განახლდა:03:01:34 AM GMT

>>> აზრი საზოგადოება ნინო ქადაგიძე-ჟვანია ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლას მიესალმება და მასთან შეხვედრის სურვილს გამოთქვამს
ბანერი

ნინო ქადაგიძე-ჟვანია ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლას მიესალმება და მასთან შეხვედრის სურვილს გამოთქვამს

ელ-ფოსტა ბეჭდვა
წაკითხულია 743 ჯერ   
ტექსტის ზომა Larger Font Smaller Font

ზურაბ ჟვანიას მეუღლე ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლას მიესალმება და მასთან შეხვედრის სურვილს გამოთქვამს . როგორც ნინო ქადაგიძე-ჟვანია გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, ბიზნესმენისგან, როგორც სამომავლო პოლიტიკურ გეგმებზე, ისე იმასთან დაკავშირებით უნდა საუბარი, იცნობდა თუ არა ზურაბ ჟვანიას და რას ფიქრობს მის საიდუმლოებით მოცულ გარდაცვალებაზე.

"ვფიქრობ, ბატონი ბიძინასთვის ძნელი იქნებოდა ზურას გარდაცვალებაზე კატეგორიული დამოკიდებულების ჩამოყალიბება მაშინ, როცა მას მერაბიშვილთან ნდობით აღსავსე ურთიერთობა ჰქონდა... მისი განცხადებებიდან გამომდინარე, მას "ვარდების რევოლუციის" შემდგომ რეფორმების გატარებაში ფინანსური წვლილი შეჰქონდა, რაშიც ხელისუფლების დაფინანსებაც შედიოდა. ალბათ, მას უხდებოდა მჭიდრო ურთიერთობა ზურაბ ჟვანიასთან და რა გასაკვირია, რომ ამ ურთიერთობის დეტალები მაინტერესებს. რა თქმა უნდა, მინდა, პირადად შევხვდე და ვესაუბრო; გავიცნო, როგორც ადამიანი და პოლიტიკოსი; გავიგო, რას ფიქრობს იმ ტრაგედიაზე, ჩვენს ოჯახს რომ დაატყდა თავს", - აცხადებს ნინო ქადაგიძე-ჟვანია.

რაც შეეხება უშუალოდ ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლას, გარდაცვლილი პრემიერის მეუღლის შეფასებით, მას არსებული სიტუაციის შეცვლა შეუძლია.

"ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილებამ ჩერჩილის ცნობილი სიტყვები გამახსენა: "პოლიტიკაში ორი კვირის იქით ნურაფერს დაგეგმავ". ჩამქრალ პოლიტიკურ სივრცეში, სადაც ახალს არავინ არაფერს მოელოდა, გამოჩნდა კაცი, რომელსაც სიტუაციის შეცვლა შეუძლია... მე მაინც ოპტიმისტი ვარ და ვენდობი მას. მინდა დავიჯერო, რომ ეს არის ნაბიჯი ადამიანისა, რომელიც ამ გადაწყვეტილებით ცდილობს ქვეყნისთვის კარგი გააკეთოს", - განმარტავს ნინო ქადაგიძე-ჟვანია.

interpressnews.ge
Share

დააკომენტარეთ




         

უსაფრთხოების კოდი
განახლება

ბანერი