როგორც ვიცით 9 აპრილიდან დღემდე ოპოზიციური პარტიების აქციებმა ადმინისტრაციული ორგანოების ამათუ იმ ფორმით ბლოკირებებმა თავისი გარკვეული შედეგი გამოიღო; ხოლო გასული კვირის მასმედიის საინფორმაციო კოლაჟს თუ გადავავლებთ თვალს, შეიძლება ითქვას მიტინგები იქცა თეატრალიზირებული საპროტესტო აქციებად, და თავიდანვე ეს აქციები პოზიციის თუ ოპოზიციის მხრიდან, მოინათლა ნერვების ომად ე.ი. ფსიქოლოგიურად რომელი მხარეს უმტყუნებს ნერვები და გაცდება კონსტირუციურ ჩარჩოებს და ჩაიდენს ხალხის მიერ მიუტევებელ შეცდომებს.
შეიძლება ითქვას რომ, გასულ კვირას ხელისუფლების ადმინისრაციული თუ მასმედიის გააქტიურებამ პიარკომპანიამ თითქმის პიკს მიაღწია, და პროვოკაციების ტალღის მასიურმა გაშუქებამ, მას Aშემდეგ რაც შეიქმნა მობილური ჯგუფები მომიტინგეების ფიზიკური ტერორისაგან დასაცავად, რამაც ასევე შედარებით თავისი დადებითი შედეგი მოუტანა ოპოზიციის მომხრე საზოგადოებას, ფაქტიურად იკლო მომიტინგე მოქალაქეებზე აშკარა თავდასხმის რიცხვმა, მაგრამ სამაგიეროდ როგორც ვხედავთ სახელისუფლებლო ადმინისტრაციული მანქანების მხრიდან გააქტიურდა მომიტიმგეების ე.წ. საკნებში ნარკოტიკების გამსაღებელთა შეგზავნის ფაქტებმა, რაც მასმედიით აქტიურად იქნა გაშუქებული, რამოდენიმე ფაქტის გამოშკარავებით, როგორც ჩანს ხელისუფლების მხრიდან მოწყობილმა პროვოკაციულმა პიარმა ვფიქრობ კი არ დააზიანა მომიტინგეების იმიჯი პირიქით მათი გამოაშკარავებით გამოიკვეთა იმ უპრინციპო მოქალაქეების პოზიციები რომლებიც ადრე თუ გვიან მაინც ისე მოიქცეოდნენ რაც ჩაიდინეს, და ჩირქს მოსცხებდნენ ან ერთს ან მეორე მხარეს ; ალბათ უნდა ითქვას ,,ზოგი ჭირი მარგებელია"'იმიტომ რომ ამ პიარმა გამოაშკარავა არა მარტო, დამნაშავეები არამედ ის ხალხი რომლებიც ცდილობდნენ საზოგადოების და ოპოზიციას შორის გარკვეულ უნდობლობით განხეთქილების შეტანას. საინტერესოა კიდევ რას მოიმოქმედებენ მომავალში, ვისაც ხელეწიფება პროვოკაციული სიურპრიზების მოწყობა.
დღევანდელი მოქმედი დრაკონული კანონების გადამკიდე ყველი მეორე თუ არა ჩემი კოლეგების გარდა ყოველი, მეათე მოქალაქე კარგად ხვდება ვის ხელშია ნარკომომხმარებელთა სტატისტიკა, და ვისგან კონტროლდებიან ისინი, და რა გასაკვირია შესაბამისად მათ დაკვეთებსაც თუ შეასრულებენ.
თქვენი აზრით ზოგადად რა ხარისხის კრიმინალური სამართალდარღვევების ფაქტები იქნა გამოაშკარავებული?
საზოგადოებრივი დამცველის ხცელ ხაზზე ბევრი ინფორმაცია შემოდიოდა რაც სამართლებრივად თავისებურ მიდგომას საჭიროებდა რაც შესაბამისად შუქდებოდა მასმედიის მხრიდანაც, აგრეთვე როგორც უკვე არაერთხელ ითქვა, ფიზიკური ტერორის დროს ადგილი ჰქონდა თავდასხმის და ცემის ფაქტებს ადამიანის ჯანმრთელობის და სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებას, ასევე იყო ავტომანქანების განზრახ დაზიანების ფაქტებიც, რის შესახებაც ათეულობით ფაქტები იქნა დაფიქსირებული და გადაცემული სამართალდამცავ ორგანოებში შემდგომი რეაგირებისათვის.
