განახლდა:03:01:34 AM GMT

>>> აზრი საზოგადოება ახალი საპროცესო კოდექსის ზოგადი ხარვეზები და პოლიტპატიმრები
ბანერი

ახალი საპროცესო კოდექსის ზოგადი ხარვეზები და პოლიტპატიმრები

ელ-ფოსტა ბეჭდვა
წაკითხულია 769 ჯერ   
ტექსტის ზომა Larger Font Smaller Font

ახალი საპროცესო კოდექსი მართალია მნიშვნელოვანი ნოვაციაა სისხლის სამართლის მართმსაჯულების რეფორმის პოლიტიკაში, მაგრამ ვფიქრობ ნაჩქარებია მისი ამოქმედება რადგან ჯერ მიიღეს კანონი, ტარდება ტრენინგები ამ კოდექსთან მიმართებაში, და პარალელურად ხელისუფლება ამზადებს ამავე კოდექსში დაჩქარებული წესით ოქტომბრამდე 50 ცვლილების შეტანას რაც იმაზე მეტყველებს რომ ეს კოდექსი კიდევ უფრო დასახვეწია და სრულყოფილი არ არის მიუხედავად იმისა, მის მომზადებასა და შექმნაში მონაწილეობა მიიღო ისეთმა სოლიდურმა ორგანიზაციებმა როგორიცაა, უზენაესი სასამართლოს, იუსტიციის სამინისტროს, პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ,,თავისუფლების ინსტიტუტის,, ევრო საბჭოს, საქართველოს ევრო კავშირის მისიის, ამერიკის ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები, ეს კოდექსი მხოლოდ მაშინ იქნება პოზიტივის მომტანი მართმსაჯულების სისატემაში; თუ ზედმიწევნიც იქნება დაცული ადამიანის ფუნდამენტური უფლებების და თავისუფლებების ძირითადი პრინციპები რაც აუცილებელია, დემოკრატიული სახელმწიფოს მართლმსაჯულების მშენებლობისათვის.

აქვე დავამატებ რომ ცნობილია ადვოკატების მიერ მზადდება მნიშვნელოვანი შენიშვნები ცვლილებებთან დაკავშირებით, საპროცესო კოდექსთან მიმართებაში. რაც დაინტერესებული საზოგადოებისათვის სექტემბრის ბოლოსთვის გახდება ცნობილი.

თქვენი აზრით ზოგადად ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემოღება პოზიტივს შემოიტანს მართმსაჯულების სისტემაში?

ნაფიც მსაჟულთა სასამარლოსთან შემორებასასთან დაკავშირებით, არაერთხელ დაიწერა და თქმულა, როგორც პრაქტიკოსი ადვოკატი ვფიქრობ რომ ეს კიდევ ერთი მცდელობაა საერთაშორისო საზოგადოების წინაშე თავის მართლების რომ ვითომ ამით სასამართლო რეფორმები გრძელდება და ვითომ პოზიტივს უნდა ველოდოთ, რაც მხოლოდ კიდევ ერთხელ თავის მოტყვილებააა, და სხვაარაფერი. რაშიც თავად ხალხიც დარწმუნდება, კანონის ამოქმედების ანუ ამა წლის 1 ლი ოქტომბრიდან მაქსიმუმ ერთ წელიწადში განხილული საქმეების შედეგები მოგვცემს რელურად ამის დასტურის საშუალებას, სასამართლოსთან შემოღებასთან დაკავშირებით, თუნდაც იმიტომ რომ ეს ინსტიტუტი არის შუა საუკუნეების მექანიზმი, რომელმაც თავისი დრო მოჭამა ტავად ევროპაში და ამერიკაშიც, ამსთანავე წამყვანი ქვეყნები ცდილობენ გააუქმონ ეს ინსტიტუტი, ხოლო ჩვენთან ეხლა უნდათ შემოღება. Aაქვე დავამატებ რომ როგორც იურისტს მიმაჩნია რომ ამ ინსტიტუტის ძირითადი სისუსტე სამართლებრივი კუთხით არის ის რომ, საქმის მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და შესწავლის გარეშე, ნაფიცმსაჯულებს გამოაქვთ ვერდიქტი ანუ განაჩენი. აქვე დავამატებ ანუ შეიძლება ითქვას მსაჯულები სასამართლო მოსმენის შემდეგ ინდივიდუალური მორალური, შეხედულება--შეფასებიდან თანხმდებიან ვერდიქტის შედეგებზე, და რადგან ისენი იურისტები არ არიან, და კანონიც კრძალავს ამას ვფიქრობ მათი შეფასბა მხოლოდ მორალური კუთხით არა ობიექტური იქნება სამართლებრივ შეფასებასთან მიმართებაში, მაგრამ აქვე ვფიქრობ კოლეგები და მარტმსაჯულების შედეგებით, დაინტერესებული მოქალაქეები, ალბათ დამეთანხმებიან რომ, სამწუხაროდ მაგრამ ხშირად, მორალური მხარე და კანონის მოთხოვნები ერთმანეთს ეწინააღმდეგება, ანუ შეიძლება მორალურად მართალი ხარ მაგრამ კასნონი არ გამართლებს ან პირიქით.

