განახლდა:03:01:34 AM GMT

>>> აზრი საზოგადოება გუანტანამოს პატიმრების ჩამოყვანით ტერორისტების ყურადღების ცენტრში მოვექცევით
ბანერი

გუანტანამოს პატიმრების ჩამოყვანით ტერორისტების ყურადღების ცენტრში მოვექცევით

ელ-ფოსტა ბეჭდვა
წაკითხულია 584 ჯერ   
ტექსტის ზომა Larger Font Smaller Font

ჩემი აზრით ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები ხელისუფლების პიარს ემსახურება და ქართულ პოლიტიკაში რაიმე დაედებით პოზიტიურ ცვლილებებს არ ვუნდა ველოდოთ.

როგორც ვხედავთ, თვითგადარჩენის პოლიტიკური ინსტიქტიდან გამომდინარე, ხელისუფლებამ გაახშირა არჩევნების ჩატარება, მათი არაორდინალური პოლიტიკური პოზიციიდან გამომდინარე ბოლო წლებში განვითარებული, როგორც საშინაო ასევე საგარეო პოლიტიკური კრახი განიცადა, ამჟამად ადგილობრივი თვითმმართველობის დანიშვნა-ჩატარება რათქმა უნდა ხელისუფლების წისქვილზე ასხავს წყალს, როგორც ვიცით საპარლამენტო ოპოზიციის მსგავსად ზოგიერთი პოლიტიკური პარტიები მიყვება ხელისუფლებას ამ დადგმულ სპექტაკლში, რათა კიდევ ერთხელ დაუკანონოს ხელისუფლებას არჩევნები, გაამარჯვებინოს და ლეგიტიმაცია სესძინოს მას, და შემდეგ გაუთავებლად იყვირონ ,,გააყალბეს-გააყალბესო”...თუ თავიდანვე ზოგიერთი პოლიტიკური სუბიექტი ვინც ამ დადგმულ სპექტაკლში აპირებს მონაწილეობის მიღებას და წინასწარ კულუარებში აცხადებენ რომ არჩევნები წინასწარვე გაყიდულია და დიდია გაყალბების ალბათობა და ა. შ. იმის კითხვა რომ რატომღა მიყვებიან მათ მიერ დადგმულ სპექტაკლში?, როდესაც აგერ უკვე გამოცდილება აქვთ რომ ხელისუფლების მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის და საბიუჯეტო სახსრების არჩევნების დროს გამოყენების ფაქტები იყო დაფიქსირებული; დაფიქსირებული იყო ე.წ. კარუსელები, და ასევე საუბნო ვიდეო ჩანაწერებს დროულად არ აწვდიდნენ, დაინტერესებულ სადამკვირებლო ჯგუფებს ოპოზიციის პრეტენზიის შემთხვევაში ან თუ აწვდიდნენ მონტაჟიანი და არა სრული იყო, ასევე ხელოვნურად გაბერილი იყო დამატებითი სიები რომლებიც წითელ კონვერტებში თავსდებოდა, ითვლებოდა მხოლოდ საოლქო კომისიაში და ცეესკოს ცენტრალურ ადმინისტრაციაში, და ასევე სიების ხელოვნურად გაბერვა და დაუზუსტებლობა ხომ საერთოდ ცეესკოსთვის საარჩევნოდ აქილევსის ქუსლად იქცა. ეს ყველაფერი ხომ როგორც არასამთავრებო ორგანიზაციების და პოლიტიკური პარტიების სადამკვირვებლო ჯგუფების ასევე საერთაშორისო სადამკვირებლო ორგანიზაციების მიერაც, დაფიქსირებულ იქნა რაც ასევე ხელისუფლების წარმომადგენლებმაც აღიარეს, ასევე ვფიქრობ ოპოზიციამაც კარგად იცის რომ ეს ზევით ჩამოთვლილი და სხვა ხარვეზები რომლებიც არჩევნების ობიექტურად ჩატარებას ხელს შეუშლის, გამოსწორებული არ არის მაგრამ ეს ყველაფერი აქვე წარმოშობს აზრს რომ ხელისუფლებას და ოპოზიციის გარკვეულ ნაწილს შორის ხდება რაღაც გარიგება და არის დიდი ალბათობა რომ ეს არჩევნებიც იქცევა მხოლოდ ხალხის და საზოგადოების თვალის ასახვევად, რაც ბოლო წლების განმავლობაში რამდენჯერმე მოხდა. ამჯერადაც ეს არჩევნები თუ ფარსად იქცა რაც საზოგადოებისთვის სამომავლოდ აუცილებლად ცნობილი გახდება, სამწუხაროდ, რასაც აგრეთვე შეიძლება საზოგადოების მორიგი იმედ გაცრუება მოჰყვეს, რისი მომსწრენიც არაერთხელ გავხდით. რაც ვფიქრობ როგორც ოპოზიციისათვის, ასევე ხელისუფლებისთვის, რაც მთავარია ქვეყნისათვის დადებით შედეგის მომტანი არ იქნება, როგორც შიდა პოლიტიკურ ვითარებაში ასევე საერთაშორისო არენაზე.

