განახლდა:02:24:27 PM GMT

>>> აზრი საზოგადოება გეი აღლუმს ყველა გმობს
ბანერი

გეი აღლუმს ყველა გმობს

ელ-ფოსტა ბეჭდვა
წაკითხულია 507 ჯერ   
ტექსტის ზომა Larger Font Smaller Font

ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ კატეგორიულად მოსთხოვა ხელისუფლებას არ დაუშვას, საქართველოს ტერიტორიაზე სექსუალური უმცირესობების - ქართველი გეების და ლესბოსელების აღლუმის გამართვა.

ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ კატეგორიულად მოსთხოვა ხელისუფლებას არ დაუშვას, საქართველოს ტერიტორიაზე სექსუალური უმცირესობების - ქართველი გეების და ლესბოსელების აღლუმის გამართვა. საპატრიარქო ასე გამოეხმაურა ქართულ ბეჭდურ და ონლაინ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციებს, რომ თითქოს 26 აგვისტოს სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლები საჯარო მსვლელობას გეგმავენ. მამა დავით შარაშენიძემ, რომელმაც გააჟღერა, მართლმადიდებლური ეკლესიის პოციზია, კერძოდ თქვა, რომ ჰომოსექსუალიზმი და გაუკუღმართებული სექსუალური ურთიერთიერთობები არის უმძიმესი ცოდვა, რომელსაც მონანიება სჭირდება.

“ვრცელდება ხმები იმის შესახებ, რომ თითქოს თბილისში ან ბათუმში, განზრახულია ე.წ გეი აღლუმის ჩატარება. ამასთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ვაცხადებთ შემდეგს. 2000-ს წლოვანი, ქრისტიანული ისტორიის მქონე ჩვენს ქვეყანაში, ასია ათასი მოწამის, სისხლით მორწყულ ღვთისმშობლის წილხვედრ ივერიაში, წარმოუდგენელი და სრულიად დაუშვებელია ხალხისათვის მისაღებ ფორმად ჰომოსექსუალიზმის წარმოჩენა, რასაც მათი საჯარო მსვლელობის მოწყობა ნიშნავს. გაუკუღმართებული სექსუალური ურთიერთიერთობები არის უმძიმესი ცოდვა, რომლის ჩამდენიც, მისგან სინანულით, აღსარებით და ზიარებით უნდა განთავისუფლდეს. ჩვენ, ასევე ვალდებულნი ვართ, კიდევ ერთხელ გავაფრთხილოთ, როგორც ადამიანის მორალურ-ზნეობრივი დაცემის ხელშემწყობნი, ისე, განსაკუთრებით, მამათმავლობის, ლესბოსელობისა და სხვა, ავხორცული გამოვლინებების ლეგალიზების უფლების მქონენი, რომ თავის თავზე, ღვთის დიდ სასჯელს მოიწევენ და ეს სასჯელი ერზეც გადავა. შევნიშნავთ, იმასაც, რომ მიუხედავად ათეისტური რეჟიმის მავნე ზეგავლენისა, ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილი ზნეობრივი ღირებულებების მტკიცე დამცველია, არა აქვს მნიშვნელობა რა აღმსარებლობისაა იგი, და, ამდენად, ჰომოსექსუალთა აღლუმი, ბუნებრივია, მათში მძაფრ რეაქციას გამოიწვევს, რაც შეიძლება, მკვეთრ დაპირისპირებაში გადაიზარდოს.“

საქართველოში მოქმედი, არცერთი არასამთავრობო ორგანიზაცია და მედია საშუალება, რომელიც სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვაზე მუშაობს არ ადასტურებს, რომ თბილისში ან ბათუმში სექს-უმცირესობების აღლუმი იმართება. როგორც „ამერიკის ხმამ“ გაარკვია, ინფორმაციის პირველწყარო, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გოგა ხაინდრავა ყოფილა. ხაინდრავამ, ჯერ კიდევ ივნისის დასაწყისში, საჯაროდ განაცხადა, რომ გეი აღლუმს, ორგანიზებას თბილისის საკრებულოს თავჯდომარის მოადგილე მამუკა ახვლედიანი უწევს. მოგვიანებით კი, ისევ საჯარო გამოსვლაში, ხაინდრავამ თქვა, რომ გეი აღლუმი ბათუმში გაიმართება და მას ეკონომიკის მინისტრის ვერა ქობალიას და ნინა ქობალია კურირებს. საბოლოოდ კი გოგა ხაინდარავამ გეი აღლუმის, „ჰომოსექსუალიზმის და სხვა გახრწლინობის“ დანერგვაში ამერიკის შეერთებული შტატების გარკვეული წრეები დაადანაშაულა.

