მიუხედავად ამისა, საქართველომ ძალა მოიკრიბა და პოზიციონირებას ახდენს, რომ ქართველი ხალხი ერთიანია იმ მოსაზრებაში, რომ ქვეყნას მხოლოდ ერთი მომავალი შეიძლება ჰქონდეს – ევრო-ატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაცია.
მაშინ, როდესაც ომმა სერიოზულად დააზიანა საქართველოს ეკონომიკა, და ბევრი სხვა ქვეყნის მსგავსად, მასზეც უარყოფითად აისახა გლობალური ეკონომიკის კრიზისი, საქართველო სირთულეებს გაუმკლავდა. საკრედიტო რეიტინგების სააგენტო Standard & Poor-მა ახლახანს საქართველოს რეიტინგები განაახლა BB- -დან B+ -მდე და „მდგრადი ზრდის პერსპექტივა“ დააფიქსირა. საქართველო წელს 7%-იან ზრდას ელის, ჩრდილოვანი ეკონომიკის დაახლოებით 10%-ანი კლებით. ეს შესაძლებელია, რადგან საქართველოში, მსოფლიო ბანკის თანამხად, სამხრეთაღმოსავლეთ ევროპაში ბიზნესის დაწყებისთვის საუკეთესო პირობებია.
დღეს საქართველო ევროკავშირის პროგრამების „ევროპის სამეზობლო პოლიტიკის“ და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ნაწილია და იმავდროულად 2008 წელს შემქნილი ნატო-საქართველოს კომისიით ნატოს პროგრამაში „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ მონაწილეობს. მართალია ქვეყანას ჯერ-ჯერობით ევროკავშირში გაწევრიანების არანაირი პერსპექტივა არ აქვს, თუმცა ის ბლოკთან თანამშრომლობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს და მალე დაიწყებს მოლაპარაკებებს ღრმა და ყოველმხრივი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთახმებაზე, მას შემდეგ რაც უარი თქვა რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (მსო) გაწევრიანების წინააღმდეგ ვეტოს გამოყენებაზე. ქართველების 82% მხარს უჭერს ევროკავშირში ინტეგრაციას, ხოლო 78% – ნატოს წევრობას.
საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე დასავლეთში აზრთასხვადასხვაობაა. აშშ-ს მტკიცე მოკავშირე სააკაშვილი უფრო რეფორმატორია, ვიდრე დემოკრატი. ბევრ სხვა პრობლემასთან ერთად, საქართველოს სასამართლო სისტემას დამოუკიდებლობის პრობლემები აქვს და პარლამენტი ხშირად ნოტარიუსის როლშია. თუმცა, არ შეიძლება იმის უარყოფა, რომ სააკაშვილმა საქართველო კორუფციასთან მებრძოლი ქვეყნის მოდელად აქცია. თბილისი ევროპის კონტინენტზე ყველაზე უსაფრთხო დედაქალაქად ითვლება, პოლიციით, რომელიც მსოფლიოში ყველაზე არაკორუმპირებული პოლიციის ხუთეულში შედის. ცუდი მაჩვენებელი არ არის ქვეყნისთვის, რომელსაც სულ რაღაც 10 წლის წინ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული პოლიცია ჰყავდა.
მართალია, რომ როგორც ჩანს სწორედ რუსეთის წინააღმდეგობის გამო ვერ მიიღო საქართველომ ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმა 2008 წლის ალიანსის ბუქარესტის სამიტზე, თუმცა, მისი ხელმძღვანელობა დანებებას არ აპირებს და სჯერა, რომ ერთ მშვენიერ დღეს ის დააკმაყოფილებს აუცილებელ, მათ შორის დემოკრატიასთან დაკავშირებულ კრიტერიუმებს და ნატოს მხოლოდ ერთი კარტი დარჩება იმისთვის, რომ ქვეყანა ალიანსის მიღმა დატოვოს (მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას წევრობას ოფიციალურად დაპირდნენ), კერძოდ რუსეთის ოკუპაციის ქვეშ არსებული ტერიტორიები (სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი). გავრცელდა მოსაზრება, რომ წევრობის შეთავაზება შესაძლებელია, თუმცა მხოლოდ ქვეყნის არაოკუპირებული ნაწილისთვის და გავრცელდება სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე მათი რეინტეგრაციის შემთხვევაში. გულწრფელად რომ ითქვას, ამ იდეას რეალიზება არ უწერია. ეს ევროკავშირის და კვირპროსის შემთხვევას გვაგონებს. თუმცა, იმავდროულად, თუკი ნატო უარის თქმას კვლავ განაგრძობს, ეს შესაძლოა აღქმულ იქნას, როგორც რუსეთის ვეტო ნატოს შემდგომ გაფართოვებაზე. შესაბამისად, ეს ნატოს ხელმძღვანელობისთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხი ხდება.