აგრეთვე ვფიქრობ არანაკელ საინტერესო და მნიშვნელოვანია საზოგადოებისათვის ექსპერტების ის მოსაზრება რომ ხელისუფლება არჩევნების მოახლოვებული პერიოდისათვის ხელოვნურად დაძაბავს პოლიტიკურ ვითარებას ან/და შეუწყოფს მას ხელს ქვეყნის შიგნით, და არჩევნების შემდგომ ვითარება თუ გამწვავდა, წესრიგის დამყარების მიზნით ე.წ. პრორუსულად განწყობილ შიდაძალებზე გადატეხავს ჯოხს და ამ ვითარებასი განტევების ვაცად ვინ შეიძლება რომ მოისაზრებოდეს ეს ხალხმა დამკითხველმა თავად განსაჟოს..

აგრეთვე ბევრი დაიწერა და ითქვა ტელეკომპანია იმედის ომის იმითაციასტან მიმართებაში ამსაკითხთან მიმართებაში მოგახსენებთ

არამარტო საქართველო არამედ მთელი ევროპა და ამერიკაც გაოგნებულიდატოვა ამსაკითხმა,,,იმედის” ტელევიზიის გადაცემა ომის იმიტაციის თაობაზე შიდა პოლიტიკურ ოპოზიციის წრეების მიერ შეფასდა უარყოფითად. საერთაშორისო ორგანიზაციებმა, პრესამაც არაჯეროვნად გააკრიტიკა თავისმართლების პოზიციაში მყოფი ხელისუფლება, ამ საკითხთან დაკავშირები როგრც იურისტი ზოგად სამართლებრივად მიმაჩნია, რომ ეს იყო ფსიქოლოგიური ტერორი და დივერსია საკუთარი ხალხის მიმართ შეიძლება ითქვას კიდევ, რომ ხალხის მასიურად წამების ფაქტი, რაც არასამთავრობო ორგანიზაციებს ასე მკვეთრად არ შეუფასებიათ, როგორც მოგეხსენებათ წამება არ არის მარტო ცემა, ფიზიკური ტრამვის მიყენება და სხვა. წამება ასევე არის სულიერი ფსიქოლოგიური ტრამვის განხორციელება ადამიანის მიმართ. ჩემს ხელთ არსებული ზეპირი ინფორმაციით, ჯარში მომსახურე რამოდენიმე ჯარისკაცის მეუღლეებს ამ კადრების შეხედვის შემდეგ მუცელი მოეშალათ, ამ შემთხვევაში კი სახეზეა სავალალო შედეგი. აქვე მინდა კანონის ინტერპრეტაციით მოგახსენოთ რომ სისხლის სამართლის კოდექსის 408 მუხლი დანაშაული ადამიანობის წინააღმდეგ. კანონმდებელი განგვიმარტავს რომ ესეიგი ნებისმიერი ჩადენილი ქმედება სამოქალაქო საზოგადოებაზე ან პირებზე ფარო მაშტაბიანი თავდასხმის ფარგლებში. რომელიც სერიოზულ ზიანს აყენებს ადამიანის ფიზიკურ ან /და ფსიქიკურ მდგომარეობას ისჯება 14 დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით. ასევე ამ ფაქტს ამძიმებს ის გარემოება ,რომ თუ ეს დანაშაული ჩადენილია პირთა ჯგუფის მიერ . ვფიქრობ დაინტერესებული მოქალაქეებისატვის ეს კომენტარი საინტერესო უნდა იყოს. ამსაკიტხთან მიმართებაშიკი აშკარად დაირღვა არამარტო შიდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმები არამედ გაეროს კონვენციები ასევე საერთაშორისო სამართლისნორმები რომლებიც თავადხელისუფალთაც კარგად უწყიან.

