განახლდა:03:01:34 AM GMT

>>> მეცნიერება განათლება "რა ენა წახდეს... ერი დაეცეს", ანუ ქართული ქართველსაც უნდა ვასწავლოთ
ბანერი

"რა ენა წახდეს... ერი დაეცეს", ანუ ქართული ქართველსაც უნდა ვასწავლოთ

ელ-ფოსტა ბეჭდვა
წაკითხულია 1354 ჯერ   
ტექსტის ზომა Larger Font Smaller Font

ჩვენი გენისა და გონის გამონაშუქი, ჩვენი ქართული, ჩვენი “ენაი შემკული და კურთხეული” ისევე ითხოვს დღეს შველას, როგორც თვით ერი და მთელი ქვეყანა, რამეთუ ქართულს, ისევე როგორც ენათა უმრავლესობას ბედმა მდევრის როლი არგუნა, და მაშასადამე გლობალიზაციასა და ინტეგრაციას თან სდევს მასში უამრავ ახალ ცნება-სიტყვათა და შესიტყვებათა შემოდინება, რომელთაც დროზე უნდა ქართული ეკვივალენტების მოძიება, თუ ქართულის ბუნებასთან ადაპტირება, რათა ენის დეპოში განძთან ერთად ჯართმაც არ დაისადგუროს, რაც ისედაც ბლომად დაგვიტოვა რუსეთის 200-წ ლიანმა ბატონობამ.

ამ საშვილიშვილო საქმეში, განათლების სისტემასთან ერთად, თავისი სიტყვა უნდა თქვან მასმედიამ და მთელმა წიგნიერმა საზოგადოებრიობამ, მაგრამ სათანადო ღონისძიებათა დაგეგმვა, შემსრულებლებზე როლების განაწილება და მთელი მუშაობის კოორდინირება ენის პალატის ღვიძლი მოვალეობაა. გთავაზობთ რამდენიმე მოსაზრებას ქართული ენის სრულყოფილად ფუნქციონირებისათვის, რომელთაგან ზოგიერთის განხორციელება ახლავეა შესაძლებელი, სხვები კი – სამომავლოდ გასათვალისწინებელი:

