როგორც ვიცით დღევანდელი, პოლიტიკური, ეკონოკიკური და სამართლებრივი კრიზისი განსაკუთრებით ბოლო, წლების განმავლობაში მწიფდებოდა, და საზოგადოებაში პროტესტის მუხტის დაგროვებამ და ადამიანის ძირითადი უფლებების და თავისუფლებების შელახვამ, შედეგად, მათ მიმართ ცინიკურმა დამოკიდებულებამ,
ქვეყანა იმ მწვავე გამოცდის წინაშე დააყენა რასაც, 2007 წლის 7 ნოემბრი და 2008 წლის აგვისტო ტრაგიკული მოვლენები მოჰყვა. ასევე შეიძლება ითქვას ყველაფერს ფასადურს და გარეგნულად გალამაზებულს რომლებიც ასე ლამაზად მოჩანდა კომფორტული კაბინეტებიდან, მსოფლიო საზოგადოება და საერთაშორისო დონორები დააყენა იმ მწვავე რეალობის წინაშე, რომ თურმე საქართველოში ისევ საჭიროა და დასახვეწია საკანონმდებლო ცვლილებები, კონტიტუცუირი ცვლიბები, სისხლისამართლებრივი პოლიტიკის ცვლილებები, სასამართლო რეფორმები და სხვა.
ორიოდე სიტყვით შევეცდები კომენტარი გავაკეთო იმ მტკივნეულ თემებზე რაც ასე აქტუალურია საკანონმდებლო და საკონსტიტუციო ცვლილებებთან მიმართებაში....
საქართველოს კონტიტუცია ,, საქართველოს მოქალაქენი, რომელთა ურყევი ნებაა დაამკვიდრონ დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ეკონომიური თავისუფლება, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო, უზრუნველყონ ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებანი და თავისუფლებანი ,, ....... .
როგორც ვიცით საკანონმდებლო თუ საკონსტიტუციო ცვლილებები, იმდენად საჭიროა ქვეყნისთვის რამდენადაც ამას საზოგადოება მოითხოვს მაგრამ სამწუხაროდ ზოგადად დამკვიდრებული ტენდენციით ჯერ ქმნიან კანონებს შემდეგ ახდენენ დაკვირვებებს რამდენად სასიკეთოა ესა თუ ის კანონი ვითომ ხალხისთვის, სინამდვილეში ამათუ იმ სამთავრობო პოლიკისის გამტარებელი გუნდისთვის, სამწუხაროა იმ ფაქტორის იგნორირებითი დამკვიდრება რომ კანონი უნდა იქმნებოდეს ხალხისთვის Dდა საზოგადოებისთვის რაც როგორც წინა მოწვევის პარლამენტის და დღევანდელ კანონშემომქმედებზე ალბათ არ ითქმება, პოლიტიკა და სამართალი რომ ურთიერთ განუყოფელი ნაწილი იყო არის და იქნება ეს უდაოა მაგრამ ასე გამუდმებით არაორდინალურად კანონების ცვლამ ვფიქრობ მიგვიყვანა იმ პოლიტიკურ სამართლებრივ კრიზისამდე რაც საერთოდ ჭირს ჩვენს ქვეყანას და საზოგადოებას, ,, შექმნიან ერთ კანონს რაღაც პერიოდის შემდეგ რომელიღაც გუნდს არ მოეწონება ესა თუ ის კანონი ახლა ისევ ცვლილებები და შეიძლება ითქვას რაც დღევანდელობას შეეხება კანონების ხშირმა ცვლილებებმა ასევე გამიოწვია ის რომ ხშირია კაზუსები რაც ძირითადად მდგომარეობს იმაში რომ იერარქიით ამა თუ იმ კანონის არ დაქვემდებარება საქართველოს უზენაეს კანონს კონსტიტუციას, წარმოშობს გაუთვალისწინებელ შედეგებს სამართალ წარმოებაში რაშიც ალბათ კოლეგებიც დამეთანხმებიან.
რომელიც შეიძლება ასევე ითქვას 2003, 2004, 2006 წწ -იდან კონსტიტუციიდან ტენდენციურად ამოღებულ იქნა გარკვეული მუხლები , და თუ პიარკომპანია არ არის რომ რაღაცა კარგი იქმნება, აბა სხვა რა შეიძლება დაერქვას გასული ექვსი წლის მანზილზე ისევ აქტუალურია კონტიტუციური თუ სხვა კანონების ცვლილებები...
