განახლდა:03:01:34 AM GMT

>>> მეცნიერება განათლება ქართული გვარები, ტოპონიმები, მათი სუფიქსები და ქართველთა წარმოშობის საკითხები
ბანერი

ქართული გვარები, ტოპონიმები, მათი სუფიქსები და ქართველთა წარმოშობის საკითხები

ელ-ფოსტა ბეჭდვა
წაკითხულია 6516 ჯერ   
ტექსტის ზომა Larger Font Smaller Font
სტატიის ინდექსი
ქართული გვარები, ტოპონიმები, მათი სუფიქსები და ქართველთა წარმოშობის საკითხები
2
3
4
ყველა გვერდი
დამარხულ არს ენაი ქართული
დღემდე მეორედ მოსვლისა მესიის საწამებლად,
რათა ყოველსა ენასა
ღმერთმან ამხილოს ამით ენითა. ….

რამეთუ ყოველი საიდუმლოი
ამას ენასა შინა დამარხულ არს. ….

და ესე ენაი,
შემკული და კურთხეული სახელითა უფლისაითა,
მდაბალი და დაწუნებული –
მოელის დღესა მას მეორედ მოსლვასა უფლისასა,…

"ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი"
იოანე – ზოსიმე
ყველა ქრთველს შემჩნეული აქვს, რომ ქართული გვარები მისთვის დამახასიათებელი სუფიქსებით იწარმოება. მაგალითად წიქორი–ძე, ტურა–შვილი, ბექა–ია, ტუ–სკ–ია, ჯოჯ–უა, ხაინდრ–ავა, წიკლა–ური, ნიგურ–იანი, ქილიფთ–არი, ღლონ–ტი, ტუღუ–ში, ჯაყ–ელი, ქარ–ელი(ქ–არ–ელი), ბურდ–ული, აფცია–ური, ნამგალა–ური, ფიცხელა–ური, წულეი–სკირი, პაპა–სკირი და სხვა.

ყველაზე უფრო გავრცელებულია გვარები ძე და შვილი სუფიქსებით, ასევე ბევრია მეგრული და სვანური სუფიქსებით. ისინი მიუთითებენ ამა თუ იმ ადამიანის კუთხურ წარმოშობას, მაგრამ არის ისეთი სუფიქსები, რომლებიც არც თუ ისე ფართოდ არის გავრცელებული და ზოგჯერ არც თუ მაინცა დამაინც ზუსტად მიუთითებენ ქართველი ადამიანის კუთხურ კუთვნილებას. მაგალითად გვარები ური, არი, ან ელი სუფიქსებით შეიძლება შეგვხვდეს სხვადასხვა კუთხეებში. მაგალითად გვარი ძიძიგური უფრო მეტად დასავლეთ საქართველოშია გავრცელებული, ხოლო წიკლა–ური, ან აფცია–ური აღმოსავლეთ მთიანეთში. ასევე გვარი ჯაყელი სამცხედან არის, გაგელი აღმოსავლეთ საქართველოდან, ჯუღელები კი არიან დასავლეთ საქართველოშიც. სუბ–არი სვანური გავრია, ისევე როგორც სუბელ–იანი, მაგრამ აბსოლუტურად განსხვავებულად არიან ნაწარმოებნი. ყველაზე მეტ კითხვას ბადებს სწორედ, თითქოს და საერთოდ გავრცელებული წესიდან ამოვარდნილი ქართული გვარების წარმოშობა. როგორც ქვემოთ ვნახავთ კვლევისათვის ყველაზე საინტერესო სწორედ ასეთი გვარებია.