ახალი საპროცესო კოდექსის მიხედვით საჯარიმო სანქციები 5000 ლარამდე იზრდება, თქვენი აზრით რამდენად სამართლიანია?

მიმაჩნია რომ ამ გარემოების გაანგარიშებით ზემოთ ხსენებული ჯარიმები შეიძლება ითქვას ძალზედ კატასტროფული და უსამართლოა.

ვფოქრობ პრაქტიკოსი ადვოკატების აზრით ეს ძალზედც უსამართლო და მიუღებელია, ჯარიმის ოდენობის გაზრდა 5000 ლარამდე მიმაჩნია რომ უნდა დარჩეს ამჟამინდელი მოქმედი საჯარიმო თანხობრივი ზღვარი (50 დან 500ლარამდე).Mმთელი რიგი სოციალ ფაქტორებისა და გარემოებების გამო,

საქართველოს კანონით ,,საარსებო მინიმუმის გაანგარიშების წესის,, შესახებ, რომელიც მიღებულია საქართველოს პარლამენტის მიერ 1997წლის 17აპრილს, და დღეის მდგომარეობითაც, იგივეა ანუ ითვალისწინებს შრომისუნარიან მოქალაქის საარსებო მინიმუმი შეადგენს 125ლარს,30თ.

ასევე მიმაჩნია რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით საჯარიმო სანქციები ფიზიკური პირების მიმართ ეს იქნება სე.მე.კის დადგენილებები თუ ადმინისტრაციული დაჯარიმებები ,,ვაჭრობასა და ფინანსებში,, და სხვა არ აღემატება 600 ლარს, და მხოლოდ კერძო სამართლის იურიდიული პირები ჯარიმდებიან 50 დან 5 000 და 10 000 ლარამდე, ასევე მიურებელი და გაუგებარია ადვოკატის ინტელექტუალური პროდუქტი საეღტოდ რატომ უნდა იბეგრებოდეს, და მით უმეტეს როდესაც იბეგრება 20% საშემოსავლოთი, და უფრო მეტიც რატომ უნდა ჯარიმდებოდეს ამხელა 1000 და 5000 ლარით ესეც იმ ფონზე რომ საარსებო მინიმუმი 125 ლარია და კერძო სამართლის იურიდიულ საწარმოებში ხელასის ოდენობები მინიმუმ 40 -50 ლარს შეადგენს. ზედმიცევნით უსამართლოა.

ასევე როგორც ვიცით ფიზიკურ პირად საგადასახადოში დარეგისტრირებულ ადვოკატს საგასახადო ანგარიშგების შეაბამისად, 20% საშემოსავლოს გადახდა უწევს სახ. ბიუჟეტის სასარგებლოდ, და შემგომში ე.წ. საავანსოებიც ანუ წინმსწრებად საავანსოს გადახდა მიმდინარე წლის განმავლობაში, და ეს იმ ფონზე როდესაც უმეტესობა ადვოკატების წლიური შემოსავალი 5000ლარს კი არა და 3000 ლარსაც არ აღემატება,უფრო მეტიც კლიენტან ინდივიდუალური მიდგომიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას თითქმის უფასოდაც გვიწევს, მომსახურების გაწევა.