ერთერთი ძირითადი მტკივნეული საკითხი ვფიქრობ ის არის რომ 2003წლის შემდგომ კონსტიტუციაში განხორციელებულმა ცვლილებებმა ზედმიწევნით დააკარგიანა სასამართლო ხელისუფლებას დამოუკიდებლობა, შედეგად მივიღეთ სასამართლო ხელისუფლება მართველი გუნდისათვის და არა ხალხისათვის, ასევე არა ერთხელ გაკეთდა სატელევიზიო კომენტარები როგორც ბატონი სოზარ სუბარის მხრიდან ასევე პოლიტიკოსების მხრიდანაც მასზედ რომ კონსტიტუციის ე.წ. ცვლილებების შედეგად მთელი საზელმწიფო სტრუქტურების კონცენტრაცია მოექცა ერთი პირის სახელმციფო მეთაურის პრეზიდენტის გავლენის ქვეშ..
ჩემი სუბიექტური აზრია მაგრამ ამ ხშირი კონტიტუციური და კანონების ცვლილებებით ვფიქრობ შეიქმნა ძალიან ცუდი პრეცედენტი, იმ ასპექტში რომ შესაძლოა მომავალმა ხელისუფალმა იგივე გაიმეოროს ანუ ჭრას და კეროს, კანონები ისე როგორც მათ ეს მოესურვებათ, ამ ცვლილებების მიღების შემდეგ თუ ისინი საერთოდ იქნა მიღებული, რამოდენიმე წელში ისევ აქტუალური იქნება იგივე საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება და თუ რატომ ამის განსჯა საზოგადოებისათვის მიმინდვია.... .
როგორც უკვე ითქვა დავინახეთ კანონების ასე დაჩქარებულმა ცვლილებება მიგვიყვანა იმ პოლიტიკურ სამართლებრივ კრიზისამდე, ყოველივე ამ საკითხსე შეიძლება ბევრი ვიმჯელოთ მაგრამ ვფიქრობ რომ უნდა აღდგეს 2003 წლამდე მოქმედი კონსტიტუცია რადგან იგი ბევრად დემოკრატიული და სამართლიანი იყო, ვფიქრობ წინააღმდეგ შემთხვევაში ამ კანონპროექტებზე პარლამენტში მომუშავე კომისიები შექმნა არის დროის გაწელვის მიზნით რაღაც ახალის მოლოდინში ყოფნა, რაც ისევ რაღაც გარკვეული პიარისათვის არი განწირული, და საზოგადოებას შედეგად არაფერს სასიკეთოს არ მოუტანს, თუ ვინმეს არ სჯერა დააკვირდნენ პროცესებს რისი მოწმეებიც თავად გახდებიან ... ამრიგად მიმაჩნია რომ 1995 წლის 24 აგვისტოს მიღებული კონტიტიცია ბევრად სამართლიანი და კონტიტუციური იყო. ამის განსჯა საზოგადოებისათვის მიმინდვია.... .
აქვე მინდა ავღნიშნო რომ , სახელმწიფო პოლიტიკური ნება თუ იქნება პარლამენტს შეუძლია ერთი დადგენილებით აღადგინოს 1995 წლის კონსტიტუცია, და შემდგომ იმსჯელონ სამომავლო იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე.
და მაინც რა თქმაუნდა საკანონმდებლო ცვლილებები საჭიროა მაგრამ არა ისე ფასადურად როგორც ეს კანონშემომქმედებს სჩვევიათ და მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის დასანახად როგორც ეს საერთოდ ხდებოდა კანონების ცვლილებებთან მიმართებაში განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში, ყოველივე ზემოთ განხილულს უნდა ახლდეს მთავრობის ხელისუფლების მხრიდან სამართლიანი პოლიტიკური ნების, დამკვიდრება ეს ხელისუფლება იქნება თუ სხვა პირველ რიგში უარი უნდა ეთქვას ტენდენციურ და შერჩევით მართლმსაჯულებას რადგან პოლიტიკა და სამართალის ბალანსი უნდა იყოს ხელისუფლება და შემდეგ საზოგადოება რაც ესოდენ საჭიროა ჩვენი ქვეყვისათვის..