მაგრამ როგორც უკვე მოგახსენეთ ამ ნარკოპიარის ფაქტებით რაც მასმედიით ასე აქტიურად შუქდებოდა, და გამოაშკარავებით ჩემი აზრით ადგილი გვაქვს, მთელ რიგ დანაშაულებრივ ქმედებებთან; როგორც მინიმუმ სსკ მუხლი 273 გათვალისწინებული ჯარიმები, უარეს შემთხვევაში სახეზეა უფრო მძიმე დანაშაულებრივი შემადგენლობები; თუ მოქალაქე დაიყოლიეს მძიმე დანაშაულის ჩადენაში ადგილი აქვს (პროვოკაციას, სსკ მუხლი 145. ამ მუხლი მოკლე კომენტარი ასეთია; პირი დაიყოლიებს სხვას კონკრეტული დანაშაულის ჩადენაში. დაყოლიება შეიძლება მოხდეს რჩევით, მოსყიდვით, აგიტაციით (სისტემატური ჩაგონებით ). მაგრამ თუ იგი ნებაყოფლობით დაჰყვა და გააჩნია ნარკოტიკული საშუალების ოდენობას და ხარისხს(რაც ექსპერტიზის კომპეტენციაა), შესაძლოა ადგილი ჰქონდეს უფრო მძიმე დანაშაულს, (ნარკოტიკული, საშუალების შეძენა, შენახვა გადაზიდვა, გასაღებასთან სსკ-მუხლი 260 ), ყველაფერი ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის რომ სატელევიზიო კადრებიდან ნათლად ჩანს, ფარული სამსახურის თანამშრომელი თუ ე.წ. აგენტი მივიდა საკანში შესთავაზა ე.წ. ნარკოტიკული საშუალება, და გადასცა რაც იმას ნიშნავს რომ სატელევიზიო კადრებით სახეზე გვაქვს გადაზიდვა გასაღებასთან, და თუ არ იცოდა მოქალაქემ რომ მას ფარულად კამერით უღებდნენ, სახეზეა მძიმე დანაშაულის პროვოცირება- ან დაყოლიება წაქეზება (ან შეიძლება წამქეზებელს გამიზნული აქვს სხვა პირს ჩაადენიოს რაიმე დანაშაული, მაგრამ არ სურს მისი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა). მაგრამ ფაქტი სახეზეა.
მომხდარ ფაქტებთან მიმართებაში ზოგადი კვალიფიკაცია ესეა რაც მოგახსენეთ დანარჩენი სხვა სამართალდამცავების კომპეტეციაა, თუ ეს ნარკოპიარი მხოლოდ საზოგადოების და ოპოზიციის შორის უნდობლობის დასათესად არ იყო განპირობებული, და თუ როგორც მინიმუმ იგი პიარისათვის არ იყო განკუთვნილი რაც გაშუქდა ტელევიზიით.
ის კი ნამდვილად ვიცით რომ ნარკომანიის პიარისათვის არავის არ იჭერენ ან პირიქით შეიძლება კიდეც დააჯილდოვეს, მაგარამ საინტერესოა ყველაფერი ამის მერე რამდენად გაფრთხილდებიან ან პიარ ომის რა ტაქტიკას და მეთოდებს გამოიყენებენ, თავდასხმის თუ თავდაცვის პოზიციაში მყოფი მხარეები.
და ბოლოს ვინ იცის ამდაგვარი პროვოკატორები რომლებიც ამ შემზარავი ნარკოტიკების მიღებით კიდევ რამდენ ახალგაზრდას ასე აქტიურად და სიამოვნებით ჩაითრევენ (გააფუჭებენ), და გააგრძელებენ ჩვენი საზოგადოების განადგურების მცდელობას , რა თქმა უნდა სამწუხაროა მაგრამ სახელისუფლებო მასმედიის გაცხადებული სტატისტიკით, ფაქტია რომ საქართველოში 300 000 - მდე ნარკომანია.

















კომენტარები