აქვე მიმაჩნია რომ საჯარიმო ზღვარის 500 ლარზე ზევით აწევა, არა მარტო ადვოკატს გაუარესებს ფინანსურ მდგომარეობას არამედ კლიენტსაც.

აქვე ვფიქრობ საინტერსო უნდა იყვეს კოლეგებისათვის შემდეგი არგუმენტები რატომ არ უნდა გაიზარდოს 500 ლარზე ზევით ჯარიმები.

მოგახსენებთ რომ სტრაზბურგის პრეცედენტული სამართლის განაჩენებიდან და და გადაწყვეტილებებიდან ნათლად ჩანს რომ სახელმწიფოზე თანხის დაკისრებისას მაგ. საადვოკატო მომსახურება შეფასებულია 300 დან 500 ევრომდე.მაგ ( 2009წლის სტრაზბურგის სასამართლოს განაჩენებით) საქრთველოს სახელმწიფოს წარმომადგენლობა თანახმაა მხოლოდ 300 ევროს ექვივალენტის დაკისრებაზე მომჩივანის სასარგებლოდ.ამას უმეტეს შემთხვევაში თავად საერთაშორისო სასამართლოც უკმაყოფილებს, ფაქტიურად ეს იქცა მიღებულ სტანდართად. Dდა ვფიქრობ რომ ეს სტანდარტი ზემოთ ხსენებულ საჯარიმო სანქციების დროსაც უნდა იყოს გამოყენებული და გათვალისწინებული, თუ მართლმსაჯულება პრეცედენტული სამართლისაკენ ისწრაფვის.

ზემოთ ხსენებულიდან გამომდინარე, მიმაჩნია რომ ამ გარემოების გაანგარიშებით ზემოთ ხსენებული ჯარიმები შეიძლება ითქვას ძალზედ კატასტროფული და უსამართლოა.

თუ გაქვთ ინფორმაცია, საერთაშორისო მონიტორინგით, პატიმრების რაიდენობით საქართველო რომელ ადგიოლზეა?

როგორც ვხედავთ ციხეების შენებლობის ფონზე ვერ მალვენ პატიმრების რაოდენობას, და ხალხის დასაქმების მაგივრად, შეიძლება ითქვას მტრისტვის შესაშური სისწრაფით და მონდომებით შენდება და იხსნება ახალ ახალი ციხეები, რაც პატიმრების რიცხვის ზრდაზე მიუთითებს, პასუხისმგებელი შესაბამისი უწყება კი ამას იმით ხსნის რომ ახალ ციხეებში პატიმრების მდგომარეობა გაუუმჯობესებულია, და ვითომ ზველ შენობებს დანგრევას უპირებენ, და ეს სიცრუეა, რადგან ორთაჭალის ციხის ნაწილის დანგრევის გარდა სხვა ციხეების დემონტაჟი საზოგადოებას არ ახსოვს, აქვე მოგახსენებთ რომ 2009 წლის საერთაშორისო ორგანიზაციების მონიტორინგით, პატიმრების სტატისტიკური მნონაცემები, საქართველო წინ უსწრებს თავად უკრაინასაც; ყოველი 100 000 ადამიანზე საქართველოში 483 პატომარია ანუ დაახლოებით 18 000 როდესაც მათივე დაანგარიშებით:

  • ამერიკაში 763.
  • რუსეთში 688,
  • მესამეა საქართველო 483,
  • ბელორუსია385,
  • უკრაინა 314,
  • მოლდოვა 184,
  • რუმინეთი 129,
  • ბულგარეთი 124,
  • გერმანია 88,
  • ნორვეგია 70.

როგორც ვხედავთ მტრისთვის სასიხარულოდ და მოყვარესთვის სამწუხაროდ, სატატისტიკით საქართველო მესამე ადგილზეა, ამერიკასა და რუსეთის მერე.

ეს ვფიქრობ ხელისუფლების მხრიდან, საზოგადოებისთვის ცნობილი გამონათქვამის ,,საქმე ლაპარაკის ნაცვლად და გასაკეტებელი კიდევ ბევრიას შედეგია."

გაზეთი "ახალი თაობა"
10 სექტრმბერი
Share

დააკომენტარეთ




         

უსაფრთხოების კოდი
განახლება

ბანერი