განახლდა:03:01:34 AM GMT

>>> აზრი საზოგადოება მთვარე მაკოცე ტრა..ზე!
ბანერი

მთვარე მაკოცე ტრა..ზე!

ელ-ფოსტა ბეჭდვა
წაკითხულია 1088 ჯერ   
ტექსტის ზომა Larger Font Smaller Font
მ. ლეკიაშვილი: მთვარე მაკოცე ტრა..ზე!
მ. სააკაშვილი: საქართველო მაკოცე ტრა..ზე!

მიმდინარე წლის 14 ივნისის საღამოს საინფორმაციო საშუალებების თემებიდან ორი განსაკუთრებით თვალშისაცემი გახლდათ. ეს იყო იუსტიციის სამინისტროსა (ანუ მიხეილ სააკაშვილის! თ.კ.) და განათლების სამინისტროს (ანუ მამუკა ლეკიაშვილის! თ.კ.) საკითხები.

ჩემთვის ეს ორივე მოვლენა იმთავითვე დაუკავშირდა და გადაეჯაჭვა ერთმანეთს და ჩვენი ხელისუფლების მახასიათებლად გადაიქცა.

მე ამ პიროვნებას, ანუ მამუკა ლეკიაშვილს არ ვიცნობ, არსად შემხვედრია, არც მისი სახელი და გვარი გამეგონა 14 ივნისამდე. ამ დღეს კი გავიგე, რომ იგი თურმე განათლების სამინისტროს ჩინოვნიკი ყოფილა, რომელიც სკაბრეზულად ცნობილი ლექსების გამო აიძულეს (თუ თავად გახდა იძულებული! თ. კ.) გადამდგარიყო.

მამუკა ლეკიაშვილს ერთ-ერთ ლექსში უთქვამს: " მთვარე მაკოცე ტრა..ზე "- ო!

მოგვიანებით, განათლების მინისტრმა ალექსანდრე კარტოზიამ დაიცვა თანამშრომელი და სწორედ მისი წერილიდან შევიტყვე, რომ თურმე მამუკა ლეკიაშვილი სრულიად დადებითი, აფხაზეთში ნაომარი, სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული, უპრეტენზიო, თავმდაბალი და წესიერი კაცი ყოფილა.

საბაბი არ მაქვს არ ვენდო ბატონ ალექსანდრესეულ დახასიათებას.

მე ვერ ავიღებ საკუთარ თავზე პოეზიის კრიტიკოსის ფუნქციებს. მიუხედავად ამისა, წაკითხული მაქვს რა სერგეი ესენინის შემოქმედების ფრიად სკაბრეზული ნაწილი (ლექსები და პოემები. თ.კ.) ვთვლი, რომ მასთან შედარებით მამუკა ლეკიაშვილის პოეზია ცის მანანაა . . . თუმცა ამ შემთხვევაში, მთავარი ეს სულაც არ გახლავთ.

ახლა განვიხილოთ თავად მითითებული მოვლენები დეტალურად. ვნახოთ, რა გამოგვივა;

ვინმე მამუკა ლეკიაშვილი, რომელსაც როგორც მუშაკს, მისი უფროსი ფრიად დადებითად ახასიათებს, აიძულეს თანამდებობიდან გადამდგარიყო იმ ორიოდე სკაბრეზული ლექსის გამო, რომლის არსებობის შესახებ თქვენმა მონა-მორჩილმა და ალბათ საზოგადოების უმეტესმა ნაწილმა არაფერი იცოდა.

მამუკა ლეკიაშვილი უწყებაში პირველი პირი არ გახლდათ.

ეს პიროვნება თურმე უნარიანი და წესიერი კაცია!

რიგითი ჩინოვნიკი მამუკა ლეკიაშვილი ვაჟკაცურად დაიცვა მინისტრმა კარტოზიამ. მან ყველაფერი თქვა თავისი ხელქვეითის დასაცავად, გარდა ერთისა: კი, მაგრამ რომელი კანონის რომელი მუხლი დაარღვია ლეკიაშვილმა და რატომ ითხოვენ მავანნი მის გადადგომასო.

მე, პირადად, მოქმედ კანონმდებლობაში მუხლს, რომელიც ჩინოვნიკს სკაბრეზული ლექსების წერას უშლიდეს, არ ვიცნობ.