აგრთვე ვფიქრობ რომ გვანტანამოს პატიმრებრები გადმოყვანი შეიძლება დაერქვას, ახირება ხელისუფლების პიარის ნაწილია და ქვეყნისათვის არანაირი დადებითი შედეგის მომტანი არ იქნება. რასაც ვფიქრობ მაქსიმუმ ერთ წელიწადში ჩენი ხალხი მომიკის, აგრეთვე მიმაჩნია რომ ხელისუფალს პატრიარქისთვის უნდა ეკითხათ ქვეყნისთვის რამდენად მიზან შეწონილი იყო ამ ნაბიჯის გადადგმა ან როგორც მინიმუმ ხალხში უნდა ჩაეტარებინა გამოკითხვა….

აქვე ვფიქრობ როგორც მედალს აქვს ორი მხარე ასევე აქვს ორი მხარე ამ საკითხს, ანუ დადებითია ის რომ ამერიკისგან და საერთაშორიშო უშიშროების თანამეგობრობისგან ტერორიზმთან ბრძოლაში უფრო მეტი ყურადღება იქნება მიქცეული ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე მაგრამ, იქნება კი ეს ასე?? ვფიქრობ როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია ხელისუფლება პოლიტიკური იმიჯის ასამაღლებლად ან/და შენარჩუნებისათვის თუ გადასარჩენად, არა ერთ არაორდინალურ ნაბიჯს დგამდა, და გადადგამს კიდეც. ერთერთი მნიშვნელოვანი იყო ჩვენი საზოგადოებისათვის ინფორმაცია რომ გვანტანამოს პატიმრები უნდა ჩამოეყვანათ, გასულ წელს ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ რომ ეს არ მოხდებოდა და პიარის დონეზე გაიყინა. ეს საკითხი ამჟამად ისევ აქტუალური გახდა, რადგან გამოგვიცხადეს რომ საერთაშორისო ტერორისტი დამნაშავეებიიდან რომლებსაც სამუდამო პატიმრობა აქვთ მისჯილი სამი პატიმარი ჩამოგვიყვანეს საქართველოში, ალბათ ეს ფაქტორი ვფიქრობ საერთაშორისო ასპარეზზე ისევ პოლიტიკური ქულების ჩასაწერად არის გამიზნული მაგრამ როგორც მედალს აქვს ორი მხარე ასევე მე მიმაჩნია საშიშია ჩვენი ქვეყნისათვის, იმ კუთხით რომ საერთაშორისო ტერორისტი პატიმრების საქართველოში ჩამოყვანა როგორც მინიმუმ ტერორისტების ყურადღების ჩენტრში მოქცევაა, მითუმეტეს იმტერაქტის ფონზე რაც ბოლოს მოსკოვში მოხდა. აქაც ვფიქრობ ჩვენი საზოგადოება კიდევ ბევრი მოულოდნელი სათავგადასავლო სურპრიზების მოლოდინის რეჟიმში უნდა იყოს, ხალხი უნდა იყოს მობილიზებული მზად, რადგან როდესაც შენი ხელისუფალი არ გინდობს და მტრის გასაკეთებელს ამათუ იმ ტერორის ფორმით თავადვე გიკეთებს სხვა ქვეყანას მტერს თუ მოკავშირეს რა პასუხი უნდა მოსთხოვო?

