მოქალაქეთა კავშირის სახელისათვის ბოლოდროინდელმა ბრძოლამ ნათლად დაანახა მოსახლეობას, ჟვანია-სააკაშვილისა და მათი გუნდის სახით თუ რა ძალასთან გვაქვს საქმე. ისე, კაცმა, რომ თქვას, ეს ადრეც ცხადი უნდა ყოფილიყო, მაგრამ, რაც დრო გადის, ამ პერსონათა აშკარა პოლიტიკური პარანოია ზედაპირზე გამოდის.
მივაქციოთ ყურადღება, რა გამოთქმებს მოუმატეს ჟვანიამ და მისმა თანაგუნდელებმა ჯერ სამოქალაქო, შემდგომ კი უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით. აღარაფერს ვამბობთ კანონისა და საზოგადოებრივი აზრის სრულ იგნორირებაზე. ეს პერსონები ისე არიან გათავხედებულები, რომ ფიზიკურ ანგარიშსწორებასაც აღარ ერიდებიან და ზედ რუსთაველზე ცემა-ტყეპის პროვოცირებაც მოახდინეს. არადა, ნებისმიერი პიროვნებისათვის, ვისაც ცალი თვალი მაინც გადაუკრავს ადმინისტრაციული და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსებისათვის, უმალ გასაგები გახდებოდა სასამართლოების გადაწყვეტილებათა სისწორე და კანონიერება.
"რეფორმატორებს" ძალიან უყვართ ხოლმე უცხოელ ექსპერტთა აზრის მოშველიება ამა თუ იმ საკამათო საკითხებთან დაკავშირებით. მკითხველ საზოგადოებას, ალბათ უპრიანი იქნება ჩვენც მივაწოდოთ კომპეტენტური ორგანიზაციის IRIS-ის ექსპერტის ჰოვარდ ფენტონის შეფასება მოქალაქეთა კავშირის საქმესთან დაკავშირებით. აი, რას წერს იგი:
"ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის გაცნობის შემდეგ მიმაჩნია, რომ უზენაეს სასამართლოს სრული უფლება აქვს, შეურაცხყოფილად იგრძნოს თავი ჟვანიას კომენტარებისაგან. გადაწყვეტილება მიღებულია საკმაოდ მარტივ საპროცესო საკითხზე და მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს არ ჰქონდა შესაძლებლობა, საქმე სხვაგვარად გადაეწყვიტა.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად:"სარჩელის წარდგენა სასამართლოში აჩერებს გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის მოქმედებას."
იუსტიციის სამინისტროს აქტის მოქმედება, რომლითაც ჟვანიას ჯგუფი რეგისტრირდებოდა, როგორც მოქალაქეთა კავშირის მმართველი ორგანო, შეჩერებული უნდა ყოფილიყო სასამართლოში სარჩელის წარდგენის მომენტიდან, რაც ნიშნავს აქტის გამოცემამდე არსებული ვითარების აღდგენას (ამ საქმეზე არ ვრცელდება არც ერთი გამონაკლისი შეჩერების წესიდან).
საოლქო და უზენაესი სასამართლოების გადაწყვეტილება უბრალოდ ემყარება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის
მოთხოვნებს, ვინაიდან საქმის არსებითი განხილვა ჯერ არ შემდგარა.
ეს შემთხვევა წარმოადგენს კანონის უზენაესობის ბრწყინვალე გამოვლინებას, რომელიც თავისუფალია პოლიტიკური მანიპულაციისაგან. უფრო მეტიც, ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილება იქნებოდა ურცხვი პოლიტიკური ნაბიჯი, მიღებული კანონის უზენაესობის აბსოლუტური უგულებელყოფით. რა თქმა უნდა, მეტად სამწუხაროა იმის დანახვა, რომ "რეფორმატორები" ეჭვქვეშ აყენებენ სასამართლოს კანონიერ გადაწყვეტილებას საკმაოდ უხეში გამონათქვამებით მხოლოდ იმიტომ, რომ მათ არ მოსწონთ საქმის შედეგი."
ასე ყოფილა საქმე უცხოელ ექსპერტთა აზრითაც. არადა, პარლამენტარები, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე თავად გამოდიან ძალადობის ინსპირატორებად და წამქეზებლებად – უგულებელყოფენ კანონებს, რომელიც თვითონვე მიიღეს პარლამენტში და რომლის შესრულების გარანტებიც თავადვე უნდა იყვნენ.
შეიძლება რაიმე სიკეთეს ელოდოს ხალხი ამ პერსონებისაგან?
რა თქმა უნდა, არა!
ჟვანია და სააკაშვილი დიდი ხანია ჩამოყალიბდნენ სისხლის სამართლის დამნაშავეებად. აღარაფერს ვამბობთ მათ კორუმპირებულობაზე, რის გამოც ხალხმა უკვე "გრანტიჭამიებიც" კი შეარქვა მათ.