მოგვიანებით გამახსენეს, რომ თურმე სწორედ მამუკა ლეკიაშვილის პოეზიის " განხილვას " მიძღვნია პარლამენტში ერთ-ერთი საკომიტეტო მოსმენაც.

იმ " განხილვის " შესახებ ტელერეპორტაჟი გავიხსენე - პარლამენტარი ნოდარ გრიგალაშვილი აქტიურობდა მაშინ.

მოკლედ რომ ვთქვათ, მამუკა ლეკიაშვილს, ორიოდე სკაბრეზული ლექსის გამო ანათემა მოუწყვეს - პარლამენტშიც აბურთავეს, პრესა-ტელევიზიაშიც გამოაჭენეს და აიძულეს სამსახური დაეტოვებინა.

ასეთი ზნეობრივი, უმწიკვლო ხელისუფლება, აბა როგორ მოითმენდა ლეკიაშვილის სტრიქონს: "მთვარე, მაკოცე ტრა-ზე"-ო!

ახია, ლეკიაშვილზე!

ახია, ჩემზეცა და სრულიად საქართველოზე!

ლეკიაშვილმა მთვარე " შეურაცხყო " და აბა, ეგ როგორ უნდა მოგვეთმინა, მაგრამ რა ვუყოთ, რომ იუსტიციის მინისტრი სააკაშვილი თავისი "პოეზიით" - თავისი

ყოველდღიური საქმიანობით ღიად და აშკარად ეუბნება მთელს ქვეყნიერებას:

საქართველო, მაკოცე ტრა-ზე-ო?!

რა ვუყოთ იმას, რომ "რეფორმატორებსა" და თავად პარლამენტის თავმჯდომარეს " გაზუთხული " აქვთ სააკაშვილის ეს ლოზუნგი და ყოველდღიურად გვიმეორებენ და გვიმეორებენ, ოღონდ ჩვენ -- სმენადახშულებს არ გვესმის, ან არ გვინდა გავიგონოთ მათი ეს შეძახილები?!

მკითხველს ვთხოვთ ბოლომდე ჩაიკითხოს ეს წერილი და დავანახებთ, "რეფორმატორები", პარლამენტი და თავად ღრმად პატივცემული იუსტიციის მინისტრი მიშკა საახოვი ყოველ დილაუთენია როგორ გვეუბნება:

საქართველო, მაკოცე ტრა-ზე!

ჩვენც ვკოცნით, ვკოცნით გაუთავებლად "რეფორმატორებსა" და მიშკა საახოვს.

გავიხსენოთ:

მიშკა საახოვმა, ვერაზე, თავისი კუთვნილი ბინა 70 ათას დოლარად გაყიდა. საბუთები კი გააყალბა და მიუთითა, თითქოს სამი ათასად გაეყიდოს, რითაც სახელმწიფოსა და ბიუჯეტს დიდი ოდენობით თანხა მოპარა.

დაიბეჭდა ამის შესახებ პრესაში და არა ერთხელ. კანონის თანახმად, მიშკა საახოვის წინააღმდეგ ს.ს. საქმე უნდა აღძრულიყო და თუ ციხეს გადაურჩებოდა, სულ ცოტა, თანამდებობა მაინც უნდა დაეტოვებინა.

მოხდა რამე?

რა თქმა უნდა, არაფერი მსგავსი!

გაირჩა ეს საკითხი პარლამენტში?

რა თქმა უნდა, არა!

რა გვითხრა მიშკა საახოვმა?

რა და: სისხლის სამართლის კოდექსო და კანონო საერთოდ – მაკოცეთ ტრა-ზეო!

აკოცა თუ არა კანონმა მითითებულ ადგილას?

აკოცა! აკოცა ბევრჯერ და საქვეყნოდაც. ასეა ეს -- როგორც თუთაშხია იტყოდა ხოლმე.

ჩვენ არაერთხელ მივუთითეთ, რომ მიშკა საახოვმა და კიდევ სხვა რეფორმატორებმა მოისყიდეს ცალკეული

საინფორმაციო საშუალებები და უკანონოდ გაფლანგეს ათეულ მილიონობით ამერიკული დოლარი. კანონის თანახმად ჩვენს ასეთ თავხედურ გამოხდომას დიდი აჟიოტაჟი უნდა მოჰყოლოდა -- ვთქვათ პარლამენტში.