  1. მეტროს სადგურების მიმნიშნებელი M დიდი ხანია შესაცვლელია “მ”-ით;
  2. მეტროს შესასვლელ-გამოსასვლელებს, რუსული კალკების ნაცვლად, უნდა ეწეროს: შესასვლელი; გამოსასვლელი; შემოსასვლელი; გასასვლელი
  3. “საკოლმეურნეო ბაზარი” შესაცვლელია “აგრარული ბაზრით”;
  4. აღსაკვეთია ხალხის გამაწვალებელი სინონიმია-ომონიმია ქუჩის სახელწოდებებში. შემდგომში კი ნომერ პირველ სახლებზე (რომლებიც თბილისში, რატომღაც, მარჯვენა მხარეზეა) სასურველია, გაიკრას დაფები ქუჩის “სახელმდებელი” პიროვნების მოკლე დოსიეთი, ქართულ და ინგლისურ ენებზე.
  5. თვალის კლინიკებში მხედველობის საზომად, რუსულ ანბანთან ერთად, ქართულიც უნდა გამოიყენებოდეს;
  6. ბიბლიოთეკებში წიგნების შრიფტის “K” შესაცვლელია “ქ”-ით;
  7. გასაქართულებელია დოკუმენტაციის, და საერთოდ, საქმიანი ქაღალდების წარმოების რუსულისეული მოდელები, და, ბოლოს და ბოლოს, დასადგენია, ვტოვებთ მამის სახელს ხმარებაში თუ არა. გასასწორებელია, აგრეთვე, უცხო ენებში რუსული ტრანსლიტერაციით დამკვიდრებული ქართული ტოპონიმიკა, მაგ. Adjaria კი არა, არამედ Achara და ა.შ.
  8. ენის ბარბარიზმებით დანაგვიანების მიზეზი ერის წელგაუმართაობა და უცოდინარობაა, მთავარი წყარო კი – პოლიტიკურ-ეკონომიკურ-კულტურული ურთიერთობები და ვაჭრობის სფერო, რასაც ხელს უწყობს მავანთა კუდაბზიკობა, მარიონეტული მმართველობა და ერის გადამეტებული “სტუმართმოყვარეობაც”;
  9. მაშასადამე, ჩვენი ძალისხმევა უნდა მიიმართოს ამ მიზეზთა და სტიმულატორთა აღმოფხვრისა და აღნიშნულ წყარო-არხთა გადაკეტვისაკენ;
  10. სამეცნიერო-ტექნიკურ ტერმინოლოგიას, ჩვენი სათანადო პოტენციალის გათვალისწინებით და საჭირო დაფინანსების პირობებში, ადვილად მოევლება, მაგრამ თავი და თავი საზრუნავი სახალხო ენა უნდა იყოს, ხალხის ფართო მასები, რომელთაც კიდეც უნდა ვასწავლოთ და მათგანაც მუდამ უნდა ვსწავლობდეთ, როგორც ამას დიდოსტატი კონსტანტინე მოგვიწოდებდა, რადგან ენის ძირითადი შემოქმედი სწორედ “უბრალო” ხალხია, თანაც არ უნდა დაველოდოთ, როდის დაიბადება ამა თუ იმ კუთხეში დიდი ავტორი და იქაურ ენობრივ ნობათს მოგვართმევს. ამ “საველე” კვლევა-ძიებაში ფართოდ უნდა ჩავრთოთ ყველა კუთხის სტუდენტი ახალგაზრდობა;
  11. უფლება არ გვაქვს ვითმინოთ, არხეინად ვუსმინოთ, როგრ ლაპარაკობს 15-საუკუნოვანი ლიტერატურის პატრონი ქართველი: “ბოჭკა”, “ფადნოსი”, “მისკა”, “კრუჟკა”, “ბაკალი”, “ჩაშკა”, “მეშოკი”, “სუმკა”, “კაშელიოკი”, “ბალკა”, “სტოლბა”, “ფეჩი”, “ტრუბა”, “პახმელია”, “კარიჩნი”, “კლეჩატი” და ა.შ. არ უნდა გავადევნინოთ გარეულ კატებს შინაური, თუნდაც ადრე მოშინაურებული და შესისხლხორცებული – “ვექილი” “ადვოკატს”, “ჩუბინი” “სნაიპერს”, “ჩარექი” “ლიტრს”, “ხუროთმოძღვარი” “არქიტექტორს”, “კურთხევა” “ინაუგურაციას” და ა.შ. ის კი არა, ჯერ კიდევ წმინდა შუშანიკის “ჭიქა” კინაღამ გამოგვაცალა ხელიდან უმეცარი ნოქრის მიერ ამ საგანზე წაჯღაბნილმა “სტაქანმა”;
  12. თუმცა “უბრალო” ხალხს რა უნდა მოვთხოვოთ, როცა მასმედიის დიდი ნაწილის ქართული ყურს გჭრის, თვალს გტკენს და გულს გიკლავს. სადაც, როგორც წესი “ბორჯომს ასხავენ”, “კარებებს ხურავენ”, “მადლობას მოუხდიან”, “საკითხებს სვავენ” და “პრობლემებს წყვიტავენ”. ერთ-ერთი რადიო კი შესაშური ინტენსივობით უწევს პროპაგანდას, ლამის თბილისის კოლორიტად ქცეულ, “ჩემი”-ს მაშინ, როდესაც ბალტიისპირეთში, ქუჩაში ბილწსიტყვაობისათვის აჯარიმებენ. მოკლედ: 1. მაქსიმალური დატვირთვით უნდა ავამუშაოთ სიტყვათმაწარმოებელი მოდელები – წარმოქმნა და თხზვა; 2. უნდა მოვიძიოთ და გავალიტერატურულოთ დიალექტური მასალა; 3. უნდა ვისესხოთ მხოლოდ ის, რისი არც ეკვივალენტი გვაქვს და არც კალკირება ხერხდება;
  13. საჭიროა, ხელმისაწვდომ ფასებში და დიდი ტირაჟით, დაიბეჭდოს ყოვლისმომცველი საყოფაცხოვრებო თემატურ-ანბანური ილუსტრირებული ქართულ-რუსულ-რუსულ-ქართული ლექსიკონი, რომელიც სავალდებულო სამაგიდო წიგნად უნდა იდოს მასმედიასა, გამომცემლობებსა და სავაჭრო ქსელში.
  14. შესაქმნელია სულხან-საბას სიტყვის კონისა და ა. მაყაშვილის ბოტანიკური ლექსიკონის მსგავსი ვრცელი დარგობრივი ლექსიკონები, რომლებიც შემდეგ საფუძვლად დაედება დიდ ქართულ ენციკლოპედიას;
  15. შესავსები და დასახვეწია, თავის დროზე სამართლიანად პრემირებული, ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი, სადაც ზოგჯერ ციტირებულია საბა, მაგრამ მიუთითებელია, რა მნიშვნელობით იხმარება ესა თუ ის ლექსიკური ერთეული დღეს. მაგალითად, სიტყვა “გულზე” მოცემულია გამოთქმა – “თუ გული გულობს, ქადა ორივე ხელით იჭმევაო”, მაგრამ განუმარტავია თვით ამ გამოთქმის აზრი და გაურკვეველია “გულის” რომელი მნიშვნელობის საილუსტრაციოდაა იგი მოხმობილი;
  16. დროა, ვიფიქროთ პოლიგლოტი ლექსიკონების გამოცემაზეც;
  17. საშური საქმეა, მაგალითად, ქართულ-რუსულ-ინგლისურ-გერმანულ-ფრანგული ლინგვისტური ტერმინოლოგიის შედგენა და გამოცემა, შებრუნებული საძიებლებით; ჩემი აზრით, გადასაფორმებელია, აგრეთვე, ზოგიერთი ორთოგრაფი. მაგალითად, თუ იწერება “რასაკვირველია”, რატომ არ უნდა ვწეროთ “რათქმაუნდა”? თუ შეიძლება “ზღვისენა”, რატომ არ შეიძლება “ზღვისყური”? და ა.შ.;
  18. მარტო წიგნები, ბუნებრივია, საქმეს ვერ უშველის, რადგან ვერბალური ცოდნის ჩვევად ავტომატიზირებას შესაბამის მოქმედებათა მრავალჯერადი, არამექანიკური, შინაგანად მოტივირებული გამეორება უნდა. ცურვა ცურვით უნდა ასწავლო. დღეს ჩვენს სკოლებში გაბატონებული “გადმოგიყარე-გადმომიყარე” მეთოდით ან მხოლოდ “თუთიყუშებს” მივიღებთ, ან ჯერ სკოლის ეზო-დერეფნების, შემდეგ კი ქუჩის “აბორიგენებს”. ეს ცურვა აკლიათ ჩვენი სკოლების “ზუთხებს” და ამიტომაც ვერ მოგვიცილებია “შპარგალკა” და “რეპეტიტორი”;
  19. როგორც ცნობილია, “ადამიანის გაადამიანება” აკვნიდანვე იწყება. ბავშვი, დედის რძესთან ერთად, მექანიკურად ითვისებს ოჯახში დამკვიდრებული ქცევისა და მეტყველების შტამპებს, რომელთა უმრავლესობა, ამ ოჯახში არათანაბარი კულტურის დონის გამო, საზოგადოებისათვის მიუღებელია, მაგრამ მათ გადაშლა-გაკეთილშობილებას ჩვენი განათლების სისტემა ვერ ახერხებს.
  20. ძირეულადაა გარდასაქმნელი მთელი აღზრდა-განათლების სისტემა. ბავშვს, სათანადო თამაშობებით, ბაღშივე უნდა ჩავუნერგოთ სანიმუშო ქცევისა და მეტყველების ნორმები, განსაკუთრებით კი საწყენზე, ჩვენთან “დაკანონებული” ლანძღვა-გინების ნაცვლად, ცივილიზებული რეაგირების უნარ-ჩვევები. სასკოლო სახელმძღვანელოები უნდა გათანამედროვდეს და გაუსწორდეს საერთაშორისო სტანდარტებს. სწავლება უნდა გახდეს აქტიური, მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობა – დემოკრატიული;
  21. და ბოლოს, აუცილებელია დაარსდეს სპეციალური სასწავლებო-სააღმზრდელო ტელეარხი, რომლითაც სისტემატურად გადაიცემა საუკეთესო გაკვეთილები და ლექციები მათი შემდგომი საჯარო განხილვისათვის. აგრეთვე, ტიპურ სიტუაციებში, ამა თუ იმ ფსიქოლოგიური ტიპისათვის, სანიმუშო ქცევისა და მეტყველების საილუსტრაციო თეატრალიზებული სცენები.
Share