ციტატა - "ასეთ სამარცხვინო მდგომარეობაში ჩვენ არასდროს ვყოფილვართ ისტორიის მანძილზე. დღეს ჩვენ ორი ბატონის მონა ვართ, - ერთი ბატონი რუსეთია, მეორე - ამერიკის შეერთებული შტატები და ერთის ჩანაცვლება მეორით ჯამს არ ცვლის. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ვისი მონა იქნები. მინდა გითხრათ,რომ ის გახრწნილება, რომელსაც აქ ნერგავს გარკვეული წრეები ამერიკის შეერთებული შტატებისა და ის უმსგავსობა, რასაც მხარს უჭერენ ბოკერია, რამიშვილი, სააკაშვილი, მერაბიშვილი და ბენდუქიძე, ჩემი აზრით, ბევრად უფრო დიდი საფრთხეა, ვიდრე ნებისმიერი ტანკი, ზარბაზანი და ჩექმა" ციტატის დასასრული

ქართულ ინტერნეტ ფორუმებზე, დღემდე მწვავე დისკუსიის საგანია ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება, ამერიკის კონსულად საქართველოში პატრიკ უინგეიტის დანიშვნის თაობაზე, უინტეიგი ჰომოსექსუალია და 2003 წლიდან ერთსქესიან ქორწინებაში იმყოფება. მთლიანობაში, თუ გადავხედავთ, პოლემიკას, რომელიც გეი აღლუმის შესაძლო გამართვასთან დაკავშირებით საქართველოში მიმდინარებს, ნათელი გახდება რომ ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი, უკიდურესად ჰომოფობიურია. ანუ, საზოგადოების უდიდეს ნაწილში არის შიში და საშინელი სიძულვილი ჰომოსექსუალების, ლესბოსელების, ბისექსუალებისა და ტრანსსექსუალების, მათი ცხოვრების წესის და კულტურის მიმართ. გამოგონილი გეი აღლუმის გაპროტესტებით კი პოლიტიკური ძალები, ამომრჩეველთა სწორედ ამ ნაწილის გულის მოგებას შეეცადნენ. ნიშანდობლივია, ისიც, რომ გეი აღლუმის იდეა ეკლესიასთან ერთად, წინასწარ, რამდენიმე პოლიტიკურმა პარტიამაც დაგმო. გენდერის სპეციალისტი ეკა აღდგომელაშვილი ამბობს, ასეთი სიძულვილი ინფორმაციის ნაკლებობითა და რელიგიის გავლენით აიხსნება

„ეს დამოკიდებულება თავისთავად, არახალია და არც გასაკვირია დიდად. იმიტომ, რომ ინფორმაცია, რომელიც საზოგადოებაში შეიძლება არსებობდეს, არა მხოლოდ სექსუალურ ორიენტაციასთან, არამედ ადამიანის სექსუალობასთან დაკავშირებით, საკმაოდ მწირია. ამიტომ, ადამიანები, რომლებიც არსებული წარმოდგენისა და ცოდნის საფუძველზე ცრდილობენ შეაფასონ, ვთქვათ, რა არის სექსუალური ორიენტაცია, ხანდახან ასეთ სურათს გვაძლევენ კიდევაც. განსაკუთრებით, ჩვენთან არის, ეს პრობლემა, დღევანდელ სიტუაციაში. ეს სავსებით დამახასიათებელია იმ კულტურებისთვის, რომლებიც განიცდიდნენ, იუდაისტურ-ქრისტიანული რელიგიის ზეგავლენას. ეს რელიგიები, რეპრესიულია ზოგადად სექსუალობის მიმართ და არა მხოლოდ, თუნდაც, ჰომოსექსუალების მიმართ.“

საბჭოთა კავშირში ჰომოფობია იდეოლოგიის რანგში იყო აყვანილი, ჰომოსექსუალობა კი სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლებოდა. დამოუკიდებელ საქართველოში ჰომოსექსუალობის დეკრიმინალიზაცია სისხლის სამართლის ახალი კოდექსის მიღებით მოხდა. ეს კოდექსი ძალაში 2000 წლის 1 ივნისს შევიდა. შარშან, მაისში, საქართველო ჰომოფობიის დაძლევისა და სექსუალური უმცირესობების დაცვის ევროკავშირის დეკლარაციასაც მიუერთდა. ამის მიუხედავად, ჰომოფობია, საქართველოში, დღემდე უმწვავეს სოციალურ პრობლემად რჩება.

ზაზა წულაძე
ამერიკის ხმა
თბილისი
Share

დააკომენტარეთ




         

უსაფრთხოების კოდი
განახლება

ბანერი