როგორც ვიცით ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებამ მთელი რიგი ვალდებულებები იკისრა როგორც ნატოსთან ინდივიდუალურ პარტნიორულ სამოქმედო გეგმებისა ასევე, ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმების განხორციელებაში. ასევე საზოგადოებისათვის ცნობილია, ერთ ერთი ძირითადი მტკივნეული საკითხი რაც, იყო და რჩება სასამართლო რეფორმებთან მიმართებაში,
რომელიც ორი ათეული წელია რაც მიმდინარეობს ჩვენს ქვეყანაში ეს თემა როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების აგრეთვე სასამარლო ხელისუფლების აქილევსის ქუსლად იქცა, შესაბამისად მუდმივი კრიტიკის საგანიც გახდა, როგორც პოლიტიკური სპექტრის მხრიდან ასევე იურისტების, ადვოკატების სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, რაც შესაბამისად არა ერთხელ ნათლად აისახა, უცხოელი ექსპერტების დასკვნებში.
განვიხილოთ ე.წ. ახალი სისხ.სამართლის კოდექსის პროექტის (პირველი მოსმენით მიღებულია .2006წლის დეკემბერში) ძირითადი მტკივნეული საკითხები, რაც ,,ადვოკატის" როგორც დაცვის მხარის ზემოთხსენებულ პროცესში სამართლებრივ სტატუსს შეეხება, როგორც ვიცით დღეის მდგომარეობით დამცველის უფლებები დაკნინებულია ხშირ შემთხვევებში იგნორირებული, როგორც პროკურატურის დისკრეციული აპარატის მხრიდან, ასევე პენიტეციალური თუ სხვა სახელისუფლებო ორგანოებიდან, შესაბამისად იგნორირებულია სსს.კოდექსის მუხლი 4 ში ასახული, დემოკრატიული ფასეულობების პრინციპების, მოთხოვნები რისი არ გათვალისწინებაც აკნინებს როგორც დაცვის მხარის კონსტიტუციურ უფლებებს და თავისუფლებებს, ასევე ადამიანის კონსტიტუციურ უფლებებს და უფრო მეტიც იმ საერთაშორისო სამართლის ნორმებს რაც შეეხება ადამიანის ძირითად უფლებებს და თავისუფლებეს.
აქვე მინდა ხაზგასმით ავღნიშნო რომ როგორც, ამჟამად მოქმედ სსს.კ-ის ზოგად საპროცესო პრინციპები 6-ე მუხლში არსებული ,,დემოკრატიული პრინციპები" არის იგნორირებული,იგივე ტენდენციაა, ამ კანონ პროექტის პრინციპებში, სამწუხაროდ დამცველი -- ადვოკატი, საერთოდ დამამცირებელი ფორმაში არის ნაგულისხმევი, ინტერპრეტაცია ასეთია ,, მოსამართლე, პროკურორი, გამომძიებელი და სხვა პროცესის მონაწილეები" ანუ თითქოს დამცველი საერთოდ არ არსებობს, და არის მოაზრებული ,,სხვაში" ' პროექტის II -ე თავი, 4-ე მუხლი, 1-ლი პუნქტი სისხლის სამართლის საპროცესო პრინციპები
1)სსს.კ 4-ე მუხლში,რა თქმა უნდა სასურველია ამ მუხლში, ჩაიდოს შესაბამისი ინტერპრეტირება რაც განპირობებული იქნება იგივე კოდექსში შესაბამის მუხლებში ჩასწორების წინაპირობა დაცვის მხარის ,,ადვოკატის" სამართლებრივ სტატუსთან მიმართებაში რაც შედეგად ზემოთ აღნიშნულ კოდექსს სამართლიანს და დემოკრატიულს გახდის რაც 4-ე მუხლის 1)ნაწილში ნათლად არის ასახული,, ის ძირითადი პრინციპები რაც საფუძვლად უდევს ამ კოდექსის კანონიერებას და სამართლიანობას".... 1.1) ვფიქრობ ეს აუცილებელია რადგნ ბრალდების მხრიდან , დღევანდელი ტენდეცია დაცვის მხარის უფლებების და შედეგად მოქალაქეების მიმართ რიგ შემთხვევეში იგნორირებული, დაკნინებულია (რაშიც ვფიოქრობ დამეთანხმებიან პრაქტიკოსი ადვოკატები ) იგივე ტენდენციაა ახალი პროექტით რაც კიდევ უფრო აკნინებს ადვოკატის როგორც საპროცესო სტატუსს, ასევე მის სამართლებრივ ფუნქციებს, შედეგად მოქალაქეების უფლებებს და თავისუფლებებს.
2)აგრეთვე უნდა აღინიშნოს შემდეგი გარემოება რომ განზოგადებულად თუ კონრეტიკით ზემოთ ხსენებულ პრიციპებში და კოდექსში უნდა იქნას ჩასწორებული ან/და კონკრეტიკით ჩადებული შემდეგი ინტრპრეტირება ,,დემოკრატიული პრინციპებიდან გამომდინარე ამა თუ იმ სახელმწიფო სტრუქტურებმა და ასევე სასამართლომ და პროკურატურამ, ხელი შეუწყონ დაცვის მხარეს რათა მან გამოიყენოს ყველა ის კანონით და კონსტიტუციით მინიჭებული უფლებები და თავისუფლებები რასაც კანონი ავალებს საპროცესო მხარეებს, და პატივი სცენ მათ. 2.1) აგრეთვე სახელმწიფო ორგანოებმა პატივი სცენ და გაითვალისწინონ ევრო საბჭოს, მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციები, ადვოკატთა პროფესიის განხორციელების თავისუფლების შესახებ.