იმ პერიოდში, როცა გვაროვნული წყობილება ყალიბდებოდა ადამიანებმა წერაკითხვა არ იცოდნენ და ამიტომ წერილობითი საბუთები ამ დროის შესასწავლად არ არსებობს, მცირეა ასევე ზეპირი სიტყვიერებით გადმოცემული მასალები, თუ არ ჩავთვლით მითებს. ამიტომ ქართველთა გვაროვნული წყობილების პერიოდზე გარკვეული ინფორმაცია შეიძლება მოგვცეს სწორედ ქართული გვარების შესწავლამ. ყველაზე საინტერესო კი მათ შორის უძველესი და არქაული გვარები უნდა იყვნენ.

ალბათ ყველა ქართველს მიუქცევია ყურადღება, რომ ძირითადად გავრცელებულია სამი ჯგუფი გვარებისა, ესენია: გვარები ძე–სა და შვილზე დაბოლოებული, მეორე ჯგუფია მეგრული და მესამე ჯგუფია სვანური გვარები. საკამთო არ არის რომ ყველა ისინი ქართული წარმომავლობისაა, მხოლოდ გაუგებარი ხდება ქართული წარმომავლობის გვარები ასე რადიკალურად რატომ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან.

თუკი ყველა ეს გვარები ქართული წარმოშობისაა, მაშინ მათ უნდა ჰქონდეთ საერთო ფუძე სუფიქსი, რომლიდანაც ყველა დანარჩენი ქართული გვარების მაწარმოებელი სუფიქსები წარმოიქმნენ. ე.ი. უნდა მოიძებნებოდეს რაღაც ფუძე სუფიქსი რომლიდანაც შეიძლება მიიღებოდეს დღეს არსებული, ასე რადიკლაურად განსხვაებული ქართული გვარების სუფიქსები და მისგან უნდა იწარმოებოდეს არა მარტო დღეს ყველაზე მეტად გავრცელებული სამი ჯგუფის გვარები, არამედ თითქოს და საერთო კანონზომიერებიდან ამოვარდნილი იშვიათი ქართული გვარებიც. ისმის კითხვა შეიძლება თუ არა ისეთი საერთო ფუძე სუფიქსის მოძებნა, რომლითაც უძველესი ქართველები აწარმოებდნენ თავიანთ გვარს და მიუითებდნენ ამა თუ იმ გვარისადმი კუთვნილებაზე.

ცნობილია, რომ აღმოსავლეთ საქართველოში ამა თუ იმ გვარის განსახლების ადგილი მოიხსენება ამ გვარების ფუძეებზე იანთ, ან აანთ სუფიქსების დართვით. მაგალითად: მარუშიანთ, ან მარუშაანთ(უბანი). საქართველოს ისტორიიდან ასევე ცნობილია, რომ ბაგრატ მესამემ დამარცხებული რატი ბაღვაშის ნაცვლად მის ადგილას ზვიად მარუშიანი დასვა. ბაგრატ მესამის გამეფებაში კი როგორც ისევ ისტორიიდან არის ცნობილი, შიდა ქართლის მთავარს მარუშიძეს მიუძღვის დიდი წვლილი. საფიქრებელია, რომ მარუშიანები და მარუშისძე ერთი და იგივე გვარია, სხვადასხვანაირად მოხსენებული. ქართული სამეფო დინასტიებიც შემდეგნაირად მოიხსენიებოდნენ: არტაშეს–იანები(ძვ.წ.60–5, არმაზის მეფეები), არშაკ–იანები(ძვ.წ.60–265, მცხეთის მეფეები), სასან–იანები(265–368) და ბაგრატიონები. ყველასთვის ცნობილია ასევე, რომ სვანური გვარები იან, ან ანი სუფიქსით მთავრდება. მთაში როგორც წესი არქაული ფორმები უფრო დიდ ხანს ინახება, ამიტომ ამან შეიძლება გვაფიქრებინოს, რომ სვანური გვარების სუფიქსები ყველაზე ახლო არის არქაული ქართული გვარების სუფიქსებთან. ზემოთ ნათქვამიდან გამომდინარე ჩვენ ვიფიქრეთ, რომ ქართული გვარების უძველესი ფუძე სუფიქსი შეიძლება ყოფილიყო იანთ სუფიქსი, რომელიც გვარის განსახლების ადგილს, ან უბანს აღნიშნავს. თუ ეს მართალია, მაშინ ამ სუფიქსიდან უნდა მოხერხდეს ყველა ქართული გვარების სუფიქსების წარმოება.