კომენტარები 

0 # მარინა 2011-06-18 17:17  
საკანონმდებლო აქტია საჭირო სამწუხაროდ, რომ სწორი ქართული მეტყველება ქართული აქცენტითა და შესაბამისი მახვილებით ისმოდეს პირველ რიგში სამაუწყებლო სივრცეში (რადიო,ტელევიზი ა, პრესა) და შემდეგ აუცილებლად საგანმანათლებლო სივრცეში სრულად. დანარჩენი ყველაფერი თავის ადგილზე დადგება მეტ-ნაკლებად, ყოველ შემთხვევაში ასეთი საგანგაშო მდგომარეობა არ იქნება, მაგრამ სამწუხაროდ, ინგლისურად მეტყველებას უფრო დიდი ყურადღება ექცევა, ვიდრე სწორი ქართულით მეტყველებას. ასე რომ…ვითომ გვეშველება რამე????? ციტირება
 
+1 # კობა 2010-03-19 21:31  
ყველაზე მაგარი ქართული ეკვივქლენტი სწერია ყოფილ ივერიაზე

რედისონ ბლუ ივერია

მართლა ბლუები არიან ის პატრიოტები, ვინც ამ წარწერის დაწერა მოითხოვა ეროვნული თავგანწირვით..

ჯერ ერთი — სასტუმროს საერთოდ არ უნდა ერქვას ივერია

ივერია შეიძლება ერქვას კულტურის ცენტრს - , ფონდს - მაგრამ არა სასტუმროს და კაზინოს

ასე რომ ქარტველმა პატრიოტებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს რომ თავის პატრიოტობით კაკ რაზ რომ ბლუ იდიოტები არიან ..
ციტირება
 
0 # ელისაბედ 2010-02-24 03:00  
საჭირო და აუცილებელია რომ ჩვენს ენას მეტი პატივისცემით მოვეპყრათ ციტირება
 
0 # ელისაბედ 2010-02-24 02:57  
ნამდვილად აუცილებელი და საწიროა რომ ქართველმაადამია ნმა ქართული მეტყველების კულტურა აიმაღლოს,ზოგიერ თ ქართველ ჟურნალისტს ქართულ მეტყველებაში კორექტირება არ აწყენდა ციტირება
 

დააკომენტარეთ




         

უსაფრთხოების კოდი
განახლება

ბანერი