ჩემი აზრით ყველაფერი განვითარებული მოვლენების ფონზე,ხელისუფლება, გარიგების ტოლფასი პიარების გამოჩენით შეეცდება საერთაშორისო ასპარეზზე თავის წარმოჩენას გადარჩენისათვის. ჩემი სუბიექტური აზრია მაგრამ, ისმის კითხვა გვანტანამოს პატიმრების გულისათვის ტერაქტის შემთხვევაში პასუხისმგებლობას ვინ აიღებს? ვფიქრობ ამ საკითხს ჩემი მხრიდან საზოგადოება გაზვიადებულად არ აღიქვამს, ბოლო წლებში განვითრებულმა მოვლენებმა ნათლად დაგვანახა რომ, მათ უჭირავთ ტაქტიკა არა ხელისუფლება ემსახუროს ხალხს არამედ ხალხი ემსახუროს მათ, არასასიამოვნო მოსასმენია, მაგრამ მწარე რეალობაა რომ, განტევების ვაცად შეიძლება ისევ საზოგადოება აღმოხნდეს, ბევრ ჩვენს მოქალაქეს დააინტერესებს. ვართ კი დაცული იმ საშიშროებისაგან, რაც რუსეთში მოხდა? რომელსაც ამერიკაც და ევროპაც მოსკოვს ამ ტერაქტამდე და შემდგომაც მხარდაჯერას უცხადებდა ამ ანტიტერორისტულ ბრძოლასთან მიმართებაში, ან და საერთოდ რა პრევენციული ზომები ხორციელდება ჩვენს ქვეყანაში საზოგადოებრივი თავდაცვის კუთხით.? ვფიქრობ ეს საკითხი ჩვენი ხალხისთვის ძალზე მტკივნეული და აქტუალური თემაა. ქართველი ხალხი ბძენია და მიმაჩნია რომ ამ საკითხდან მიმართებაში შესაბამისი რეაგირება ექნებათ. Dდა საერთოდ ამ საკითხთან დაკავშირებით ერის სულიერ მამისაგან კურტხევა- ნებართვა თუ აიღეს.

და ბოლოს, ყველაფერი ზემოთხსენებულიდან გამომდინარე 2006 წლიდან გამოცხადებული ნულოვანი ტოლერანტობა ახალ ფაზაში გადავიდა რასაც ჰქვია ფსიქოლოგიური დივერსია, და ტერორი ჰქვია, უკვე იმათ მიმართაც ვინც, აქციებზე არ დადიოდა და ტელევიზიით აკვირდებოდა პოლიტიკურ მოვლენებს, მშრალი ლოზუნგი საქმე ლაპარაკის ნაცვლად, ჩვენი ქვეყნის 25 000 მოქალაქის ძიღითადად ახალგაზრდობის ციხეებში გამოკეტვით, 300 000 მოქალქის განარკომანებით და უმუშევართა სამუშაოდ საზღვარგარეთ გადახვეწით, სამწუხარო წარმატებით მიმდინარეობს. რასაც საზოგადოების ჯანსაღი ნაწილი არ უნდა შეეგუოს.

ამის განსჯა საზოგადოებისათვის მიმინდია.

ნათია ხურცილავა
გაზეთი "ახალი თაობა"
Share

დააკომენტარეთ




         

უსაფრთხოების კოდი
განახლება

ბანერი