სიმარტივისათვის ამა თუ იმ გვარის ფუძის ნაცვლად გამოვიყენოთ ნაცვალსახელი იმ, ანუ მაგალითად მარუშ–იანთ შევცვალოთ უფრო მოკლე ფორმით იმ–იანთ–ით. ვნახოთ მართლაც შეიძლება თუ არა ამ სუფიქსიდან ძირითადი ქართული გვარების სუფიქსების წარმოება.

მაგრამ სანამ უშუალოდ ამ საკითხზე გადავიდოდეთ, ჯერ გავიხსენოთ, რომ უძველესი ქართველები როგორც ჩანს ერთად ცხოვრობდნენ გორებად, შემორჩენილია უამრავი გორა ნამოსახლარები (,,ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტომი 3, სტატია ,,გორა”, გვ.221). სწორედ აქედან უნდა მოდიოდეს შეკითხვა რა გვარი ხარ?, ან რა გორის ხარ? ე. ი. რომელი გორიდან ხარო. ქართველები როგორც ცნობილია არ იყვნენენ მომთაბარეები და მიწათმოქმედებას მისდევდნენ. ამიტომ დამაგრებული იყვნენ ერთ ადგილზე და ერთმანეთთან საურთიერთობოდ მათ სჭირდებოდათ, რომ თავიანთი საცხოვრბელი ადგილებისათვის გარკვეული სახელები დაერქმიათ. ასე რომ სხვადასხვა ჯგუფის განსახლების გორებს სახელები ერქვათ. (მომთაბარეებისათვის ადგილებისათვის სახელის დარქმევას აზრი არ ჰქონდა, რადგანაც ისინი სულ მოძროაბაში იყვნენ, მუდმივად იცვლიდნენ გარემოს და ადგილისათვის სახელის დარქმევას აზრი ეკარგებოდა.) შესაბამისად ქართველები მავანზე იტყოდნენ, რომ ის იმ–იანთ გორიდან არისო. აქედან კი იოლად გამოდის მეგრული გვარები. თუ მავანი იმიანთ გორიდან იყო, თვითონ შეიძლება ეთქვა, რომ ის გვარად იმ–ია იყო. ნთ თანხმოვნები საფიქრებელია რომ დაყრუვდა. მეგრული გვარების სხვა სუფიქსებს წარმოქმნას ქვემოთ შევეხებით.

იოლი მისახვედრია თუ როგორ წარმოიშვა სვანური გვარები. იანთ სუფიქსს ჩამოსცილდა თ და დარჩა იანი, ან შეიკვეცა ი და დარჩა ანი. თუ იმიანთ გორიდან იყო მეორე ნაწილი ადამიანების იტყოდა, რომ გვარად იმიანი, ან იმანი იყო.

უძველესი ქართველების მესამე ნაწილმა კი შეიძლება გამონათქვამი იმიანთ გორიდან არისო ასეთნაირად შეცვალა: იმათი(იმიანთ) გორიდან არისო და შედეგად მივიღეთ გვარები თი–ზე დაბოლოებული, როგორიცაა მაგალითად ჯიბუ–ტი(ჯიბუთი, დროთა განმვალობაში თ ალბათ შეიცვალა ტ–თი), ღლონ–ტი და სხვა. ანალოგიურად წარმოიქმნა ზოგიერთი ტოპონიმისათვის დამახასიათებელი სუფიქსი ეთი, მაგალითად: იან–ეთი, წოდორ–ეთი, კახ–ეთი, იმერ–ეთი და სხვა.