ზოგადად სისლის სამართლის პოლიტიკაზე არაერთხელ გვისაუბრია ბევრიც დაწერილა, პრესით თუ ელექტრონულ მედიით, ამჯერად მინდა გავამახვილო ყურადღება, იმ მუხლებზე რომელთა წყალობითაც იზრდება პატიმრების რიცხვი ჩვენს ქვეყანაში, ვფიქრობ რომ ზედმიწევნით ნაჩქარები ნაბიჯები იქნა გადადგმული როდესაც, სისხლის სამართლის კოდექსიდან ამოღებული იქნა მუხლი 59-ე სასჯელის დანიშვნა დანაშაულთა ერთობლიობის დროს ნაწ.4-ე როგორც გვახსოვს აქ იყო შანთქმის პრინციპი, მკაცრი სასჯელი შთანთქმავდა ნაკლებად მკაცრ სასაჯელ, თუ ახალი კანონის მიღებამდე დანაშაულთა ერტობლიობით სასჯელთა შეჯამებისას ვადიანი თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ვადა იყო 25 წელი 2007 წლიდან ეს ვადა გაიზარდა 30 წლამდე ხოლო განაჩენთა ერთობლიობით სასჯელთა შეჯამებისას 40წელი, ასევე 2006 წლის დეკემბრიდან მიღებულ, 59-60 მუხლების ინტერპრეტაცია გაერთიანებულ იქნა, 59 მუხლში. ვფიქრობ კანონმდებლის მხრიდან სასჯელთა კრებათობა და განაჩენთა კრებათობის შედეგად ორიენტირებული იყო პატიმრის ან მისი ოჯახის წევრების გადახდის უნარიანობასთან (ხაზინის სასარგებლოდ), ის რომ სასჯელი რაც დიდია შესაბამისად საპროცესო თანხის სიდიდის მოთხოვნის ალბათობაც მაღალია, სასჯელის შეფარდების შედეგად მას ექნებოდა თანხა საპროცესო შეთანხმებასათვის გადსახედელად, ალბათ ეს მუხლები გათვლილი იყო რომ პატიმრის ოჯახი გადაიხდიდა და გარეთ გამოვიდოდა; მაგრამ ეს პრინციპი შეიძლება გამართლებული ყოფილიყო იმ შემთხვევაში თუ საქართველოში დასაქმებულთა რაოდენობა და ხელფასები ისევე მაღალი ოქნებოდა, რომელი ქვეყნიდანაც იქნა გადმოღებული ეს კანონები; აშშ , თუ გერმანია,საფრანგეთი, წინააღმდეგ შემთხვევაში პატიმრების რაოდენობის ზრდა, მომდევნო ათი წლის განმავლობაში კატასტროფულ რიცხვს მიაღწევს, ასევე სარჩენად დააწვება სახელმწიფოს, შესაბამისად ისედაც ჩვენს გაჭირვებულ საზოგადოებას;
მაგ: აშშ კერძო დაცვის სამსახურებში რიგითი დაცვის მოსამსახურის ხელფასია 3500 აშშ დოლარი როდესაც საქართველოში იგივე სამსახურებში ხელფასები 120 ლარიდან 500 ლარამდე მერყევობს ანუ იმას მოგახსენებთ რომ ზემოთ ხსენებული მუხლების შემოღება გამართლებული იქნებიოდა მაშინ თუ ქვეყანაში ეკონომიკა სოციალური საკითხები ამერიკის დონეზე თუ არა ევროპის სტანდარტებს მაინც უნდა აკმაყოფილებდეს, ეს დაუსაქმებლობა უცხოეთში სამუშაოდ გასვლაზე ბიუროკრატიული ბარიერების შექმნა, ყველაფერმა ამან მომავალში შეიძლება გაასამმაგოს პატიმართა რიცხვი 2007 წლის ბოლოს 18310 -ს შეადგენდა ვფიქრობ მათი არ დასაქმება და ამ პრობლემების გაუთვალისწინებლობა, წარმოშობს პატიმართა და საზოგადოებას შორის კიდევ უფრო დიდ ნაპრალს, დროებით შეიძლება დაწყნარდა კრიმინოგენული სიტუაცია მაგრამ ისენი ხომ ჩვენი საზოგადოების განუყოფელი ნაწილი არიან, და ადრე თუ გვიან ხომ ისევ თავიანთ საახლობლოს, ოჯახებს დაუბრუნდებიან იმედია გამოსწორებულები მაგრამ უმეტესობა დაკომპლექსებული, რომ ესენი საზოგადოებამ და ხელისუფლებამ გაწირა და გარიყა, და ყველაფერი ამის შემდგომ ეს ხომ ჩვენს საზოგადოებას ბუმერანგივით უკან ორმაგად დაუბრუნდება, ჩემი აზრით განსაკუთრებით ამ პრობლემებზე უნდა გაამახვილოს ხელისუფლებამ და საზოგადოებამ ყურადღება.
და საერთთოდ ეს ტენდენცია თუ გაგრძელდა რამაც დღევანდელი პოლიტიკური, ეკონომიკური და სამართლებრივი კრიზისი შექმნა, ვფიქრობ შემოდგომაზე უფრო მეტ უმუშევარობას მივიღებთ ვიდრე დღეს გვაქვს და შესაბამისად პროტესტის ფორმაც უფრო მწვავე და მძაფრი იქნება.
