გაირჩა ეს საკითხი ამ საპატივცემულო დაწესებულებაში?

არა, რა თქმა უნდა!

აღიძრა სისხლის სამართლის საქმე მიშკა საახოვისა ან "ცილისმწამებლების" მიმართ?

არა, რა თქმა უნდა!

გადადგა მამუკა ლეკიაშვილი, რომელმაც ჩაიდინა "უმძიმესი დანაშაული" და დაწერა "მთვარე, მაკოცე ტრა-ზე"-ო!

ჩვენს პუბლიკაციებზე კი ზურაბ ჟვანიამ და მიშკა საახოვმა დაბეჯითებით და ვინ იცის უკვე მერამდენედ, სრულიად საქართველოს მოგვაძახეს:

საქართველო მაკოცე ტრა-ზეო!

ჩვენც, უკვე მერამდენედ, დავუკოცნეთ ამ მართლაცდა სკაბრეზულ პიროვნებებს ტაკუნები და გავიბადრეთ.

სულ ახლახანს, მიშკა საახოვი სახლში შეუვარდა წყნეთში ვიღაც მეტყევეს. ეს ფაქტიც ფართოდ გაშუქდა პრესაში.

მოხდა რამე?

არაფერი. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 20-ე მუხლის მეორე პუნქტი პირდაპირ ღაღადებს, რომ "არავის არა აქვს უფლება შევიდეს საცხოვრებელ ბინაში და სხვა მფლობელობაში მფლობელ პირთა ნების საწინააღმდეგოდ" – მიშკა საახოვი შევიდა კიდეც ანგაჟირებულ ჟურნალისტთა თანხლებით, სკანდალიც მოაწყო და მფლობელის თანხმობა კი არა, თოფის სროლაც არ იკმარა და ჭერი თავზე დაამხო მეფარიძეს.

მერე რა?

კინაღამ მეფარიძე დაიჭირეს – აქაოდა, როგორ გაუბედე მიშკა საახოვს ასეთი რამეო.

ნორმალურ სახელმწიფოში ერთ პირს კი არა, მთელს ხელისუფლებას ეყოფოდა თუნდაც ეს ფაქტი გადასადგომად.

მოხდა რამე?

გაირჩა ეს საქმე პარლამენტში?

აღიძრა ს.ს. საქმე კონსტიტუციის დამრღვევის წინააღმდეგ?

მოუწყეს იმპიჩმენტი?

რა თქმა უნდა, არა!

რაო, რა თქვა მიშკა საახოვმა?

რა თქვა და – კონსტიტუციამ მაკოცოს ტრა-ზეო!

კონსტიტუციამაც მონდომებით დაუკოცნა ტაკუნები მიშიკოს!

არადა, როგორი მონდომებით გაარჩიეს მამუკა ლეკიაშვილის პოეზია პარლამენტის საკომიტეტო მოსმენაზე?!

როგორ შეიძლება განათლების სამინისტროს რიგითმა ჩინოვნიკმა დაწეროს: "მთვარე, მაკოცე ტრა-ზე"-ო!

ვაი, ჩვენს პატრონს!

აგერ, სულ ახლახანს, უკვე იუსტიციის მინისტრმა მიშკა საახოვმა მოსამართლეებს ექსკურსია ჩაუტარა-"კუტუზკით" ციხე-კოლონიებში გაასეირნა ისინი. ამ უთავმოყვარეო ადამიანებს თავი რომ შეურაცხყოფილად არ უგვრძნიათ, ალბათ, მკითხველთათვის თავისთავად ცხადი უნდა იყოს. უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ იმ დღეს, იმ "ექსკურსიის" გამო სასამართლო პროცესები ჩაიშალა, რაც კანონით დასჯადი ქმედებაა!

ახლა, ამ "ჭკუისკოლოფ" რეფორმატორებს კითხეთ ერთი, თუ "გაირჩა" ეს საკითხი პარლამენტში. თუ დაუსვა ვინმემ მიშკას კითხვა -- " ბიჭო! შენ ვინ მოგცა სასამართლო სხდომების ჩაშლის უფლება -- სხვას ამისათვის თანამდებობიდან გადააყენებდნენ კი არა, იგივე "კუტუზკით" ამოაყოფინებდნენ თავს ვირის აბანოში "ო!