ყველაზე საინტერესოა მეოთხე ჯგუფის გვარების წარმოქმნა არი და ური სუფიქსებით. ისტორიის გარკვეულ დროის მონაკვეთში გვარის შიგნით ქორწინებები აიკრძალა, ტაბუ დაედო. როგორც ცნობილია ახლო ნათესავებს შორის ქორწილი გენეტიკურად არასრულფასოვან შთამომავლობას იძლევა. საჭირო გახდა უფრო დიდი გაერთიანებების შექმნა, რომ შთმომავლობა გაგრძელებულიყო. შეიქმნა უფრო მსხვილი გაერთიანებები, რომლებიც რამდენიმე გვარისაგან შედგებოდა. ასეთი არეების დასახელებაში გვარების გაერთიანების ფაქტი უნდა ასახულიყო. რადგანაც ეს მსხვილი არეები რამდენიმე გვარს მოიცავდა ამიტომ სუფიქსი იანი როგორც ჩანს გაორმაგდა. კერძოდ მივიღეთ ,,იმ”–იანთ–ანი. შემდეგ მოხდა მისი ტრანსფორმაცია შემდეგნაირად იმ–იან–ანი, იმ–ნანი და ბოლოს იმ–ნარი. ე.ი. ამა თუ იმ გვარების გაერთიანების საცხოვრებელი არის აღმნიშვნელი სუფიქსი ქართველების მეოთხე ნაწილში გახდა სუფიქსი ნარი. ასეთნაირად ნარი სუფიქსი ასევე იქცა ტოპონიმების აღმნიშვნელი სახელების სუფიქსადაც, მაგალითად მუხ–ნარი, რცხილ–ნარი და სხვა. ხოლო გვარების გაერთიანებებს კი შერჩათ სუფიქსი არი, ან არიდან ნაწარმოები ური. მაგალითად, ქილიფთ–არი, სუბ–არი, ხოტივ–არი, ემხვ–არი, ძიძიგ–ური, აფცია–ური, ზვიადა–ური(მრავალი მთიულური გვარები), უბ–ერი და სხვა. ე.ი. მივიღეთ გვარები იმ–არი, ან იმ–ური(სადა–ური, იქა–ური). აქედან იოლად მიიღება გვარებიც ელი სუფიქსით. იმ–ური გარდაიქმნა იმ–ული(ბურდ–ული) და ბოლოს იმ–ელი (ჯაყ–ელი). ური სუფიქსი ასევე აღნიშნავდა წარმომავლობას, კავკასი–ური, მთიულ–ური, კახ–ური, ხევს–ური და ა.შ. ეს სუფიქსი ზოგიერთ შემთხვევაში ტრანსფორმირდა ული სუფიქსად, მაგალითად ქართ–ული, რაჭ–ული, მთი–ული, მთი–ელი და სხვა(გვარები ული სუფიქსით. ბურდ–ული).

საერთოდ უნდა ითქვას, რომ შეიმჩნევა მკვეთრი კავშირი ქართული გვარების სუფიქსებსა და ტოპონიმების სუფიქსებს შორის. მაგალითად: სა–მტრედ–ია, სა–ფიჩხ–ია, მესტ–ია, ვარძ–ია, გურ–ია, დიო–სკუ(ა)რ–ია, სკ–ურ–ია, აკრ–იანი(სოფ. მარტყოფის ძველი სახელწოდება), ვაზ–იანი, ბაკურ–იანი, მღებრ–იანი, ვაჩნაძ–იანი, მუხ–იანი, გუდა–ური, ენგ–ური, ხაშ–ური, ჩოხატა–ური, ფასანა–ური, ხელვაჩა–ური, ამბროლა–ური და სხვა.