მოგეხსენებათ, უმაღლესი რანგის თანამდებობის პირთა (პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, გენერალური პროკურორი. . .) იმპიჩმენტის საფუძველი, კონსტიტუციის თანახმად, შეიძლება გახდეს სამშობლოს ღალატი, კონსტიტუციის დარღვევა და სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა.
გაგახსენებთ 2001 წლის 1 ნოემბრის მოვლენებს, როდესაც ზურაბ ჟვანიამ – მაშინ ჯერ კიდევ პარლამენტის თავმჯდომარემ – მიუხედავად დაჟინებული მოთხოვნისა, სიტყვის თქმის უფლება არ მისცა გენერალურ პროკურორ გია მეფარიშვილს. ჟვანიამ მაშინ პირდაპირ ღია ეთერში, მილიონობით ადამიანის თვალწინ დაარღვია კონსტიტუცია, რომელიც გენერალურ პროკურორს უფლებას აძლევს, ნებისმიერ დროს სიტყვით გამოვიდეს პარლამენტში. ასეთი საქციელისათვის იგი თავისით კი არ უნდა გადამდგარიყო, უნდა გაეპანღურებინათ პარლამენტიდან.
ჩნდება კითხვა: შეიძლება ხვალ თუ ზეგ რაიმე სიკეთეს – კანონისა და წესიერების, ადამიანის უფლებათა დაცვასა და საქვეყნო ინტერესებზე ზრუნვას ელოდოს ქვეყანა ასეთი პერსონებისაგან?
რა თქმა უნდა, არა!
და თქვენ გგონიათ, ჟვანიები და სააკაშვილები – გათავხედებული მოპოლიტიკოსო კრიმინალები – მოემსახურებიან ხალხს და დაიცავენ დემოკრატიულ ფასეულობებს?
მეტი არაა ჩემი მტერი!
ცნობილია, რომ სააკაშვილის იუსტიციის მინისტრობის დროს, მისმა მაშინდელმა მოადგილემ და ახლა დემოკრატიისათვის მებრძოლმა ოქრუაშვილმა იზოლატორში შეიყვანა პარლამენტარი პეტრე ცისკარიშვილი და ციხის უფროსის მოადგილის კაბინეტში "რასბორკები" მოუწყვეს პარლამენტარის გატაცებაში ეჭვმიტანილ პატიმარს. ეს ხომ იყო ღიად და თავხედურად ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაული, რომელზეც პასუხი არ უგია არავის.
მერე რა, ხომ ისევ ერთად არიან დემოკრატიის სამსახურში ჟვანია-სააკაშვილი, ოქრუაშვილი, ცისკარიშვილი. . .
ეს თავაწყვეტილი, ძალად გაპოლიტიკოსებული პირები ხეირს დააყრიან ხალხსა და ქვეყანას?
აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ თითოეული მათგანი აშკარა ქურდია – ხაზინისა და ხალხის ხარჯზეა გაქსუებულ-გაზულუქებული და მათი იმედი შეიძლება იქონიოს ვინმემ?
კიდევ ერთი გაზულუქებული პერსონაა "რეფორმატორის" მანტიით დამშვენებული კოტე კემულარია . . .
სხვათა შორის, შეგახსენებთ, რომ პროკურატურის ერთმა თანამშრომელმა თავის დროზე, გია მეფარიშვილის გადადგომასთან დაკავშირებით, საჯაროდ განაცხადა, რომ ცისკარიშვილს ფეხი ნარკობიზნესში აქვს გადგმული და კემულარია კი კორუფციაში ოფიციალურად იმხილება. Mმაშინ რეფორმატორებმა პარლამენტში სასწრაფოდ მოიწვიეს პრესკონფერენცია და ჟურნალისტთა თანდასწრებით დაიმუქრნენ – ვუჩივლებთ იმ პიროვნებას და სასამართლოში გავაძრობთ ტყავს ცილისწამებისთვისო. არადა, გამართლდა "ცილისმწამებლის" პროგნოზი – არცერთი მათგანი ამ მიჩივლებს, რადგანაც შესანიშნავად იციან, რომ სიმართლეს ვამბობო. ისე ყველაფერი კარგი აგიხდეთ – ჩაისვარეს "რეფორმატორმა" ცისკარიშვილმა და კემულარიამ – გადაყლაპეს უმძიმესი ბრალდებები. ახლა, თქვენ როგორ ფიქრობთ, ასეთი უპირო და უზნეო ადამიანების იმედი უნდა ჰქონდეს საქართველოს?
"რეფორმატორები" ჩვენი საერთო უბედურებაა .ესაა ავადმყოფობა, რომლის მოცილება ყველა გონიერი ადამიანის მოვალეობაა, თორემ ისევ ჩაიძირება საქართველო დემაგოგიის, უკანონობის, უზნეობის, "ცისფერობის" ჭაობში და ვეღარ გვიშველის ვაი და ვიში.
"მოსაკვეთი მუწუკი უნდა მოიკვეთოს." ნიკო დვალიგაზეთი "ახალი თაობა"
#146 (2358)