3) პრინციპების გარდა, შემდგომ შესაბამის მუხლებში, კანონის იმპერატიული მოთხოვნით ადვოკატს უფლება მიეცეს ,, მოითხოვოს და დაბრკოლების გარეშე მიიღოს სახელმწიფო ორგანოებიდან დოკუმენტი თუ სხვა ნივთმტკიცებანი" რომელიც ამა თუ იმ კონკრეტულ საქმეს შეეხება.
პროექტის მუხლი 91. 8) პუნქტი. 2008 წლის ნომბერ, დეკემბერში როდესაც განვიხილავდით ამ საკითხებს საპარლამენტო კომიტეტში, 2000 ლარი იყო დაჯარიმების სასტარტო ციფრი.მაგრამ მიუხედავად კომენტარებისა და შენიშვნების წარდგენისა დაჯარიმების სასარტო ციფრის 1000 მდე დაწევას არავითარი აზრი არ აქვს რადგან მისი მაქსიმალური ზღავარი განუსაზღვრელია.
4) ვფიქრობ რომ კიდევ უნდა შემცირდეს ან უკეთეს შემთხვევაში უნდა დარჩეს ისე როგორ ეს ამჟამად მოქმედ კოდექსში არის ასახული, რომ ამოღებულ უნდა იქნას პროექტიდან დაცვის მხარის დაჯარიმების ახალი ფორმულირება, ან ამ საკითხთან მიმართებაში ამჟამად მოქმედი მუხლები ასახულ იქნას, ახალ პროექშიც, რადგან ამ პროექტით დაჯარიმება 2000 დარიდან და ზევით იწევს, ანუ უფრო მეტიც ზღვარი დაუდგენელია და ეს მექანიზმი რა თქმა უნდა ადვოკატის დასჯის მექანიზმს წარმოასდგენს, რაც შედეგად კიდევ უფრო დააზიანებს როგორც ადვოკატის პროფესიულ იმიჯს ასევე, კლიენტის უფლებებს რაც შედეგად კლიენტსა და დამცველს შორის წარმოშობს უნდობლობას,შედეგად მთელ რიგ უფლებების დარღვევევას.
ამ კანონპროექტის მიხედვით, მოგახსენებთ კიდევ ერთხელ იგნორირებული არის როგორც შეჯიბრებათობის პრინციპი, ასევე ადვოკატის როგორც დამცველის უფლება სრულად განახორციელოს მოქალაქის ინტერესების დაცვა რომელიც მონიჭებული აქვს კონსტიტუციითა და კანონით.
რაც ესოდენ საჭირო და მნიშვნელოვანია, სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელებისათვის, სასამართლო ხელისუფლების იმიჯის აწევისათვის, და დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობისათვის,
აქვე მინდა ავღნიშნო პროკურატურას ისედაც როგორც (დისკრეციულ) ორგანოს არ შეიძლება მიეცეს იმაზე მეტი უფლებები რაც საერთოდ აქვთ და ჰქონდათ, რადგან აქვე იზღუდება დამცველს როგორც საპროცესო მხარის უფლებები, შესაბამისად იზრდება ადმიანის უფლებების დარღვევის საშიშროებები.
შედეგად დღევანდელ სასამართლო პრაქტიკაში ადვოკატის როგორც უფლებების სრული განხორციების აშკარა შეზღვუდვამ, დამცველის როგორც სისხ. სამართლის საპროცესო პრაქტიკულ სამართალცწარმოებაში როგორც მხარის ფორმალულ მხარედ ტენდენციის დამკვიდრებამ მიგვიყვანა იქამდე რომ , უკანონო განაჩენების რიცვხმა იმატა, შედეგად ბოლო წლების სტატისტიკით როგორც პატიმრების რიცხვმა მნიშნელოვნად მოიმატა, აგრეთვე გაიზარდა სტრაზბურგის სასამართლოში გაგზავნილი სისხლი სამართლის საქმეების რაოდენობა. რაც რათ თქმა უნდა სასამართლო ხელისუფლების ბოლო 10 -15 წლის განმავლობაში ჩატარებული რეფორმების სრულ კრახზე მეტყველებს.
აქვე მინდა დავამატო რომ რა თქმა უნდა ხელისუფლება პროკურორის დონეზე უფლებების გაზრდის ფუფუნებას არ მოგვცამს, მაგრამ ყოველივე ზევით მოხსენებულიდან გამომდინარე მიმაჩნია რომ, უნდა გაიზარდოს დამცველის უფლებები რაც ასევე გაზრდის მართლმსაჯულების განხორციელების ხარისხს, რაც ხელს შეუწყობს ობიექტური და სამართლიანი განაჩენების და ვერდიქტების გამოტანას, შედეგად საგრძნობლად შემცირდება სტრაზბურგში გაგზავნილი საქმეების რაოდენობა. რაც ესოდენ იმიჯს ულახავს როგორც მართმსაჯულების პრინციპების განხორციელებას საქართველოში, ასევე მთავრობას და ხელისუფლებას საერთაშორისო არენაზე.

















კომენტარები
სსკ—- სისხლის სამართლის კოდექსს, რის მიხედვითაც უშჯიან სისხლის სამაღთლის კოდექსის მიხედვით, მუხლობრივად ამა თუ იმ დანაშაულისათვის მაგ. მუხლი 180 თაღლითობა და სხვა. ციტირება