რაც შეეხება გვარებს ძე და შვილი სუფიქსით, ეს სუფიქსები შედარებით ახალია. ძე სუფიქსიანი გვარები წარმოიქმნენ მას შემდეგ რაც მამაკაცები სოციალურად დაწინაურდნენ, ხოლო შვილი სუფიქსიანი გვარები კი კიდევ უფრო ახალია და მას შემდეგ გაჩნდა რაც ქართველებმა გააცნობიერეს, რომ შვილი ბიჭიც და გოგოც თანასწორია.



Share

კომენტარები 

0 # არსენი 2012-05-06 18:05  
ეს ალბათ თქვენთვის არის დამაფიქრებელი სვანურ-სომხური "მსგავსება"", ჩვენ სვანებმა ძალიან კარგად ვიცით ვინ ვართ და საიდან მოვდივართ. არაფერი საერთო არ ააქვთ ერთმანეთთან სვანებს და არმენებს… ამას დიდი ცოდნა განათლება არ ჭირდება :)) ციტირება
 
0 # გიორგი 2012-02-17 18:51  
ასეთი უაზრობა, ასეთი სრულიად თითიდან გამოწოვილი და დილეტანტური არაფერი წამიკითხავს აქამდე. სულ ტყუილად დავკარგე დრო. არ გრცხვენიათ მაინც რომ სისულელეებით აბოლებთ ხალხს? ციტირება
 
0 # ვახო 2012-01-29 08:30  
აქ ვარ თუ დაინტერესდებით ბატონო ზაზა ციტირება
 
0 # ვახო 2012-01-29 08:27  
სტატიასთან დაკავშირებული ძალიან საინტერესო მიგნება მაქვს რამოდენიმე, თუ დაგაინტერესებთ მომწერეთ ბატონო ზაზა… ციტირება
 
0 # გვანცა 2011-10-30 19:54  
მაინტერესებს გოტიაშვილების გვარის წარმოშობა ციტირება
 
0 # ანა ძებისაშვილი 2011-09-24 01:06  
მოგესალმებით.მაინტერესებს ძებისაშვილების გვარის ისტორია ციტირება
 
-1 # გიორგი 2011-09-05 04:20  
მაინტერესებს მელიქიშვილების გვარის შესახებ საიდან წარმოიშვა და რომელ საუკუნეში… ციტირება
 
+1 # გიორგი 2011-08-10 22:29  
საქართველოს ეთნოგრაფიულ (გვარების) აღწერებში სამწუხაროდ დაფიქსირებულია ძალიან ბევრი ლაფსუსი. მათ შორისაა ერთერთი: ურზე დაბოლოებიანი გვარები აღმოსავლეთ კავკასიაში გავრცელებულია ძველ დროის საქართველოს გავლენის სფეროებიდან გამომდინარე. ასეთი გვარები გვხვდება აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში და მთიელ ვაინახებში. ასეთი დასკვნის გაკეთება არასწორია რადგან, ურზე დაბოლოებიანი ანალოგიური გვარები შემორჩენილია ბასკეთშიც მაგ: ინაური, გაბური და სხვა. მონათესავე უძველესი ხალხის ისტორიული ტრადიციის თანამიმდევრობა და გემოვნება წარმოშობდა ასეთ გვარებს და არა საქართველოს სახელმწიფოს გავლენა. მკვლევარი შორსმჭვრეტელიც უნდა იყოს. გ.გ. borjgalioni ციტირება
 
+1 # თამთა ნარსია 2011-07-16 20:01  
მაინტერესებს ნარსიების გვარის წარმოსჰობა და ისტორია ციტირება
 
0 # temur.kvirkvelia 2011-07-15 05:18  
კვალიფიციური და ძალიან მაღალი დონის სამეცნიერო პოპულარული სტატიაა. ასეთი ავტორები – სამწუხაროდ გვაკლია. ვფიქრობ იგი პოპულარულმა გაზეთებმა ( კვირის პალიტრამ …) უნდა გადაბეჭდონ. თ. კვირკველია ციტირება
 

დააკომენტარეთ




         

უსაფრთხოების კოდი
განახლება

ბანერი