ ხაზზე; 890-108-108; 890-109-109. 8 აპრილიდან 14 აპრილის ჩათვლით შემოსული ზარების შედეგად 50 მდე დარღვევის ფაქტი იქნა აღწერილი რაც სამართლებრივად დამუშავების შედეგად აქედან 9 სამართალდარვევის ფაქტები, შესაბამის ორგანოებს იქნა გადაცემული რაც აგრეთვე მასმედიის მხრიდანაც ყოველდღიურად შუქდებოდა.
ყოველივე ზევით ხსენებულიდან კონსტიტუციასთან მიმართებაში მინდა კიდევ ავღნიშნო რომ მოქალაქეებზე ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ტერორით ირღვევა არა მარტო ზემოთ ხსენებული კონსტიტუციური კანონის და მანიფესტაციების შესახებ კანონის მოთხოვნები, ასევე საქართველოს კანიონი პოლიციის შერსახებ შეიძლება დარღვეულ იქნეს როგორც მოქმედებით, ასევე უმოქმედობით, ამ შემთხვევაში შეიძლება ითქვას რომ, პოლიციის უმოქმედობით პირდაპირ ირღვევა საქართველოს კანიონი პოლიციის შერსახებ მუხლი 4 იმპერატიული მოთხოვნა რაც გამოიხატება შემდეგში, ..... პოლიცია მოვალეა პატივი სცეს და დაიცვას პიროვნების უფლებები და თავისუფლებები.....
ყოველივე ზომოთ მოხსენებულიდან გამომდინარე ლოგიკურიცაა ის გარემოებები რაც ამ კრიმინალური მატერორებელი ჯგუფების დროულად თუ საერთოდ არ აღკვეთის შედეგად მიიღო საზოგადოებამ, რამაც ვფიქრობ უფრო გაამყარა ის ეჭვი საზოგადოებაში რომ ეს დაჯგუფებები იმართება სახელმწიფო ადმინისტრაციული რესურსის, ფარული სამსახურის მიერ.
თქვენი აზრით მაინც რა გაძლევთ იმის ფიქრის საფუძველს რომ ეს ფსიქოლოგიური ტერორი სახელმწიფო ადმინისტრაციული რესურსიდან არის მართული?
საქართველოს კანონის შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ, მუხლი 12 ში ნათლად წერია.
ნაწილი პირველი 1. ადგილობრივი მმართველობის ორგანოები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ შეკრებებისა და მანიფესტაციების ორგანიზაციის ჩატარების სათანადო პირობები.
ე.ი. ამ შემთხვევაში ამ სახელმწიფო ადმინისტრაციული რესურსის ვალდებულებაა უზრუნველყოს, ანუ დაეხმარეოს საზოგადოებას წესრიგის დაცვაში. შედეგად რაც მივიღეთ საზოგადოებამ განსაჯოს...
აქვე მინდა როგორც საზოგადოებრივმა დამცველამა საზოგადოებისათვის კიდევ ერთ საინტერესო ინფორმაციაზე (ფსიქოლოგიური ზემოქმედების-ტერორის ) ფაქტზე გავამახვილო მკითხველის ყურადღება.
თბილისის რეგიონში, მოქალაქეებს 7-8 აპრილის დეღეებში ინდივიდუალურად მიუვიდათ საცხოვრებელ მისამართებზე, მცხეთა მთიანეთის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოდან შემდეგი შინაარსის წერილები
"...ბატონო პეტრე
ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, საპროტესტო აქციების დროს, ცალკეული ექსტრემალური დაჯგუფებები, აპირებენ პროვოკაციების მოწყობას. მოგიწოდებთ პირადად თქვენ, არ მიიღოთ მონაწილეობა კანონსაწინააღმდეგო მოქმედებებში.
პოლიცია მოგიწოდებთ, საპროტესტო აქციების დროს გამოიჩინოთ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და დაიცვათ საქართველოს კანონმდებლობა. პატივი ეცით სამართალდამცავების მოწოდებებს საზოგადოებრივი წესრიგისა და აქციების უსაფრთხოდ ჩატარების უზრუნველსაყოფად. პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, არ იქონიოთ და არ გამოიყენოთ კანონით აკრძალული ნივთები და საშუალებები..."
ერთის მხრივ, ამ წერილით პოლიცია თითქოს წესრიგის დაცვისკენ მოუწოდებს მოქალაქეს, მეორეს მხრივ ტექსტს თუ დავაკვირდებით და გავაანალიზებთ, მოქალაქე შეიძლება, ფსიქოლოგიურად დაშინდეს,(რომ იგი თუ აქციაზე გავა, მას რაიმე აკძალური ნივთი ან საგანი ან სხვა რამ, არ ჩაუგდოს პოლიციამ); დღერევანდელ შედეგებით თუ ვიმსჯელებთ ფსიქოლოგიური ტერორის კიდევ ერთ ერთი მცდელობაა, ამ წერილის ირგვლივ საზოგადოების გარკვეული ფენების და პოლიტიკური პარტიების მხრიდან გაკეთდა კომენტარები, შედეგად არაერჯეროვნად გამოითქვა აღშფოთება რომ მსგავსი შინაარსის წერილების გასული საუკუნის ავბედით 1937 და 1953 წლებში კომუნისტური მართველობის პერიოდში ე.წ. ნ.კ.ვ.დ.ე.-ს თუ სუკ-ის მიერ მიერ იგზავნებოდა პოლიტიკურად განსასხვავებული აზრის მქონე, მოქალაქეების ოჯახებში. რაც მასმედიის მიერაც იქნა გაშუქებული. მაგრამ თუ გასული კვირის საგაზეთო თუ სატელევიზიო მასმედიის საინფორმაციო კოლაჟს გადავხედავთ კიდევ ერთხელ ისმის შეკითხვა, სად არის? ის პოლიცია რომელიც ზემოთ ხსენებულ წერილში ......... საზოგადოებას ასე ზედმიწევნით აფრთხილებდა პოლიციიის ხელთ არსებული ინფორმაციით ამა თუ იმ პროვოკაციის შესახებ .....არატომ არ იცავს მოქალაქეების უფლებებს იმ ფიზიკური მატერორებელი ჯგუფების მხრიდან, რომლებიც ასე ცემენ და უზიანებენ ავტომანქანებს მოქალაქეებს.
დასასრულ ზემოთხესენებული ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური ტერორით საქართველოს კონსტიტუციისა და მანიფესტაციების შესახებ კანონების გარდა, მიმაჩნია რომ დარღევეული იქნა (ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპის კონვენციის მუხლი 31 მოთხოვნა ) სადაც წერია ......არავინ არ შეიძლება გახდეს დამამცირებელი მოპყრობის ,პატივის და ღირსების შელახვის ან დასჯის მსხვერპლი.....
და ბოლოს ერთ ბრძნული ქართული ანდაზას გთავაზობთ ,, სახელის გატეხვას თავის გატეხვა გვერჩივნოს".
ვფიქრობ ქართველი საზოგადოება ბრძენია განჯის უნარი მკითხველისთვის მომინდვია. გმადლობთ ყურადღებისათვის.

















კომენტარები