განახლდა:03:01:34 AM GMT

>>> აზრი ექსპერტი ხელისუფლებამ შეიძლება ნებისმიერი მომიტინგე დააპატიმროს
ბანერი

ხელისუფლებამ შეიძლება ნებისმიერი მომიტინგე დააპატიმროს

ელ-ფოსტა ბეჭდვა
წაკითხულია 1555 ჯერ   
ტექსტის ზომა Larger Font Smaller Font

როგორც საზოგადოებისათვის მასმედიის საშუალებით ცნობილი გახდა სამართალდარღვევათა კოდექსის ცვლილებებთან მიმართებაში ,მოქალაქეებისათვის ესოდენ საინტერესოა, იმ ვცვლილებებზე საუბარი რამდენადაც საჭიროა ის ხალხისათვის; სულ რაღაც ორიოდე კვირის წინ ხელისუფლებამ თავისი ახალი ტენდენციური , პოლიტიკური ნება გამოავლინა რაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის გამკაცრებაში გამოიხატება.

ვფიქრობ თითოეული მოქალაქეც კარგად ხვდება, რომ ეს ცვლილებები დაკავშირებული არის მიმდინარე საპროტესტო პოლიტიკურ ვითარებებთან, ოპოზიციის მომხრეთა დასათრგუნავად თუ დასაშინებლად, რა ნათელი მაგალითიც იყო, სულ რაღაც ორიოდე თვის წინ, დიღმის ქალაქის სამმართველოსთან განვითარებული მოვლენების შედეგები დარბევის და ცემის ფაქტებთან მიმართებაში, ვფიქრობ რომ ხელისუფლება ჩათვალა რომ ესეთი ხშირი დარბევები მიზანშეწონილი არ არის და წამგებიანია, რადგან მათთვის აშკარად იმიჯის შელახვით მთავრდებოდა საერთაშორისო ორგანიზაციების მონიტორინგის შედეგად, ამიტომ ისენი თვლიან რომ ახალი საკანონმდებლო ცვლილებებით, ხელ ფეხი გაუხსნის აქციებზე მოწყობილი პროვოკაციების ალბათობის ზრდას ამა თუ იმ მზაკვრული მეთოდებით, რათა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევების შედეგად დაშალოს ან/ დააკავოს პროტესტის გამოსახატავად ქუჩაში გამოსული მომიტინგეები, განსაკუთრებით კი ის მოქალააქეები ვინც საზოგადოებრივ ადგილებში წესრიგს დაარღვევევენ. მათ დააკავებენ და გაასამართლებენ ადმინისტრაციული სამართალ დარღევევისათვის 30 დღის ნაცვლად 90 Dდღემდე პატიმრობით იმის გათვალისცინებით რამდენად აქტიურია ესა თუ ის ოპოზიციის მომხრე თუ აქციის მონაწილე, ან/და შეუფარდებენ საჯარიმო სანქციას 1000 ლარის ოდენობით, რა თქმა უნდა ესეც მიმართულია იმისკენ რომ ხალხი დაშინდეს და არ გავიდეს აქციებზე ან და თუ გავლენ ერთგვარი შიშის სინდრომის ქვეშ იყვნენ ვინმე ერთი ორი პროვოკატორის გამო პოლიციამ არ დაარბიოს ან/და არ დააკავოს ისენი. ვფიქრობ საზოგასოებისათვის საინტერესო იქნება იმ ცვლილებების ჩამონათვალი რაც ზემოთ ხსენებულ საუბარს შეეხება:

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ცვლილებები

1. მუხლი. 166 -ე (წვრილმანი ხულიგნობა) ჩემი აზრით ამ მუხლით გახშირდება პროვოკაციების მოწყობა განსაკუთრებით ახალგაზრდა მომიტინგეების მიმართ, ამ შემთხვევაში ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა 30 დან 90 დღემდე იზრდება.

2. მუხლი. 173 სამართალდამცავი ორგანოების მუშაკების კანონიერი მოთხოვნისადმი ბოროტად დაუმორჩილებლობა აქაც 30 დღიანი პატიმრობის ნაცვლად მკაცრდება 90 დღე. (ნებისმიერი მითითება პოლიციელის მხრიდან კანონიერია) თუ იგი უკანონო მითითებას არ იძლევა ან უფლებამოსილებას არ ამეტებს.

3. მუხლი. 125 შედის ცვლილება დამატება რომლიტაც იკრძალება საპროტესტო აქციებში ჯგუფურად ავტო მანქანებით მსვლელობები, რასაც ხშირად მიმართავდა ოპოზიცია დედაქალაქის ქუჩებში და რეგიონებში. აქ გამკაცრება გამოიხატება შემდეგში რომ, ასეთ შემთხვევებში მძღოლს ჩამოერთმევა მართვის უფლება 2 წლის ვადით.

4. მუხლი 150 აქვე ცვლილებებით ამ მუხლს ემატება 2-რე ნაწილი რომლითაც იკრძალება წარწერების, ნახატები სიმბოლოები გზებზე, ფასადებზე და ამისთვის სამართალდამრღვევს სანქცია ითვალისწინებს 3 თვემდე პატიმრობას

5. მუხლი 174 პრიმა. შეკრებების მანიფესტაციების ორგანიზების და ჩატარების წესის დარღვევა, დამრღვევი დაჯარიმდება 1000 ლარამდე და ორგანიზატორები 5000 ლარამდე.

მე როგორც ადვოკატს ადამინის უფლებების დამცველს, მიმაჩნია რომ როგორც ზემოთ ხსენებული ცვლილებები ასევე "შეკრებებისა დამანიფესტაციების შესახებ" კანონის, ცვლილებები ისეთივე ნაჩქარებია როგორ აქამდე იყო მიღებული ცვლილებები და განსაკუთრებით სისხლის სამართლის კანონებთან მიმართებაში, გამოდის რომ "საქმე ლაპარაკის ნაცლად" გადიქცა ლოზუნგად "ვინც არ დაგვიჯერებს ყველა ციხეში ლაპარაკის ნავლად", შეიძლება პირდაპირ ითქვას ასე საცდელი პროგრამასავით კანონების მიღებამ მიგვიყვანა იქამდე რასაც დღეს ჩვენი ხელისუფლება და საზოგადოება იმკის.

ვფიქრობ ადამიანის უფლებების სფეროში მომუშავე კოლეგები დამეთანხმებიან რომ აღნიშნული ცვლილებებით ირღვევა; საქართველოს კონტიტუციის მუხლი19 და ჯაჭვური რეაქციით, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა კონვენციები, და საერთაშორისო სტანდარტები შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ.

რამდენად ლიბერალური და დემოკრატიული კანონები გვაქვს, ეს ჩვენმა საზოგადოებამ და საერთაშორისო ორგანიზაციებმაც კარგად იციან.

უფლება მშვიდობიან შეკრების თავისუფლებაზე ითვლება ერთ-ერთ ყველაზე უფრო პრიორიტეტულ წინაპირობად დემოკრატიულ საზოგადოების არსებობისათვის.

და განვითარების რომელ სტადიაზე ვიმყოფებით და საერთოდ ვითარდება თუ არა ჩვენთან დემოკრატია ეს საზოგადოებამ განსაჯოს.

Share

დააკომენტარეთ




         

უსაფრთხოების კოდი
განახლება

ბანერი