რა თქმა უნდა არა!

ამჯერად კანონმა, პარლამენტმა და საზოგადოებამ კი არა, სასამართლომ -- ამ "დამოუკიდებელმა" და "მიუკერძოებელმა" დაწესებულებამ გაიწია და ვნებიანად ჩაეხუტა მიშკა საახოვის ფუმფულა ტაკუნებს.

14 ივნისს, გენერალურ პროკურატურაში, კოლეგიის გაფართოებული სხდომა ჩატარდა. გამოაქვეყნეს იუსტიციის სამინისტროს პენიტენციარული სისტემის შემოწმების მასალები.

მტერს, ისეთი ფაქტები დაასახელეს!

წაიკითხეს ერთი დოკუმენტიდან ფრაგმენტიც. დოკუმენტს ჰქვია: " ყველა განსასჯელსა და მსჯავრდებულს ". აი პასაჟი ამ " შედევრიდან ".

" მაქვს პატივი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის სახელით მოგილოცოთ დამდეგი ახალი წელი და 21-ე საუკუნე. გისურვოთ სიბრძნე და სიმტკიცე ცოდვების მონანიების რთულ გზაზე, სულიერი სიმშვიდის მოპოვებისათვის. აქვე მინდა გაცნობოთ, რომ იუსტიციის მინისტრის განკარგულებით, თქვენს მიმართ გამოყენებული ყველა ადმინისტრაციული სასჯელი მოხსნილია და 21-ე საუკუნის დადგომასთან დაკავშირებით, პენიტენციარული სისტემის ხელმძღვანელობის კეთილი ნების გამოხატულებით თვითოეულ თქვენგანს გამოგეცხადოთ მადლობა " . . .

ამ "შედევრს" სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე ზ. მსხვილიძე აწერს ხელს. ნაგიჟარის შედგენილი ასეთი დოკუმენტის შემხედვარე უწყების თავმოყვარე ხელმძღვანელი, რა თქმა უნდა, გადადგებოდა.

მერე რა მოხდა?

არც არაფერი! გამოვარდა მიშკა საახოვი ღამის "კურიერში" და იქეთ უქნია მუშტები შ.ს.ს-ს, პროკურატურას. სამაგიეროდ, სანიმუშო მაგალითად, დოქსოპულო აკაკი გოგიჩაიშვილი და მისი "მუხროვანიადა" მოიტანა, რომლის გამოც, თურმე, ს.ს. საქმე უნდა აღეძრა პროკურატურას.

აი, აქ კი, მგონი, მართალია მიშკა საახოვი. პროკურატურის უპრინციპობის შედეგია ის ცილისმწამებლური კამპანია, რაც მიმდინარეობს " რუსთავი 2 "-დან ცალკე პიროვნებებისა და თუ უწყებათა მისამართით და გამკითხავი არავინაა. ვინ უნდა მიხედოს ამ პრობლემას, თუ არა პროკურატურამ?

ასეა! იუსტიციის ყოფილი მინისტრი ჯონი ხეცურიანი ერთი გვირაბის გათხრას გადააყოლეს. მას მერე პენიტენციარული სისტემა " თბილგვირაბმშენის " ტრესტად გადაკეთდა -- ითხრება და ითხრება გვირაბები. ფეთქდება ხელყუმბარები, ტკაცუნებენ მაკაროვები . . .

მერე რა? გამკითხავი არავინაა და მიშკა საახოვიც და მთლიანად "რეფორმატორებიც" "რუსთავი 2"-დან ირონიული ღიმილით გვიჟუჟუნებენ თვალებს და ამჯერად უკვე კობა დავითაშვილსა და დოქსოპულო აკაკი გოგიჩაიშვილზეც მიგვანიშნებენ:

საქართველო! ამათაც აკოცე ტრა-ზეო!

დიახ! მამუკა ლეკიაშვილი, წესიერი, პატიოსანი, თავმდაბალი, ქვეყნისათვის თავდადებული, ნაომარი კაცი, გაიწირა მთვარის მისამართით სკაბრეზული გამონათქვამის გამო -- " მთვარე, მაკოცე ტრა-ზე "-ო.