საქართველოს ხელისუფლება არ კარგავს იმედს, რომ რუსეთი მიხვდება, რომ მისი გზა მცდარია. არსებობს იმედი, რომ რაც უფრო მეტ ზეწოლას განახორციელებს დასავლეთი რუსეთზე სხვადასხვა რეზოლუციებით (როგორიც გახლდათ ბოლოდროინდელი რეზოლუცია საქართველოს შესახებ, სადაც რუსეთი ოკუპანტ ძალად არის მოხსენიებული), მით უფრო დიდია ალბათობა, რომ ის კონსტრუქციული პარტნიორი გახდება და შეასრულებს თავის ვალდებულებებს, მათ შორის 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას. საქართველო მზადაა მომთმენი იყოს, სჯერა რა რომ რუსეთი, როგორც პრაგმატული ქვეყანა, საბოლოო ჯამში დაინახავს, რომ ოკუპაცია მას არაფერს აძლევს და მზად იქნება მოლაპარაკებისთვის.
დიდწილად, საქართველოს მომავალი, პირველ რიგში დამოკიდებულია მის ნებასა და სიმტიკიცეზე განაახლოს შიდა რეფორმები, რომელიც ძლიერ პლურალისტურ დემოკრატიას ქმნის. საქართველოს ამ მხრივ გამოცდა 2012 და 2013 წლებში ელის, როდესაც ქვეყანა მნიშვნელოვან საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებს ჩაატარებს, რომელიც აუცილებლად თავისუფალი და სამართლიანი უნდა იყოს.
როგორც ჩანს, ეს არჩევნები ერთგვარ ბრძოლად გადაიქცევა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველ პარტიასა და ქართველი მილიარდერის ბიძინა ივანიშვილის ახლახანს ჩამოყალიბებულ ოპოზიციას შორის. ივანიშვილის პარტნიორია ირაკლი ალასანია, საქართველოს ყოფილი ელჩი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში. მართალია ივანიშვილის პოპულარობა ჯერ 17% სააკაშვილის 42%-თან შედარებით, თუმცა როგორც ჩანს ეს მაჩვენებელი გაიზრდება. ახლახანს, ივანიშვილის მიმართ მთავრობის გადაწყვეტილებას დიდი ხმაური მოჰყვა: საქართველოს ხელისუფლებამ მას (და მის მეუღლეს) საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვა, ასევე მის ბანკში რამდენიმე მილიონი დოლარის კონფისკაცია მოახდინა, რაც ზოგიერთებმა პოლიტიკურად მოტივირებულ ნაბიჯებად მიიჩნიეს. საქართველოს ხელისუფლებამ ეს ნორმალურ აქტად გამოაცხადა, რადგან საქართველოს მოქალაქეებს ორმაგი მოქალაქეობის უფლება არ აქვთ, ივანიშვილი კი რუსეთის მოქალაქეა და აქვს ასევე ფრანგული პასპორტიც. მაგრამ, ცხადია, რომ ეს საქმე, რომლის გამოც ის ყურადღების ცენტრში მოექცა, ხელს შეუწყობს მის პოპულარობას და არა პირიქით.
საქართველო თავს სამხრეთ კავკასიის ვარსკვლავად, რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის მისაბაძ მოდელად წარმოაჩენს. დაველოდოთ და ვნახოთ, შეძლებს თუ არა ის იყოს ამ განაცხადის ადექვატური.
AMANDA PAULToday's Zaman
foreignpress.ge
