არადა, ხეცურიანის შემდგომაც -- ითხრება და ითხრება გვირაბები, გარბიან და გარბიან პატიმრები . . . მიშკა საახოვი და ჩვენი ძვირფასი " რეფორმატორები " კი ვითომც არაფერი მომხდარა, მთელი სერიოზულობით იხილავენ ახალი გენპროკურორის იმპიჩმენტის საკითხს. რა თქმა უნდა -- ისევ კობა დავითაშვილი, ელენე თევდორაძე ( რატომ ღმერთი არ გაიცინებს! თ. კ. ) აქტიურობენ მთელი სერიოზულობით.

რა თქმა უნდა, ეს გაგრძელდება იქამდე, ვიდრე გენპროკურორის, შ.ს მინისტრის, უშიშროებისა და თავდაცვის მინისტრების თანამდებობებზე თავად " რეფორმატორები" არ მოვლენ.

მერე ნახეთ თქვენ მათი ტაკუნების დაკოცნის საზეიმო ცერემონიალები.

როგორც ვთქვით, ჯონი ხეცურიანი ერთ გვირაბს გადააყოლეს!

ხელყუმბარის აფეთქებას კი ექვსი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ექვსიც დასახიჩრდა.

მერე რა?!

არც არაფერი! გამოვიდა მიშკა საახოვი და განაცხადა: ნურას უკაცრავად! მე ამ ფაქტის გამო არ გადავდგები. ეს მტრებმა მომიწყეს. პროვოკაცია იყოო!

როგორც ჩანს, ჯონი ხეცურიანს გვირაბი პირადმა მეგობრებმა გაუთხარეს!

სწორედ ამაზე უთქვამთ: ზოგის ბამბაც ჩხრიალებსო.

პატივცემულო მკითხველებო! ბოდიშს გიხდით ჩემი ამ ტ-ებით გადატვირთული წერილის გამო, მაგრამ მ. ლეკიაშვილის ლექსისა არ იყოს, გამონაკლისი არსებობს და საქვეყნო ტკივილმა - ერთი დღის საინფორმაციო რეპორტაჟებით მოყენებულმა ტკივილმა მაიძულა ასე მწარედ მომეტანა სათქმელი.

ამას გარდა, ჩემი სიმართლის დასამტკიცებლად, დღეიდან ყური მიუგდეთ პარლამენტს - ამ პატივცემულ დაწესებულებას - აბა, თუ გაირჩევა ამ წერილში მოტანილი რამდენიმე სერიოზული ბრალდების სამართლიანობა - უსამართლობის საკითხი. თუ წამოიწევს თუნდაც "უზნეო" კვირკველიას "ს.სამართლებლივი პასუხისმგებლობის" საკითხი. მეტი არაა ჩემი მტერი - ისე ჩუმად ჩაყლაპავენ, ვითომც არაფერი მომხდარა.

სამაგიეროდ, ყოველ ცისმარე დღეს, გვიან ღამემდე, შეგვიძლია დავტკბეთ ზურაბ ჟვანიას, მიშკა საახოვის, ელენე თევდორაძის, აკაკი გოგიჩაიშვილის, ხაზარაძის, ცქიტიშვილის და სხვათა და სხვათა - ამ მართლაც სკაბრეზული პიროვნებების დემარშებით, რომელიც ერთი მარტივი ფრაზით ითარგმნება:

საქართველო, მაკოცე ტრა..ზე!

"მართალი გაზეთი"
#22 (44) ივნისი 2001 წელი.

 

გვიანდელი მინაწერი

ახლა გაიხსენეთ ილიას უნივერსიტეტში (!) მაისს ჩატარებული "ნაწარმოების" განხილვა; იგივე პოლიტიკური გუნდი, რომელმაც ერთი სიტყვის გამო მორალურად გაანადგურა მ. ლეკიაშვილი, დღეს კბილებით იცავს ე.წ. "გამოხატვის" უფლებას!

კომენტარი თქვენთვის მომინდია!

Share

დააკომენტარეთ




         

უსაფრთხოების კოდი
განახლება

ბანერი